შედეგები – დღე 55


ვიცი ამ პოსტს ბევრი ელოდება :) ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები და ალბათ ამის დამსახურებაცაა რომ წერას ვაგრძელებ. ძალიან გამიჭირდა საკმარისი დროის დათმობა ბლოგისთვის, მაგრამ მთავარია მონდომება!!! :)

დღევანდელი დღის შედეგით დაკლებული მაქვს 10 კგ. !!! (სურათები იხილეთ  პოსტის ბოლოს). როგორც დიეტოლოგმა მითხრა, ჩემი წონისათვის თვის განმავლობაში მაქსიმუმ 5 კგ. კლებაა რეკომენდირებული, მეტი უკვე სწაფ დაკლებად ითვლება, ანუ ჩემი შედეგები მიუხედავად მუდმივი დარღვევებისა ნორმებში ჯდება. დიეტას მგონი ყოველ მეორე დღეს ვარღვევ, ხან ჭამას ვტოვებ, ხან ცოტა მარილიან საკვებზე წამიცდება ხელი, მაგრამ ამის ანაზღაურებაში ვარჯიში მეხმარება. ვარჯიში საკმაოდ გამირთულდა, ახალი ვარჯიშები დამემატა და დაახლოებით 1.5 სთ ვვარჯიშობ, კვირაში 3  დღე.  ახლა გადავწყვიტე კიდევ ერთი დღე დავამატო და შაბათობითაც ვიარო, ანუ 4 დღე გამომივა. ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავ და ეს შედეგებზეც აისახება. უკვე სხეულის ფორმები დამეხვეწა, წელი დამითხელდა, მუცელი დამიპატარავდა, ჩემი მუდმივად პრობლემური გვერდები ისე ჩამოთხელდა სარკეში რომ ვიხედები საოცარი სიამაყის  და კმაყოფილების გრძნობა მიჩნდება. დიდი მადლობა “თიდანს” და მის უნიკალურ პროგრამას, მე მაინც მგონია რომ დიეტაზე უფრო მეტ შედეგს ვარჯიშით ვიღებ და ყველას გირჩევთ, ჯერ ფიზიკურ აქტივობაზე დაიწყეთ ზრუნვა და შემდეგ მიხედეთ დიეტას :)

ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს წინ, მაგრამ როცა ვხვდები რამდენად მარტივია ყოფილა საოცნებო ფორმების მიღწევა, ვნანობ აქამდე რატომ არ ვიზრუნე ამაზე… დამიჯერეთ ეს ძალიან მარტივია. სულ რაღაც 2–3 თვიანი მონდომება და თქვენ შეცვლით საკუთარ თავს უკეთესობისკენ. ზედმეტი წონა შეგაწუხებთ წლების მანძილზე, მთელი ცხოვრება გენდომებათ, რომ გქონდეთ ლამაზი, თხელი სხეული. რატომ არ უნდა აისრულოთ სურვილი? რას ელოდებით? სულ რაღაც 90 დღე დამჭირდება მე იმისთვის რომ ოცნება ავისრულო. ხომ არ არის ბევრი??? მოინდომეთ, ეს ჯანმრთელობას და სილამაზეს მოგიტანთ. იქნებით უბედნიერესი, როცა მიიღებთ უამრავ კომპლიმენტს გარშემომყოფებისგან რომ ძალიან კარგად გამოყურებით, გაგიდიდდებათ ძველი ტანსაცმელი, ნახავთ რომ გიხდებათ ბევრი ისეთი რამ რასაც ადრე ვერ იცვამდით, იქნებით უფრო დარწმუნებული საკუთარ თავში და გექნებათ დიიდი სიამაყისა და კმაყოფილების შეგრძნება. მერე რა თუ ხანდახან დიეტას დაარღვევთ, თუ სუფრაზე მოხვდებით, ივარჯიშეთ და ყველაფერი კარგად იქნება, ეს ძალიან, ძალიან მარტივია. თქვენ მიზნამდე ალბათ რამოდენიმე ათეული დღე გაშორებთ, ნუ დაელოდებით ნურაფერს, მუდმივად იზრუნეთ საკუთარ თავსა და გარეგნობაზე, ამისთვის სულ ცოტა მონდომებაა საჭირო. ძალიან “მომწოდებლური” პოსტი გამომივიდა, მაგრამ ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ვწერ ზუსტად იმას, რაც 100% – ით გამოვცადე საკუთარ თავზე.

ახლა კი დიდი ხნის წინ შეპირებული სურათები, საწყისი და ახლანდელი მდგომარეობა :) ხარისხი ცუდია, იმიტომ რომ ტელეფონით ვიღებ სურათებს, მაგრამ შედეგები მგონი უკვე შესამჩნევია :)

About these ads
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

48 Responses to შედეგები – დღე 55

  1. სურათებზე დააკლიკეთ გასადიდებლად :)

  2. m.s. says:

    takooo, shedegi ukve kargad chans martlac. tanac pirveli weli iwyebs gamoyofas me rogorc mivxvdi :) gilocav… dzalian magaria da ese gaagrdzele :) gverdidan suratebshi yvelaze kargad chans shedegi :)

  3. tinatin says:

    წარმატებებიიიიი :))) ნამდვილად შესამჩნევია შედეგი :)

  4. Nuka says:

    wow wow wow :) ra magari shedegiaaaa agfrtovanebuli var da sityvebi ar myofnis!:) bravo! shen namdvilad misabadzi magaliti xar!.. :) gilocaaaav
    mokled marxva damtavrdeba da egreve shens gzas vadgebi:))

    • nukaaaaaaa :*:*:* madlobaaa, ,mgoni martla daetyo ukve suratebsac :DD

      • Nuka says:

        namdvilad ashkarad dagetyo! tan yvela adgilze:) dzaan magaria!!! ise mixaria titqos me dameklos :* tumca samcuxarod chemi cona daklebis magier am marxvashi 72 kiloze avida :(((( savalalo mdgomareoba maqvs :'((

      • nukaaa, mixede mere, naxe am postshi ro devs surati 100 kaloriis dasawvavi varjishebi, sul 15 wt unda albat, 6ze chame ugvianes da mere 8isken es gaakete, comeuli shezgude da shaqari, wyali svi da wamova wona qvemot… 7ianit rom iwyeba ukve cudia, chamo isev 6ianebshi, midiii :))

      • Nuka says:

        sxvatashoris mivaqcie yuradgeba mag varjishebs da momecona:) martla davicyeb:) 6-is mere rom ar vchamo michirs, chemi grafikidan gamomdinare… :( purs saertod ar vcham da shaqars arc yavashi da chaishi ar vxmarob, tumca tkbileulis maniaki var bavshvobidan da scored eg mgupavs:(( shemidzlia sadili saertod ar vchamo, arcert sadilze ar vgijdebi, machame tkbili mteli dge da arc arafers movitxov sxvas :))) :((( cylis smasac ver mivechvie, mxolod dilit uzmoze vsvav yoveltvis ert chiqas, magram eg araa sakmarisi. dzalian cotas vmodzraob da zamtarshi xom saertod… kidev kargi latino-amerikul cekvebze davdivar torem saertod ra mdgomareobashi viqnebodi ar vici… ui ramdeni vcere, ar ginda amis cakitxva :D mokled 6-ianebshi unda gamoviqce radac ar unda damijdes exla :))

      • ui cekvaze tu dadixar kargia dzzz, auu midi ra tkbileuli shezgude :)) xilit ro chaanacvlo vera?? nawilobriv mainc, nel nela sheamcire ))

      • Nuka says:

        sxva gza araa tako :( es ukve dzaan nametani momivida :(( ver vitan zamtars, zedmeti kilogramebis gareshe arasodes sruldeba zamtari chemtvis :(( axla ki sascrafod unda vizruno gaxdomaze, torem datba da es zedmeti santimetrebi maikebis qvesh agar daimaleba :))) eh neta momatebasavit advili iyos daklebac:)))) an ra iqneboda gemrielobebi ar asuqebdes:P :D :D

      • daiwye mere daiwyeee :) yvelaze bednieri viqnebodi rom vchamde da ar vsuqdebode :D

      • Nuka says:

        ai damtavrdes marxva da egreve!!! :)
        face-ze rom dagimato cinaagmdegi xom ar iqnebi?.. :)

  5. nino says:

    gilocavvv -10 kilosss ashkarad sheimchnevaaa!!! gisurveb warmatebebs!

  6. Jessie says:

    აუუუ მეხუთე წერტილი რა კარგი გაგიხდა? :))))
    ყოჩაღ :))))) ^_^ ტარგეტ წონამდე რამდენი დაგრჩა?

  7. tami says:

    ვაუუუუუუ, ყოჩაღ ჩემოკარგო, აშკარად შენი სხეული ბევრად უფრო მიმზიდველი და ლამაზია ვიდრე ადრე, თუმც კიდევ გაქვს დასაკლები და აუცილებლად მოახერხებ შენი შემართებდან გამომდინარე. მეც დავიწყე ვარჯიში და გაზაფხულს მეც ლაღად და მხნედ შევხვდები :) ,მიხარია რომ ასეთი მონდომებული ხარ! ერთ დროს მეც მოვინდომე და 20 კილო დავიკელი, ვარჯიში კი დამეხმარა იმაში რომ სხეულს მოდუნებული და მოშვებული ფორმები არ ჰქონოდა, მიყვარს ვარჯიში! ეს სასწაული, რომელიც ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს, არა აქვს მნიშვნელობა გმხდარია თუ ჭარბი წონა აწუხებს, ვარჯიში ყველასთვის იდეალური საშუალებაა, დახვეწოს სხეულის ფორმა და გაიხალისოს ცხოვრება<3

    • თამი მადლობა, კი დასაკლები კიდევ თითქმის ამდენი მაქვს რაც დავიკელი :))) ვარჯიშს კიდევ ერთი დღე დავამატე, იმდენად კარგად ვგრძნონ თავს ვარჯიშიშ შემდეგ, რომ კი არ მეზარება, პირიქით მეხალისება სიარული :)

      • tami says:

        მე კი სახლში ვვარჯიშობ მაგრამ გამოცდილება დიდი მაქვს და შედეგსაც იგივეს ვიღებ რაც სპორტდარბაზში სიარულის დროს მქონდა. მეც ასე ვარ უდიდესი სიამოვნებააჩემთვის ვარჯიში:)

      • მე ჯერ ერთი თვეა რაც დავდივარ, ორშაბათს კიდე უნდა გავიზომო და მეტყვის რა ვარჯიშები უნდა დავამატო…

      • tami says:

        <3 მშვენიერი შედეგია, გილოცავ!!! მიზანსაც მალე მიაღწევ, ესეთი მონდომებით,გადევნებ თვალს, ხშირად პოსტე ხოლმე

      • დიდი მადლობა, ვცდილობ ხშირად ვწერო, მაგრამ არ გამომდის კარგად, გამოვასწორებ :)

  8. natia says:

    ყველა პოსტი ვერ წავიკითხე… ხო და იქნებ მითხრა, გიორგაძის, თუ ”თიდანის” დახმარებით დაიკელი? :)) მეც მინდა მოგბაძო.. :)))

  9. mariami says:

    თაკო ბოდისი.მაგრამრა დიეტით დაიკელი???კონკრეტულად რას ჭამ?

  10. m.s. says:

    tako,ici ra mainteresebs? tidanshi trenajorebic aqvt xo? mag: sarbeni biliki,an sxva? ase mgonia marto aerobikit naklebi shedegi iqneba vidre orive ertad. me pekinze vapireb misvlas da davinteresdi. :)

    • xoda zustad pekinze aqvt trenajorebi :) aq vakeshi sadac me davdivar marto aerobikaa, sxvatashoris erti gogo dadis, romelic tavs iklavda trenajorebze varjishit da ise ganuvitarda kuntebi exla formebis gasasworeblad dadis… aerobika dasaklebad sauketeso sashualebaa, trenajorebit ufro kuntebs avitareb,,, me mgoni ert varjishze naxevar kilos vikleb, ogond martla :D:D:D

  11. m.s. says:

    vaaa, martla?!… eg agar vicodi :(
    ani aerobikas mivedzalo jobia :)
    ise chemi wona gaiyina ra da nervebi meshleba . 2 kvirashi 3 kilo davikeli daaxloebit ,cota metic .

  12. palatan13 says:

    yochag, es shedegi rac suratebze aris gamoxatuli namdvilad ar iqneba advili misagwevi. dzlieri nebisyofa gqonia. :):)

  13. m.s. says:

    tako, shen ukve shemdegi vizitc giwevs elenestan ,me rogorc maxsovs….. ara? :)
    ise, me kidev akva aerobikaze gavige tbilisshi-12 shesvla 150 lari girs da dzalian kargi efeqti aqvso.

  14. likunca says:

    ყოჩაღ თაკო, როგორც ყოველთვის თვალს ვადევნებ შენს ბლოგს..ძლაიან კარგი ნებისყოფა გავქს და წარმატებებს გისურვებ..ფოტოები კი ძალინ კარგია და ძალიან შეთხელებულხარ :D me kide aprilis shau ricxvebidan chiyvze mkurnalobs vwiyeb da tan davicav eqmis mier mocemul dietas tan vivarjisheb da imedia gamomiva :)

  15. ვაააა ყოჩაღ თაკო ასე გააგრძელე , ძალიან მაგარი გოგო ხარ ნეტავ მეც მასეთი ნების ყოფა მქონდეს …:) შედეგი აშკარად სახეზეა კიდევ ცოტაც და ნამდვილად მიაღწევ სასურველ შედეგს:*

  16. nini says:

    martlac gaqvs shedegi mec mirchia rame12 wlis var 165sm da 68 kg rogor moviqce

  17. nino says:

    aseti ra dieta daicavi momwere ra

  18. nino says:

    mec shen dgeshi var,mishvele rame torem ukve sarkeshi chaxedvac agar minda…

  19. nino says:

    yvelafers davicav ogond gavxde…
    momwere,gelodebi

  20. ニューエラ キティ ジャケット ファッション http://www.aaam0f.com/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s