გაინტერესებთ როგორ ფორმაში ხართ? როგორ გამოიყურებით?


ამ ბოლო დროს ბლოგზე შემოვდივარ, 1-2 კომენტარი მხვდება თვეში, ვპასუხობ და ისევ გავდივარ, ვიფიქრე გავაუქმებ-მეთქი, მაგრამ ამდენი პოსტი, კომენტარი და ჩემი წვალების ისტორია ასე ერთი ხელის მოსმიტ ვერ წავშალე.  ამიტომ გადავწყვიტე ცოტათი გამოვაცოცხლო ბლოგი და თან ჩემი დიეტის უკვე მეორე კვირის დასარული აღვნიშნო🙂

ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ძალიან, ძალიან საინტერესო აპლიკაცია. წონის ინდექსის ათასნაერი კალკულატორი არსებობს, მაგრამ როგორ გამოვიყურებით სინამდვილეში? როგორი იქნება ჩვენი სხეული გახდომის შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხი ვიზუალურად შეგიძლიათ მიიღოთ ამ აპლიკაციით:

Untitled Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | 12 Comments

სამოტივაციო პოსტი :) That’s your choice


ეს ის შემთხვევაა როცა პოსტს უფრო ჩემთვის ვწერ ვიდრე თქვენთვის, ვინც კიდევ კითხულობთ ჩემმს ბლოგს🙂, რადგან ძალიან მოვეშვი და ჩემი მოტივაციაც სადღაც გაქრა უგზო-უკვლოდ🙂

 

 

 

 

 

უკვე 3 თვე ხდება რაც გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში გადმოვედი საცხოვრებლად…  ახლა აღმოვაჩინე რა პატრიოტი ვყოფილვარ, როგორ მყვარებია ჩემი თბილისი🙂 ისე მენატრება ყველა და ყველაფერი, ვერც წარმოვიდგენდი… პირველი თვე იყო ძალიან რთული, ყველაფერი ახალი, გარემო, ხალხი და ახალსაც ხომ გააჩნია, აბსოლიტურად განსხვავებული იმისგან რასაც მთელი 21 წელი ვიყავი შეჩვეული :) ახლა ყველაფერს შევეგუე, ქალაქს, ხალხს, რამდენიმე მეგობარიც გავიჩინე და თან ახალ წლამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და 3 კვირით ჩამოვალ თბილისში🙂

ამ პირობებში ვარჯიშზე და დიეტაზე არც მიფიქრია, ან როდის, რა მომენტში უნდა მეფიქრა არც ვიცი… დაააააა ეს ჩემი დაკლებული კილოგრამები ხომ მოვიმატეეე და კიდევ დავამატე ალბათ 5 კილო… მოკლედ ჯამში 20 კილო მაქვს ისევ დასაკლები. სადამდე უნდა ვიმატო ასე უმოქმედოდ არ ვიცი, ამიტომ სასწრაფოდ ისევ უნდა მივხედო ჩემს წონას. დღეს ჩემს სურათებს ვათვალიერებდი და უზომოდ დამწყდა გული, რა კარგ ფორმაში ვიყავი უკვე და რამდენი მქონდა დაკლებული და წყალში ჩავყარე ყველაფერი… ცოტათი დებილს კი ვგავარ მეორე სურათზე (🙂 ) და დუტის კურტკითაც რთულია ფორმების დანახვა მაგრამ არ მაქვს უკეთესი ახალი სურათი შესადარებლად, განსხვავება კარგად ჩანს, რამხელა ვარ ახლა და რამდენი მქონდა დაკლებული რამდენიმე თვის წინ😦 Continue reading

Posted in Uncategorized | 9 Comments

I’m B a c k ! ! ! ! ! :)


ძალიან, ძალიან დიდი ხანია აღარც კი გამიხსნია ჩემი ბლოგი, დღეს უბრალოდ ვიღაცის პოსტზე ვაკეთებდი კომენტარს და შემახსენა ჩემმა ბლოგმა თავი, შემოვედი და დამხვდა ძალიან ბევრი ახალი კომენტარი და ამდენი ხნის განმავლობაში მაინც ძალიან ბევრი ვიზიტორი!!! ძალიან მიყვარხართ! You all made my day!!!🙂

ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა, პირველ რიგში ოჯახი შევქმენი და ჩემი და გეგას ურთიერთობის მე-4 წლის თავს უკვე ცოლ-ქმრად შევხვდებით🙂

მეორე რიგში საცხოვრებლად გადმოვედით გერმანიაში, Continue reading

Posted in Uncategorized | 8 Comments

დღე 61 – შედეგები + ახალი დიეტა (N6)


ჩემთვის ძალიან კარგი სიახლით მინდა პოსტი დავიწყო🙂 1 თვეზე ცოტათი მეტია, რაც “თიდანში” ვვარჯიშობ, ყოველ 2 კვირაში ერთხელ უნდა გავიზომო, რომ გავიგოთ როგორ მიდის კლების პროცესი და რა ვარჯიშებია დასამატებელი. სამშაბათის (3 აპრილის) მონაცემებით კიდევ 33 სმ. მაქვს მოკლებული. ჯამში 1 თვის მანძილზე 80 სმ. გარშემოწერილობები მომაკლდა. რაც ნიშნავს იმას, რომ შარვლები, რომლებსაც ადრე ვერ ვიცვამდი ახლა უკვე დიდი მაქვს. უკვე აშკარად ეტყობა სხეულს ვარჯიში, ფორმები დაიხვეწა, წელშიც კი გავიმართე, თავისუფლად ვიცვამ მომდგარ მაისურს ჟაკეტის გარეშე, ადრე გვერდები მეტყობოდა და აუცილებლად რამე უნდა გადამეცვა🙂 მოკლედ ზაფხულს სრულ მზადყოფნაში დავხვდები…

ვარჯიშის კიდევ ერთი პლიუსი ის არის, რომ დიეტაში “მაიმუნობის” საშუალებას გაძლევს. როცა ვიცი, რომ ვარჯიში მაქვს ვჭამ რაც ძალიან მინდება, მაგალითად ნაყინი მომინდა, ვჭამე მაგრამ ვიცი რომ ვარჯიშით ამ კალორიებსაც დავწვავ, კიდევ უფრო მეტსაც და საბოლოო ჯამში მაინც კლებაში წავალ.

რაც შეეხება ახალ დიეტას. როცა მივედი გულახდილად მოვუყევი დიეტოლოგს, რომ მთელი 2 კვირა ვარღვევდი დიეტას. ამიტომ ეს დიეტა ცოტა უფრო ნოყიერი გამიკეთა, რომ აღარ დავარღვიო, საკმაოდ ბევრს ვჭამ, მაგრამ მაინც ძალიან მომბეზრდა მუდმივად დიეტის რეჟიმში ყოფნა და უკვე ვატყობ რომ საწყისი შემართებით ვეღარ ვარ განწყობილი, მაგრამ მაინც არ ვნებდები, მგონია რომ ეს რამდენიმე დღიანი კრიზისი მალე გაივლის.

ახლა დამინიშნა დიეტა, რომელიც უნდა დავიცვა 2 კვირის განმავლობაში, აღდგომის დღეებში მაქვს უფლება ცოტა პასკა და კვერცხი ვჭამო (დიდად არ მიყვარს, მაგრამ მაინც), 16 ში უნდა გავაკეთო განტვირთვის დღე (0.5 ლ კეფირი + 1 კგ. ვაშლი), უნდა ავიწონო და დავიწყო ჩვეულებრივ რეჟიმში ჭამა, ანუ დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში აღარ უნდა ვიყო დიეტაზე. ამის შემდეგ ისევ უნდა მივიდე და ვნახავთ რა ტემპით აღიდგენს ჩემი ორგანიზმი დაკარგულ კილოგრამებს და შემდეგ რა იქნება ჯერ არ ვიცი… ან ცოტა ხანი ისევ დიეტა მომიწევს და მერე შენარჩუნება, ან უკვე შენარჩუნების რეჟიმზე და გაძლიერებულ ვარჯიშზე გადავალ.

საბოლოო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ ელენე გიორგაძის კლინიკაში მისვლით, მართალია დიეტას ვარღვევ ხოლმე, მაგრამ ვსწავლობ ბევრ წესს, რომელსაც მერე მთელი ცხოვრება დავიცავ და შეძლებისდაგვარად წონას ჯანმრთელად შევინარჩუნებ. ახლა კი ჩემი VI დიეტა:

  • 09:00 – 1 ნაჭერი ჭვავის პური + 1 ნაჭერი ყველი + 1 ც. კიტრი
  • 12:00 – 150 გ. მწვანე ლობიო, მოთუშული, მწვანილებით და ხახვით (უმარილო)
  • 15:00 – 200 გ. მოთუშული ყვავილოვანი კომბოსტო + 1ც. უმარილო ქაბაბი (200გმდე ხორცით)
  • 18:00 – 1 ც. ვაშლი + 1 ც. ფორთოხალი

დღის განმავლობაში მინიმუმ 1.5 ლიტრი წყალი

Posted in Uncategorized | 35 Comments

შედეგები – დღე 55


ვიცი ამ პოსტს ბევრი ელოდება🙂 ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები და ალბათ ამის დამსახურებაცაა რომ წერას ვაგრძელებ. ძალიან გამიჭირდა საკმარისი დროის დათმობა ბლოგისთვის, მაგრამ მთავარია მონდომება!!!🙂

დღევანდელი დღის შედეგით დაკლებული მაქვს 10 კგ. !!! (სურათები იხილეთ  პოსტის ბოლოს). როგორც დიეტოლოგმა მითხრა, ჩემი წონისათვის თვის განმავლობაში მაქსიმუმ 5 კგ. კლებაა რეკომენდირებული, მეტი უკვე სწაფ დაკლებად ითვლება, ანუ ჩემი შედეგები მიუხედავად მუდმივი დარღვევებისა ნორმებში ჯდება. დიეტას მგონი ყოველ მეორე დღეს ვარღვევ, ხან ჭამას ვტოვებ, ხან ცოტა მარილიან საკვებზე წამიცდება ხელი, მაგრამ ამის ანაზღაურებაში ვარჯიში მეხმარება. ვარჯიში საკმაოდ გამირთულდა, ახალი ვარჯიშები დამემატა და დაახლოებით 1.5 სთ ვვარჯიშობ, კვირაში 3  დღე.  ახლა გადავწყვიტე კიდევ ერთი დღე დავამატო და შაბათობითაც ვიარო, ანუ 4 დღე გამომივა. ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავ და ეს შედეგებზეც აისახება. უკვე სხეულის ფორმები დამეხვეწა, წელი დამითხელდა, მუცელი დამიპატარავდა, ჩემი მუდმივად პრობლემური გვერდები ისე ჩამოთხელდა სარკეში რომ ვიხედები საოცარი სიამაყის  და კმაყოფილების გრძნობა მიჩნდება. Continue reading

Posted in Uncategorized | 48 Comments

დღე 44 – შედეგები + დიეტა


ჩემი კლების პროცესი გეგმის მიხედვით მიდის. დიეტას მკაცრად ნამდვილად არ ვიცავ, ყველა შაბათ–კვირას ვარღვევ, მართალია შემდეგ დღეს ხილით ვაკეთებ განტვირთვას, მაგრამ მაინც დარღვევა დარღვევაა. მიუხედავად ამისა, დღევანდელი დღის მდგომარეობით 9 კგ მაქვს დაკლებული.

თუმცა კილოგრამებზე მეტად ჩემს შედეგებს დაკლებული სანტიმეტრები აჩვენებს. “თიდანში” სიარული 27 თებერვალს დავიწყე, მას შემდეგ მქონდა 8 ვარჯიში.

დასაწყისში ქალბატონმა თინიკომ (თიდანის დამფუძნებელმა და პროგრამის ავტორმა) ძირფესვიანად გამზომა🙂 კისრიდან დაწყებული კოჭებით დამთავრებული ყველაფრის გარშემოწერილობები და შესაბამისი ნორმები ჩამოვწერეთ. 6 ვარჯიშის შემდეგ გავიმეორეთ იგივე პროცედურა და შედეგები იყო მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი. ჯამში მთელ ტანზე 47 სანტიმეტრი მაქვს მოკლებული. 47!!!!!!!! ეს სანტიმეტრები ნაწილდება რა თქმა უნდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მაგრამ ყველაზე პრობლემურ ნაწილზე Continue reading

Posted in Uncategorized | 73 Comments

სასარგებლო ინფორმაციები :)


დღეს ჩემი წონაში კლების 44–ე დღეა🙂 დიდი ხანია ხომ? ადრე “სწრაფ და ეფექტურ” დიეტებს რომ ვეძებდი ეს ვადა ალბათ უსასრულობად მომეჩვენებოდა🙂 1 თვიან დიეტებს რომ ვნახულობდი, ვფიქრობდი რატომ უნდა დავიცვა 1 თვე დიეტა, როცა 1 კვირიანი დიეტებიც არსებობს, რომლებსაც იგივე ეფექტი აქვს–მეთქი. მაგრამ  იცოდეთ, გახსოვდეთ!!! არ დაუშვათ იგივე შეცდომები, რასაც მე ვუშვებდი🙂 1 კვირაში 7–8 კილოგრამის დაკლება არ არის რეალური, ასეთი სწრაფი კლება არის ორგანიზმიდან სითხის გამოდევნის და არა ცხიმების წვისა და წონაში რეალურად დაკლების ეფექტი. ასე დაკლებულ კილოგრამებს ელვის სისწრაფით დაიბრუნებთ უკან, რადგან როგორც კი ნორმალურ კვებასა და სითხის მიღებაზე გადახვალთ, ორგანიზმი დაიბრუნებს დაკარგულ სითხეს და თქვენი სასწორი უკეთეს შემთხვევაში იგივე ნიშნულზე გაჩერდება, რომლითაც დიეტა დაიწყეთ, უარეს შემთხვევაში კი ცოტა ხანში საწყის წონაზე მეტს გაჩვენებთ… თუ საბოლოოდ გადაწყვიტეთ, რომ ფორმაში უნდა ჩადგეთ, წინასწარ იცოდეთ რომ წლების მანძილზე დაგროვილ წონას 1 კვირაში ვერ ჩამოიყვანთ სასურველ მაჩვენებელზე, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ სამაგიეროდ სტაბილური და ჯანრმთელი. 

იცით თუ არა რომ 1 კგ ცხიმის დასაკლებად საჭიროა ორგანიზმს დაახლოებით 7000 კკალორიის დეფიციტი შეუქმნათ, დღიური ნორმა ქალისათვის მინიმუმ 1200 კკალორიაა, თუ გადაითვლით შეუძლებელია მოკლე ვადაში ცხიმის წვის ხარჯზე “ბევრი” კილოგრამის დაკლება. თუ მაგალითად 10 კგის დაკლება გვინდა 70’000 კკალ ის დეფიციტი უნდა შევუქმნათ ორგანიზმს. ელემენტარული არითმეტიკის დახმარებითაც აშკარა ხდება რომ 10 დღეში ან სულაც 2–3 კვირაში ეს შეუძლებელია.

სასწორზე გამოსახული წონის მაჩვენებელი არ არის თქვენი იდეალური სხეულის ერთადერთი საზომი. ალბათ გეცოდინებათ, რომ ვარჯიშის დროს იწვება ცხიმები და ვითარდება კუნთი, თუ ამ ცოდნას იმასაც დავუმატებთ, რომ ცხიმი უფრო მსუბუქია ვიდრე კუნთი მივხვდებით რომ შეიძლება ვარჯიშის დროს წონა “გაიყინოს” ან სულაც მოვიმატოთ და მაინც ვხდებოდეთ. კარგი იქნება თუ გარშემოწერილობებსაც გაიზომავთ და ასე აკონტროლებთ თქვენი სხეულის ფორმებს🙂 ამის თქმა მე თამამად შემიძლია, რადგან საკუთარ თავზე გამოვცადე… ვარჯიშის დაწყებისას ჩემი წონა ერთ ნიშნულზე გაიყინა, უფრო სწორად კლება საგრძნობლად შენელდა, მაგრამ მას შემდეგ რაც 2 კვირის ვარჯიშის შემდეგ გარშემოწერილობები გავიზომე საბოლოოდ ვირწმუნე ფიზიკური აქტივობის მაგიური ძალა🙂 შედეგები დაწვრილებით და ახალი დიეტა ელენე გიორგაძისგან იხილეთ შემდეგ პოსტში🙂

Posted in Uncategorized | 8 Comments