პირველი ვიზიტი დიეტოლოგთან


ელენე გიორგაძე როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, რამდენიმე დიეტა გამოვცადე საკუთარ თავზე, თუმცა მოკლევადიანი შედეგებით. იმდენი პოსტი, სტატია თუ შრომა წავიკითხე გახდომაზე ალბატ საკუთარი ნაშრომის დაწერაც არ გამიჭირდება🙂. ვკითხულობდი, რომ სწრაფად დაკლებული კილოგრამები სწარაფდვე გვიბრუნდება უკან და დიეტა არა მოკლევადიანი მენის შეზღუდვა, არამედ ცხოვრების წესი უნდა იყოს. მაგრამ სამწუხაროდ რთულია უარი თქვა გემრიელ, შეჩვეულ და ასე “სწრაფადდამნაყრებელ” ცარიელ კალორიებზე. სამსახურში შესვენება 1 სთ მაქვს, როგორც წესი “პოპულში” ან “იოლში” ჩარბენას და რაიმე “ცომიანის” ყიდვას ვასწრებდი, მაქსიმუმ მაიონეზიანი სალათის. საღამოს კი გემრიელად ვვახშმობდი.  ფიზიკურ აქტივობას რაც შეეხება, მხოლოდ დილით სახლიდან გაჩერებაზე ჩასვლით და უკან დაბრუნებით შემოვიფარგლები. სამსახურში მთელი დღე ვზივარ, არ ვვარჯიშობ, არ ვცურავ, არ ვცეკვავ და ა.შ.😦

ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ ჩემი გახდომის საქმეში პროფესიონალი უნდა ჩართულიყო🙂  მივაკითხე ქალბატონი ელენე გიორგაძეს.

ელენე გიორგაძილს კლინიკა მე–8 საავადმყოფოს ბოლო სართულზე იყო, თუმცა ახლა ლუბლიანას ქუჩაზე გადავიდნენ. წინასწარ ვიკითხე ერთი ვიზიტი დაახლოებით რა ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული და მითხრეს, რომ 350 ლარში ჩავეტეოდი.

სანამ უშუალოდ ქალბატონ ელენესთან შევიდოდი გამესაუბრა მისი ასისტენტი – შოთა, რომელსაც ახლა დღეში ალბათ მინიმუმ 5–ჯერ ვურეკავ🙂. მან გამომკითხა თუ რამდენი ხანია მაწუხებს ჭარბი წონა, ვუკავშირებ თუ არა რამეს წონის მომატებას, მაქვს თუ არა სხვა რაიმე ჩივილები, სისხლის ჯგუფი და ა.შ.

შემდეგ შევედი ქალბატონ ელენესთან. გადახედა თუ არა ჩემს მიერ დაცულ დიეტების სიას “მუშტით” დამემუქრა🙂 თურმე ამ დიეტებს უამრავი დარღვევის გამოწვევა შეუძლიათ ორგანიზმში. უგულავას დიეტა პირველ რიგში ღვიძლს ვნებს და ამიტომ ღვიძლის ფუნქციაც კი გავიკეთე… მოკლედ დამინიშნა 7 სახის ანალიზი:

  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია
  • მუცლის ღრუს ექოსკოპია
  • ჰორმონალური დარღვევები (ჩემი ჩიყვის პორბლემების გამო)
  • შაქარი
  • კალციუმი
  • სისხლის საერთო
  • ღვიძლის ფუნქცია

ექოსკოპიების შედეგები მაშინვე იყო, ფარისებრი ნორმაშია, ხოლო ღვიძლი ცოტათი გადიდებული და ესეც ჩემი შერჩეული დიეტების დამსახურებით.

პირველი ვიზიტის სრული ღირებულება იყო 250 ლარი. 50 ლარი არის კონსულტაცია. ხოლო 200 ლარი შვიდივე ანალიზი ღირს ერთად.  250 ლარი ერთ დღეში ნამდვილად არ არის ცოტა თანხა, მაგრამ ანალიზები ყველგან ძალიან ძვირი ღირს. მე ანალიზების ამხელა სია რომ დავინახე უფრო მეტს ველოდი და 200–მა ლარმა საკმაოდ გამაოცა. გარდა ამისა, თუ თქვენ დაზღვევა გაქვთ, სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს ანალიზების ხარჯებს.

შემდეგი ვიზიტი მაქვს 13 თებერვალს, გავიგებ ჩემი ანალიზების პასუხებს და დამინიშნავენ ზუსტად ჩემს ორგანიზმზე და ცხოვრების სტილზე მორგებულ დიეტას.  იქამდე კი 10 დღის (3 თებერვლიდან 13 თებერვლამდე) განმავლობაში უნდა დავიცვა ორგანიზმის მოსამზადებელი დიეტა, რომელსაც შემდეგ პოსტში იხილავთ🙂

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

29 Responses to პირველი ვიზიტი დიეტოლოგთან

  1. Katerrina Sh says:

    me piradad 500 lari damijda pirveli konsultacia…
    da amas garda gvidzls rac sheexeba isert qveyanashi vcxovrobt, rom yvelas aqvs gvidzli an nagveli met-naklebad gadidebuli…
    elenes sietis shenarchunebac iseve rtulia rogorc sxvisi. me 14is viyavi pirvelad rom mivedi da vici eg ambavi. :)))

  2. tamuna says:

    me exla var 75 kilo,173,meore dgea rac davicye iaponuri dieta..da tan vvarjishob ,da vsvvm vitaminebs..dges dilit rom gavigvidze ukve vigrdzeni shedegi,tumca sascori saxshi ar makvs da yoveldgiurad aconvas ver vaxerxeb.zalian patara vikavi rodesac elene giorgadzestan mivedi da maxsovs 3 kviriani dieta daminishna pirvelad,da davikeli 6_7 kilo,da chveulebrivad gavagrdzele mere chama,da zustad imdenive xanshi movimate ramden xanshic sxva dietebze vimatebdi xolme..clebia ar gamiketebia dietaa,da ukve es zedmeti 10 kilo conashi makvs gadasuli,da axla vcdilob rom davibruno lamazi pormebi..ert mshvenier dgeasac gavmcardi da gadavcyvite rom droa cxovrebis stili shevicvalo,da yovel sagamos imaze ar vipikro dges chinurshi vchamo tu ubralod sadme kafeshi..pirveli rac gavakete es iko cxviris operacia.narkozis shemdeg roca ukve movgonierdi davicye varjishi da dietaa..gaxdomis mere gegmashi makvs tuchebis gaketebaa ,da masajii..mizezi tu ratom gadavcyvite radikaluri cvlilebebi pirad cxovrebas ukvashirdeba da es madzlevs zalian did stimuls rom kargad gamoviyurebode!turme stimulacia yopila is rac yopila!chems shemtxvevashi es bijia,romelic 6 celia chemi bijia,da romelic exlac zallian mikvars.ubralod moxdaa ragaceebi ris gamoc ertad agar vart,me kidev 8shi vici rom vnaxav universtetshi sadac shejibri imarteba..

    • თამუნააა, შენ ძალიან სერიოზული ცვლილებებზე წასვლა გადაგიწყვეტია, წარმატებებს გისურვებ, წონის დაკლება და ლამაზი ფორმები მხოლოდ გარეგნობას არ უკავშირდება, აქ ჯანმრთელობაც უდუდეს როლს თამაშობს… ზედმეტი ცხიმი ორგანიზმში ბევრი დაავადების უმთავრესი წყაროა… მაგრამ რაც შეეხება პლასტიკურ ოპერაციებს, ეს ისეთი ნაბიჯია რომელიც ბიჭის გამო კი არ უნდა გადადგა, ეს შენ უნდა გინდოდეს მე ასე მგონია… საკუთარ გარეგნობაში რამის შეცვლა იმის გამო, რომ იმას მოეწონო არ ღირს… შენ ხომ გიყვარს, მას ტუჩები დიდი ექნება თუ პატარა ეს შენთვის ცვლის რამეს? მისთვისაც არ უნდა ცვლიდეს… რა თქმა უნდა ყველა მამაკაცს უნდა გვერდით ლამაზი ქალი ყავდეს, მაგრამ თუ კი ის მხოლოდ იმიტომ დაგიბრუნდება რომ შენ ცხვირი დაიპატარავე და ტუჩები გაიდიდე, დამიჯერე არც ღირს მისი დაბრუნება… არ ვიცი, შეიძლება ეს შენი პირადი ცხოვრებაა და მე არც უნდა ვერეოდე, მაგრამ საკუთარ მაგალითზე გეტყვი, რომ გვერდით მყავს ადამიანი, რომელსაც მე +/– 10 კილოთიც ძალიან ვუყვარვარ… რა თქმა უნდა მასაც უხარია რომ მე უკეთეს ფორმაში ვარ, მაგრამ თუ ჩემთან ყოფნას არ გადაწყვეტს ეს იმის გამო არ მოხდება რომ ჩემს გარეგნობაში რამე არ მოწონს…

  3. NINA says:

    vaime exla var ugulavas dietazee:D

  4. lanka says:

    mogesalmebiT yvelas! cxovrebashi pirvelad gadavwyvite dameposta chems wonastan da saertod dietastan dakavshirebit. var sashinlad unebisyopo adamiani, romelsac dzalian uyvars chama amavdroulad:) amitom bavshvis gachenis shemdeg chemi mdgomareoba kritikuli gaxda (wonas vgulisxmob ratqmaunda) viyavi 60 kilo, sakmaod magali var da es chemi idealuri wonaa, orsulobis periodshi movimate 30 kilo da ager ukve mesame welia amaod vcdilob dzveli formebis dabrunebas. sad agar viyavi, auzi trenajorebi masajebi, magram shedegi ver mivige imis gamo rom chamaze uari ver vtqvi. dges ki dieta.ge ze vnaxe dieta, romlis dawyebasac xvalidan vapireb, vnaxot ra gamomiva, tan cekvaze davdivar ukve 2 kviraaa. didi imedimaqvs rom tavs xelshi aviyvan… warmatebebi yvelas chemo kargebo. vfiqrob mtavari nebisyofaa, ai iq, tvinshi ro gadawyvet , ro shen unda daiklo yvelaferi kargad wava.

    • Lana says:

      vaime uceb chemi dacerili megona ise gavs chems situacias.. magram mere trenajorebi da masajorebio da mivxvdi, rom sxvis posts vkitxulob.. 180var simagleshi, bavshvis gachenamde chemi idealuri cona iyo 60-65kg.. 30 kilo movimate orsulobisas da vegar damiklia ukve 4 clamde gavida.. mec zalian miyvars chama.. ra movuxerxo chems tavs ar vici mazgar kuchze mezizgeba chemi tavi da gadavcyvet me2 dgisit dietze dajdomas, magram vdgebi tu ara dilit carieli mucelis chyrials vegar vuzleb.. sheizleba vchamo salata, an kitri an rame msubuqi magram titqos mainc sicarielis shegrzneba maqvs…mshia erti sityvit.. amboben pirveli kviraa yvelaze rtulio da mere advilad nayrdebio… rogor unda gavzlo 1 kvira roca sachmlis danaxvaze makankalebs… minda psiqologiurad movemzado.. anu gavatvitcnobiero rogor sheizleba momshivdes da ras unda gavuzlo… tkbili rogor sheizleba momindes da ar shevchamo.. am dros ras aketebt xolme????😦

      • რომ იცოდეთ რა კარგად მესმის თქვენი, მეც ძალიან მიყვარს ჭამა, სუსნაობა, ტკბილეულიც და ცომეულიც, თან სახლში საღამოობით მივდივარ და ძალიან ძნელია თავის შეკავება რო არ ვჭამო ხოლმე, მაგრამ ეს მართლა ფსიქოლოგიური მომენტია, უნდა მოერიო საკუთარ თავს და სურვილებს, ამისთვის რამე გამზადებული რეცეპტი რომ არსებობდეს აქამდე ჭარბი წონის პრობლემა მსოფლიოში გადაჭრილი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი საკუთარი მეთოდი უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავუმკლავდეთ შიმშილს… ოღონდ ერთ დღეს თუ გადალახე არ ნიშნავს რომ ხვალაც გამოგივა, შენი საერთოდ დამოკიდებულება უნდა შეცვალო ჭამის მიმართ, ჭამ იმიტომ რომ საჭირო ნივთიერებები მიაწოდო ორგანიზმს და მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტი მიიღო და არა იმისთვის რომ “გაძღე”. ძალიან ძნელია, მაგრამ არაფერს არ აქ შედეგი კვების შეზღუდვის გარეშე,,,,😦

  5. natia says:

    var 1.73 da 62 kilo mind a 5 kilos dakleba d a damaklebinebs elene tu ici t?

  6. ქერა says:

    პირველ რიგში,გილოცავვ და წარმატებებს გისურვებ. მართლა ძალიან მონდომებული ხარ და აუცილებლად გამოგივა ყველაფერი.
    იცი რა მაინტერესებს? ეს ანალიზები ყველა მაქვს გაკეთებული 1 თვის წინ ჟორდანიას კლინიკაში და გამომადგება აქ თუ აქ ისევ თავიდან ამაღებინებენ?

  7. ქერა says:

    და სადაზღვეო რომლები რამდენ %-ს ანაზღაურებენ ელენე გიორგაძის კლინიკაში? მე ვარ დაზღვეული ჯიპიაი-ში.

  8. Vika says:

    Gamarjoba mixaria rom aset shedegs miagtsie, Mec gadavtsyvite Elene giorgadzestan misvla damakvaliane ra,farisebri jirkvlis problema maqvs mec, iqneb sakontaqto telefoni datsero da misanarti:) sad unda mivide madloba tsinastsar

  9. TAMUNA says:

    TAKO -2-e jgupis dadebiti sisxli gakvs ? gmadlobt cinastar

  10. anita says:

    3 wlis win dedachemi iyo tqvens dietaze. gamokvleva 150 lari daujda, 110 kg iyo da 3 tveshi 70 kg-mde chamovida tumca shenarchunebis periodi ar daicva da ramdenic dietamde ar uchamia dietis mere chama da saswrafo wesit avida isev 110 kg-mde. :))))))) exla vgegmavdi tqventan mosvlas magram 250 lari ar momewona :(((

    • ჩემს დიეტაზე ვერ იქნებოდა :)) სავარაუდოდ ელენესთან დადიოდა, სამწუხაროდ ასეა, შესანარჩუნებელი პერიოდის გარეშე და შემდეგ კვების ჩვეული რეჟიმით გაგრძელების შემთხვევაში დაკლებული კილოგრამები უკან ბრუნდება, ეს ბუნებრივი პროცესია, სამწუხაროდ ჭარბი წონა ისეთი პრობლემაა რომელსაც ერთხელ ვერ მოაგვარებ, მითუმეტეს თუ მიდრეკილება გაქვს, მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა იზრუნო ფორმის შენარჩუნებაზე

  11. anuki says:

    gamarjoba. wina dgit davreke qalbatoni elenes klinikashi da chavewere 11 martistvis konsultaciaze. var 163 sm da daaxloebit 78 kilogrami. wonashi momateba zustad 3 wlis win daviwye. manam 58 kilogrami viyavi. imedia elene damexmareba da ertad shevzlebt zedmet kilogramebtan gamomshvidobebas.

    • gamarjoba🙂 pirveli nabiji ukve gadagidgams, titqmis chemnaeradxar zustad, me var 165 sm da viyavi 79 ro mivedi da 58ze mindoda chamosvla🙂 65ze chamovedi 2 tveshi da mere ragac mizezebis gamo vegar gavagrdzele, exla 1 kviraa rac tavidan daviwye da didi imedebi maq🙂
      warmatebebi, momwere olme ras izam🙂

  12. mariami says:

    dzalian gtxovt momweret aris tu ara normaluri is rom 2 kviraze metia kleba shecherebuli maqvs dietaze var magram gramsac ver vikleb da arc vimteb , risi brali sheidzleba iyos da aris tu ara es procesi normaluri .. madlobt winaswar

    • tu varjishob shesadzlebelia imitom rom kuntis masa imatebs da cximi iwveba, kunti cximze ufro mdzimea da wonaze sheidzleba ar aisaxos, awonvis droebsac gaachnia, dilit aiwone sul da is shedegebi sheadare ertmanets. wonaze ufro sando am shemtxvevashi santimetrebia, iyide santimetri da garshemowerilobebi gaizome da sheadare, dainaxav rom namdvilad gaqvs shedegi🙂

  13. mariami says:

    ki welis shedegebit moklebuli var magram wonas rom ver vxedav daklebuls moqmedebs dzalian😀 dilit viwonebii yoveltviis .. varjishit jer ar vvarjishob , madlobt

    • წონაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს სითხე, შეიძლება 1-მა ჭიქა წყალმა 1 კილოგრამიანი სხვაობა გიჩვენოს სასწორზე, არ დანებდე, თუ სანტიმეტრები იკლებს ესეიგი ყველაფერი კარგადაა🙂

  14. anuki says:

    rogor xart? dges vikavi qalbaton elenestan konsultaciaze.. sakmaod bevri analizebic chavabare da exla veli pasuxebs.. sasworze ro shevdeqi zapxulis shemdeg 10 kilo sxvaoba machvena da 82 kg daewera.. megona mechveneba tko.. mere mitxres rom daaxloebit 6 tve damchirdeba idealur wonaze ro davide. rame meshveleba neta?

    • anuki simagle? xo mec igive reaqcia mqonda da magito gaviqeci egreve :))) tu moindomeb geshveleba kiara imaze magari shedegi geqneba vidre eli🙂 me me2 tvis bolos ukve imdenad shesamchnevi shedegi mqonda ro yvela meubneboda ro chamodnio😀 shegidzlia suratebic naxo postebshi🙂

  15. anuki says:

    simagle 163 sm. ukve me8 dgea rac dietaze var.. gushin shemicvala da dges axali dieta daviwke. ert kvirashi 2.5 kilogrami davikeli da imedi makvs ase gavagrzeleb.. jer-jerobit ar michirs, mxolod 1 saati fexit siaruli ver shevzeli da dges vapireb egec gamovasworo

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s