პირველი ნაბიჯები გახდომისაკენ


გამარჯობა🙂 მე თაკო ვარ, დიდი ხანია მინდა ბლოგის გაკეთება და  წონაში დაკლება🙂 ამიტომ გადავწყვიტე ეს 2 სურვლი  ერთად ამეხდინა და გახდომა და ბლოგის წერა ერთად დამეწყო.

სკოლის პერიოდში იდეალურ წონასთან მაქსიმუმ 5 კილოგრამი მაშორებდა. ეს სულაც არ მიმაჩნდა დიდ პრობლემად და არც ვცდილობდი დაკლებას. შემდეგ ნელ–ნელა დავიწყე მომატება. პირველ კურსზე ენდოკრინოლოგთან მივედი და როგორც აღმოჩბდა ჰორმონის ნაკლებობა მქონდა (TSH), რაც ანელებდა ყველანაერ პროცესს ჩემს ორგანიზმში, მათ შორის ნივთიერებათა ცვლას და იწვევდა წონაში მატებას (კიდევ ბევრ რამეს, მაგრამ ეს მაწუხებდა მე ყველაზე მეტად).

დავიწყე მკურნალობა და ცოტა ხანში მივატოვე, ასე განმეორდა 2 ჯერ. რა თქმა უნდა ამას მოყვა ბევრი პრობლემა და მათ შორის ზედმეტი 2 ათეული კილოგრამი🙂

ახლა ვარ 21 წლის, 167 სმ და 74.8 კგ :) საშინელება იყო როცა პირველად აღმოვაჩინე, რომ ჩემი წონის მაჩვენებლის პირველი ციფრი 7 იყო🙂

დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც წონაში დაკლების მსურველტა უმრავლეოსობა უშვებს. დავიწყე დიეტების ძებნა, რომლებიც “მარტივად და სწრაფად”  დამაკლებინებდა წონაში. 

ასეთი დიეტების მომწოდებელი უამრავი საიტია ინტერნეტსივრცეში, შესაბამისად არჩევანიც დიდია.  თითოეულ საიტს ყავს მომხმარებელთა არმია, რომლებიც წერენ, რომ ამ დიეტით დაიკლეს 20 კილო იმ დიეტით 40 და სხვებსაც ურჩევენ, მიბაძონ მათ მაგალითის.  ქართველ მომხმარებელთა შორის 2 დიეტაა ყველაზე პოპულარული (ეს ჩემი სუბიექტური სტატისტიკაა) – უგულავას დიეტა და ქულების ანუ “კრემლის” დიეტა.  რა გავაკეთე მე? :)) ვცადე ორივე.  შედეგი იყო, თუმცა რამდენიმედღიანი შესვენებაც საკმარისი აღმოჩნდა ჩემი დაკლებული კილოგრამების დასაბრუნებლად და კიდევ დამატებით კილოგრამის მოსამატებლად. ამ დიეტების განხილვას მოგვიანებით ვაპირებ სხვა პოსტებში. დამიჯერეთ, ნამდვილად საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით და კარგი იქნება თუ წაიკითხავთ.

და ბოლოს… ამდენი შეცდომის შემდეგ გადავიწყვიტე სწორ გზაზე დავმდგარიყავი. ხელფასის აღების დღესვე დავრეკე ელენე გიორგაძის კლინიკაში და ჩავეწერე მიღებაზე.  ეს იყო პირველი ყველაზე სწორი და დიდი ნაბიჯი ჩემი დიადი მიზნის, 58 კილოგრამისაკენ. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ დიეტოლოგთან მისვლა და მისი დანიშნული დიეტის დაცვა დიდ ხარჯებს უკავშირდება, მაგრამ მინდა გითხრათ ჩემი მოლოდინი სასიამოვნოდ არ გამართლდა.

შემდეგ პოსტებში დაწვრილებით გაგაცნობთ თითოეული ვიზიტის ხარჯებს; ანალიზებს, რომლებიც საჭიროა დაავადება “ჭარბი წონის” მკურნალობის დაწყების წინ; დიეტას, რომელიც დამინიშნა ქალბატონმა ელენემ და რაც მთავარია შედეგებს (როგორც კილოგრამებში გამოხატულს ასევე before & after სურათებს🙂 )

ანალიზები 3 თებერვალს ავიღე, პირველადი დიეტა 5 თებევრლიდან დავიწყე და შემდეგი ვიზიტი 13 თებერვალს მაქვს. შემდეგ პოსტებში ვიწყებ დაწვრილებით ინფორმაციის გაზიარებას🙂 მისურვეთ წარმატებები, იკითხეთ ბლოგი და გამამხნევეთ🙂

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

30 Responses to პირველი ნაბიჯები გახდომისაკენ

  1. Dfgfff says:

    Warmatebebi :))) just do it😉

  2. 99dge says:

    წარმატებები🙂

  3. გუდლაქები. სკოლის პეროდმა დამაფიქრა🙂

  4. iako says:

    ეჰ მეც ესე ვიქყებ მგონი როგორც თქვენ.მე12 კლასში ვარ და 70 კილო.სიმაღლეში 170. ძაან მაწუხებს უკვე დეპრესია მემართება და მერე უფრო მეტს ვჭააამ :(( რა ვქნაა აღარ ვიცი უკვეე. დიეტას ვერ ვაკეთეებ.1 დღე და მერე ვეღარ ვაგრძელებ.ქუჩაში გასვლაც აღარ მინდა.ტანსაცმლის მაღაზიებში სიარულზე რომ არაფერი ვთქვა. ვინმე მჭირსება ისეთი ვინც მაკონტროლებს.ან საჭმელი რომ არ მქონდესსს საერთოდ.ამის გარეშე ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ცუუუდად ვარ.შენ კი წარმატებებს გისურვებ.ძალიან კარგი ბლოგია🙂

    • იაკო პირველ რიგში დიდი მადლობა🙂 მეორე რიგში დიეტის პირველი 3 დღე არის ძალიან რთული. თვითონ დიეტოლოგიც გეუბნება, რომ პირველი სამი დღის განმავლობაში იქნები ძალიან ცუდ ხასიათზე და შეგაწუხებს შიმშილის გრძნობა, მაგრამ თუ ამ კრიზისულ დღეებს გადალახავ, მერე ძალიან ცოტა ჭამაც გაკმაყოფილებს იმიტომ, რომ კუჭი უბრუნდება ნორმალურ ზომას. ცოტა ნებისყოფა და ძალისხმევა გჭირდება, 3 დღე გაუძელი და მერე გაგიადვილდება. მითუმეტეს შენი სიმაღლის და წონის შეფარდება ისეთი საგანგაშო ნამვდილად არაა, რომ დეპრესია დაგემართოს…

  5. khatia says:

    didi madloba aseti vrceli informaciisatvis,carmatebebs gisurveb.magram erti kitxva gamichnda; vicnob adamianebs romeltac dietologtan vizitis shemdegac moimates da chemi azrit yvelaze mnishvelovania scori kveba .anu mec exla ert ert dietaze var da ise menatreba iseti uwyinari da dabalkaloriuli produqtebi rogoricaa vashli, maconi,xacho,kefiri rom erti suli maq rodis davamtavreb am dietas,mgoni kidec shevwyvet.sheni statiis shemdeg….damafiqre madlobaa

    • ეხლა წაიკითხე ბოლო პოსტი, დიეტის შემდეგ რა და როგორ იქნება ეგეც მიწერია, თან ამ დიეტაში ცოცხალი პროდუქტები აუცილებელია, ხილიც და ბოსტნეულიც, დღეს ისე გემრიელად ვჭამე ფორთოხალიც, ვაშლიც, უგემრიელესი კომბოსტოს და სტაფილოს სალათი რომ აიიი ვერ გეტყვი :)) დიდი მადლობა, რომ კითხულობ ჩემ ბლოგს🙂

  6. თიკაჩკა says:

    ჩემს ამბავს მოგიყვებით. 1 თვე 6 ის მერე არ ვჩამდი და არც ცომეულობას ვჩამდი და 5 კილო დავიკელი. მერე ძალიან მომინდა სამელი და 4 დღის განმავლობასჰი ვჩამდი და ვცამდი სჰემდეგ 2 კვირა რაგაც დიეტაზე დავდეკი მარტლა დზან გავხდი მერე ისევ მომინდა ჩამა და მიყოლებით გუსჰინდელ დგემდე ვცჰამდი 3 დღის განმავლობასი. ვიამე ისე გავსუკდი რომ აი მართა მაგარ დეპრესიააში ჩავვარდი. დგეიდან ისევ დავიწყე და ააგარასოდეს აგარ დავარგვევ. როცა დიეტაზე ვარ და 6ის მერე არ ცამ 59-60 კილო ვარ და როცა დიეტაზე არ ვარ 65 კილო ვარ. მე ვარ 16 წლის და სიმაგლე 169 . ძალიან მინდა რომ 50 კილო ვიყო აი ჩემი ოცნებაა(((((( და მე ამას შევძლებ. როცა 50 კილო ვიქნები კიდევ დავწერ აქ )) მადლობთ)) და შენ კიდე დზალი ან მაგარი ბლოგი გააკ აბა შენ იცი წარმატებებიი :*:*:*:*:*:*:*:*:*:*

  7. ga20ebuli says:

    წარმატებებიიი… მე მაგალითად 10-12 კგ დავიკელი 2 თვეზე ცოტა მეტში და ეს ყველაპერი მოვახერხე დიეტითა და ჩემი ყოფილი ბიჭის თანადგომით, ის რომ არ ყოფილიყო ეხლა ისევ 78 კგ ვიქნებოდი, მისი წყალობით და ჩემი ნებისყოფით კი ეხლა 66 კგ ვარ და სიმაღლეში 176-177 სმ. წარმატებებს გისურვებ და თუ რაღაცას გულით მოინდომებ აუცილებლად მიაღწევ :**

  8. კვენტინ ტარანტინო says:

    ვახ მეგობარმა დააშეარა კედელზე და აქ აღმოვჩნდი🙂
    დიდი ენთუზიამი იგრძნობა დასაწყისიდანვე ოღონდ ეგ ენთუზიაზმი უნდა “ჩაინიშნო” ან “ჩაიწერო” და მოძებნო მაშინვე როგორც კი ცოტათი მაინც დაარღვევ დიეტას.
    მე ვერ ჩავჯექი გრაფიკში რომ მოვიმატო,ზაფხულამდე თუ მოვიმატე 5 კგ იქნებ ზაფხულში ამაზე მეტად არ მოვიკლო :**** ჭამის დრო მავიწყდება და შიმშილის გრძნობას სამუშაოზე საერთოდ ვერ ვგრძნობ…ძნელია უფროსობა🙂

    • ისე სამსახურში როცა ვარ მეც ძალიან ადვილად ვიცავ დიეტას, საათების მიხედვით მახსენდება რომ ახლა უნდა ვჭამო, შიმშილი არც მაწუხებს… პრობლემა სახლში როცა ვარ ან სადმე მეგობრებთან ერთად მაშინ არის… გემრიელობებს რომ ვუყურებ თავის შეკავება ცოტათი მიჭირსსს :$$$ :))

  9. me simagleshi 175 var da 75 kilo ,magram dietaze ar majenen,mozardi xar da ar sheidzlebao,arada varjishi magra mezareba😦

    • franguli standartit 10 kg gaq dasaklebi, magram me franguli standarti ar miyvars, xorciani qalebi ufro mimzidvelebi arian chemi azrit :D:D:D chemi standartebit sadgac 2-3 kg unda daiklo rac shegidzlia suuul cota varjishit, dgeshi 15 wt ro waivarjisho da sagamos ar chamo masec daiklo,,,, mtavaria moindomo :**

  10. NINA says:

    WOW… warmatebebiiii

  11. salome says:

    gamarjoba axlaxans Sevityve sheni blogis shesaxeb… zalian momwons da warmatebebs gisurveb ggulshematkivrob dzalian :))) ugulavas dieta axsene arc tu ise kargad😀 da dzalian shemashine meore dghea vicav da dzalian momwons aseti shemartebit jer ar vyopilvar… tu shegidzlia rom minusebze mesaubro ratom ar mogwons :)))))) madlob winaswar shen ici warmatebebs da bevri kilogramis daklebas gisurveb!!

  12. nini says:

    me 12 wlis var dzalian minda daviklo magram ar gamomdis dieeta pirvelad daviwke 2 kvira vagrdzelebdi magram exla dzveleburad isev mivirtmev kaloriul magal kaloriul sakvebs mirchie rame . tqveni blogi dzalian momewona momewona is rom didi shemartebit xaRT GANWYOBILI me simagleshi var 175 da 68 kg rogor daviklo martivad varjishi ar mezareba gtxovt mitxrat ra da rogor gavaketo winaswar madloba da gisurveb warmatebebs

  13. მეც ელენე გიორგაძესთან დავდივარ🙂 და მეც ბლოგზე ვწერ ჩემს შდეგებს და რატომღაც მეგონა ერთადერთი ვიყავი :

  14. daviti says:

    me davdiodi dz magar dietologtan,2 tve viare da 20 kiloc davikeli,shemdeg sheveshvi da ori imdeni movimate,axla 136 kilo viyavi,4 dgea da ukve 130 kilo var,1-el seqtembers as kiloze unda chamovide da rogor?amistvis sachiroa 2 jeradi varjishi,dilit da sagamoti,dilit minimum 2 km unda irbinot da tbilad chaicvat,radgan ofli gamovides sxeulidan,garda amisa sachiroa daliot chai fito chai shard mdeni,me wyali chait shevcvale,rac sheexeba sakvebs,miiget ucximo,umarilo,ushaqro da moeridet comeulebs.sagamos ki 4 k.m irbinet da fitnes klubshi ivarjishet sxvadasxva trenajorebze,damijeret,amaze magari dieta araferia.tu vismes daainteresebs chemi varjishis shedegi sheudzlia facebookis gverdze momweros.daviti furtseladze.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s