ორგანიზმის მოსამზადებელი დიეტა


როგორც უკვე დაგპირდით, ამ პოსტში დავწერ დიეტას, რომელიც დამინიშნა ელენე გიორგაძემ პირველი 10 დღის განმავლობაში, რათა ორგანიზმი მოვამზადო დასაკლებად🙂

სანამ უშუალოდ დიეტაზე გადავალ, მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვინც ჩემ ბლოგს კითხულობთ. ჯერ მესამე დღეა რაც წერა დავიწყე და 137 ვიზიტორი მყავდა უკვე, ეს იმაზე უფრო სასიხარულო და სასიამოვნო ყოფილა ვიდრე ველოდი🙂

ახლა კი შეპირებული დიეტა. ეს დიეტა არ არის მარტივი, საჭმელს ვიღებთ საკმარისზე მეტს, მაგრამ ყველაფერი უმარილო და უშაქრო საკმაოდ რთული შესაგუებელი აღმოჩნდა. დიეტა ორიენტირებულია იმაზე, რომ შევეჩვიოთ საათების მიხედვით ჭამას, რაც მე წარმოუდგენელი მეგონა ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე (10–დან 7–მდე ვმუშაობ), მაგრამ თურმე ძალიან მარტივი ყოფილა🙂. რაც მთავარია ექიმი გეკითხება თუ რა გრაფიკი გაქვს და ამის მიხედვით ადგენს შენს კვების გეგმას.

რაც შეეხება დიეტის ბიუჯეტს,  ხილს წონით იყიდით, სალათის ფოთლებიც ძალიან იაფია. ხორცი, იოგურტი და ხაჭო დიეტის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტებია🙂. ჩამონათვალში ნახავთ რა დაგჭირდებათ 10 დღის განმავლობაში დიეტის დასაცავად, ამასთან გვერდით ჩამოვწერე თითოეული კომპონენტისმაქსიმალური ხარჯი , ყველაზე ძვირად რომ იყიდოთ ყველაფერი 10 დღეში 70 ლარზე მეტი არ დაგეხარჯებათ, თუმცა მე მგონი 50 ლარში ჩავეტიე🙂

  • ქათმის ფილე 2 კგ. – 20 ლარი
  • ხილი ყველაფერი ერთად – 15 ლარი
  • სალათის ფოთლები – 5 ლარი
  • ხაჭო – 20 ლარი
  • იოგურტი – 10 ლარი

სულ: 70 ლარი

ახლა კი უშუალოდ დიეტა, რომელსაც უნდა დავიცვა 10 დღის განმავლობაში.

დიეტა:

  • 08:30 – 200 გ. უცხიმო ხაჭო (0%) – ყველა დიდ სუპერმარკეტში იყიდება
  • 12:00 – 1 ვაშლი + 1 მანდარინი + 1 ფორთოხალი ან კივი
  • 14:30 – სალათის ფოთლების სალათი (1 კონა სალათის ფოთლებს დავასხამთ 1 ს/კ ზეთს, 1 ლიმნის წვენს. თუ მოგწონთ, შეგიძლიათ ცოტა ძმარი, ხახვი და მწვანილებიც კი დაამატოთ . გავყოფთ შუაზე, ნახევარს ვჭამთ ამ დროს და ნახევარს საღამოს) +   200 გ.  მოხარშული ხორცი ან ქათმის ან საქონლის ან თევზი
  • 17:00 – 18:00  200–250 გ. იოგურტი (0.1 – 0.3 %)
  • 20:00 – სალათის ფოთლების სალათის ნახევარი + 1 ვაშლი + 1 ფორთოხალი ან კივი

1.5 ლიტრი სითხე დღის განმავლობაში, უშაქრო ყავა და ჩაი შეიძლება.

დღის განმავლობაშ ჭამა მიწევს 5–ჯერ, ამიტომ შიმშილის გრძნობა საერთოდ არ მაწუხებს, უბრალოდ მენატრება გემრიელი საჭმელი, მარილიანი, შემწვარი და ა.შ.  გარდა ამისა, ვსვამ ბევრ წყალს, რაც მადას აქვეითებს და ამავდროულად წმენდს ორგანიზმს.  უფრო მეტიც, მე დილით 100 გ. ხაჭოს ვჭამ (200ს ვერ ვჭამ ფიზიკურად🙂 ) და ქათმის ხორცსაც ვაკლებ ცოტას, ესეც ვკითხე ექიმს და მითხრა, რომ მთავარია საათია არ გამოვტოვო და პორციის შემცირება შესაძლებელია.

დღეს დილით ავიწონე და ვარ 73.2 კგ, რაც ძალიან კარგი შედეგია. მეშვიდე დღეა და საწყისი წონიდან 3.3 კგ დავიკელი, თუმცა ჯერ კიდევ 15 კგ. მაშორებს ჩემ სასურველ 58 კგს😦

როგორც წინა პოსტებში აღვნიშნე, დიეტოლოგთან შემდეგი ვიზიტი 13 თებერვალს უნდა მქონოდა, მაგრამ სამსახურიდან გათავისუფლება ვერ მოვახერხე, ბევრი შეხვედრა დაემთხვა ამ დღეს, 14 ში ძალინ მნიშვნელოვანი დღეა (არა მარტო იმიტომ, რომ სიყვარულის დღეა🙂 ) და ვერ მოვახერხებდი 2–3 სთით გასვლას და ამიტომ ვარჩიე, რომ დღეს წავსულიყავი.  1–2 სთში გავალ და ანალიზების პასუხებსაც გავიგებ და დიეტასაც რომელსაც დამინიშნავენ.

თუ ისევ გამახარებთ ბევრი ვიზიტით და ჩემი ბლოგის კითხვით, გავაგრძელებ ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას. შემდეგ პოსტში ჩემი სურათები უნდა დავდო, როგორ გამოვიყურებოდი 60 კგ, მერე ცოტა მეტი, მერე ცოტა მეტი და როგორ გამოვიყურები ახლა :)))

Once again, wish me good luck🙂

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

23 Responses to ორგანიზმის მოსამზადებელი დიეტა

  1. mao says:

    წარმატებები 58 კილოგრამისკენ🙂

  2. დიდი მადლობა მაო🙂

  3. kekuchiki says:

    dzalian momwons rom ese dawvrilebit gviziareb, me aucileblad viqnebi sheni stumari, tvalyurs gadevneb, warmatebebs gisrveb mteli gulit!! :** shens fotoebs velodebi rogorc axlandels aseve dzalian male wonashi daklebulsac:)

    • abot me – ში დავდე რამდენიმე ფოტო, ოღონდ 2 ძველი🙂 ახლებს დავდებ დღეს და მერე 5 დღეში ერთხელ პროგრესი რომ ჩანდეს🙂 დიდი მადლობა, რომ კითხულობ ჩემ ბლოგს

  4. Nuka says:

    შენს წამოწყებაზე მხოლოდ ერთი რამის თმა შემიდზლია – ყოჩაღ!:) წარმატებას გისურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შემართებით აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგს.
    მე ზუსტად შენი სიმაღლის ვარ და ზუსტად ამდენივეს ვიწონი… შენსავით ბევრი დიეტა მოვსინჯე, ზოგმა მომცა სასურველი შედეგი და ზოგმა არა… ახლაც მორიგ დიეტას ვეძებდი როცა შენს ბმულს წავაწყდი და უზომო მადლიერების გრძნობა გამიჩნდა იმისთვის რომ გვიზიარებ შენს გამოცდილებას:)
    მე მაინტერესებს, თუ შემიძლია ანალიზების გაუკეთებლად მოგყვე? ან კონკრეტულად რა უნდა ვიცოდე წინასწარ ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

    • ნუკა, ძალიან მახარებს ასეთი კომენტარები🙂 არ ვიცი რა გიპასუხო, შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია, თუ გქონია რაიმე პრობლემა ადრე, თუ გაქვს რაიმე სიმპტომები… სისხლის ანალიზს თუ გაიკეთებ კარგი იქნება, სისხლის საერთო ანალიზი 10 ლარი ღირს, TSH 15 ლარი და მაინც რომ გამორიცხო ეს პრობლემები კარგი იქნება… მერე მომყევი🙂

      • Nuka says:

        სისხლის საერთო ერთი წლის წინ გავიკეთე ბოლოს და არავითარი პრობლემა არ მქონია, ჩიყვზეც მაშინ გავესინჯე და შესაბამისი ანალიზებიც გავიკეთე (ვიფიქრე დაკლება რომ მიჭირს იქნებ ამის ბრალია თქო) და მანდაც ყველაფერი ნორმაში მქონდა. საერთოს გაკეთებას ვგეგმავ (დაზღვევა მაქვს და მაინც უფასოდ მეკუთვნის :D) ბარემ გავიკეთებ მაშინ ამ დგეებში :))
        და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს – ხორცი რომ ამოვიღო რაციონიდან შეიძლება?:)

      • მითუმეტეს თუ დაზღვევა გაქვს გამონახე 2 თავისუფალი საათი და გაიკეთე ანალიზები🙂 ხორცის ამოღება როგორც ვიცი არ არის მიზანშეწონილი, ყოველ შემთხვევაში სადილზე ბოსტნეულთან ერთად ხორცის ჭამა სავალდებულოა ამ დიეტაში. მეც არ მსიამოვნებს უმარილო, მოხარშული ხორცი და 200 გს მითუმეტეს ვერ ვჭამ, მაგრამ ვცდილობ ნახევარი მაინც გამომივიდეს ხოლმე😦

    • Nuka says:

      mokled davicye dges tako da carmatebebi misurve:))
      am pirvel 10 dgeshi daikeli rame tu gaxsovs?:)

  5. Nuka says:

    მე საერთოდ ხორცი არ მიყვარს :(( და თან ახლა მარხვას ვაპირებ… ნეტა რა იქნება სულ რომ ამოვიგო :S

  6. Nuka says:

    გაიხარე🙂 მადლობა

  7. Nuka says:

    ისე რა კარგად ვარ – მარხვას თუ დავიწყებ ამ დიეტიდან ვერც ვერაფერს შევჭამ…😀

  8. A Magazine says:

    gamarjoba tako!
    pirvel rigshi tsarmatebebs gisurveb camocyebul saqmeshi!
    ise simagleshi ramdeni xar?
    am dietis dacva ar gichirs? jamshi dabalkaloriuli mechveneba. magram radgan dietologis mier aris shedgenili da misi tvalyris qvesh xar, albat egrea sajiro.
    tsarmatebebi. velodebi suratebs!

    • gamarjoba🙂 didi madloba🙂 1.65 var simagleshi… ar michirs saertod, shen warmoidgine verc ki vcham bolomde imdeni 150 grami salati da 200 grami xorci… shimshilit ar mshia, gemrielobebi menatreba prosta😦 dabalkalori sheidzleba aris, magram egec chemi cxovrebis rejimidan gamomdinare, mteli dge vzivar, saertod ar vmodzraob da shesabamisad verc vxarjav kaloriebs😦

  9. ქრისტი says:

    ვაიმე რა საინტერესო ბლოგია,სტიმულის მომცემი, მე ფეხმძიმობაში ისე მოვიმატე რო სარკეში ყურება მეშინია, ალბად 95 კგ მაინც ვიქნები მეტი თუ არა, ვერანაერ დიეტას ვერ მივმართავ ვიდრე ბავშვი ძუძუთი იკვებება, მაგრამ ,გონი ამდგეებში დამატებითი დაგვჩირდება,ასე რომ მეც შევუდგები დიეტას რაც შეიძლება დაბალკალორიულს,

  10. Jessie says:

    ძალიან კარგია ამ ყელაფერს რომ წერ და ეს რაც დაწერე ყოველდღ ერთსა და იმავეს ჭამ?

  11. NINA says:

    au ra magari dietaa.. mec minda dawyebaa.dzaan magari blogi gaq.. exlaxan vnaxe da dzaan momwons martla warmatebebii

  12. natt says:

    me 40 dgeshi 16 kilo davikeli elenesTan, cota shecvlilia dieta….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s