მეორე ვიზიტი დიეტოლოგთან


გუშინ (11/02/2012) მეორე ვიზიტი მქონდა დიეტოლოგთან – უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პირველი. გავიგე სისხლის ანალიზების პასუხები და დამნიშნეს მომდევნო 10 დღის განმავლობაში დასაცავი დიეტა🙂. გარდა ამისა ვისაუბრეთ გრძელვადიან გეგმებზე და გამიჩნდა ერთადერთი კითხვა: სად ვიყავი აქამდე??? 

მეგონა, რომ მეორე კონსულტაციაც ფასიანი იქნებოდა, მაგრამ არ ყოფილა. ასე რომ 50 ლარი ღირს 2 კონსულტაცია. ძალიან გამიხარდა, ის 50 ლარიც დამეზოგა, ვალენტინობის საჩუქრის ფულს დაემატა🙂 თან 18–ში 3 წელი ხდება რაც მე და გეგა ერთად ვართ და მოკლედ რაც ნაკლებ ფულს დავხარჯავ ამ დღეებში მით უკეთესი. საჩუქარიც ავარჩიე უკვე, მაგრამ არ დავწერ აქ, წაიკითხავს ისიც და მერე სიურპრიზი აღარ გამოვა🙂

ახლა გადავიდეთ მთავარზე.ანალიზების პასუხებმა ძალიან გამახარა. მეგონა, რომ ჩიყვის პრობლემა ისევ მექნებოდა, მაგრამ ყველა ჰორმონი ნორმაშია.  ქოლესტერინიც ნორმაში მაქ და როგორც ექიმმა აღნიშნა ეს ძალიან კარგია, მაგრამ მაღალი მაქვს “ტრიგლიცერიდები”, რომელიც უფრო არასასურველია ვიდრე ქოლესტერინი.  დამინიშნა წამალი “ბიფოფარმი“, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს, ერთხელ უნდა დავლიო დღეში, საღამოს ჭამის წინ.  გარდა ამისა ყოველ დილით კალციუმი უნდა მივიღო, დაბალი მაქვს კალცი😦.

ახლა კი ახალი დიეტა, რომელსაც ვიცავ 20 თებერვლამდე და შემდეგ კიდევ ერთი კონსულტაცია🙂 დიტა იგივე სტილშია, როგორც პირველი, მაგრამ შევცვალეთ პროდუქტები. ყველაფერს ვიღებთ უმარილოს და უშაქროს, აიიიი ეს მიჭირს ყველაზე მეტად, მარილის გემო მენატრება😦 მაგრამ ვჭამ უგემრიელეს ხილს, ხორცს, იოგურტებს და ა.შ.🙂

10 დღის განმავლობაში დასაცავი დიეტა:

  • 08:30 1 ნაჭერი რაც შეიძლება უმარილო ყველი + 1 ც. მოხარშული კვერცხი
  • 12:00 1ც. ვაშლი + 1 ცალი ფორთოხალი (ჯობია ქართული ფორთოხალი, ცოტა მჟავეა, მაგრამ სამაგიეროდ გაცილებით სასარგებლო)
  • 14:30 200გ. მოხარშული საქონლის ხორცი + 150გ. კომბოსტოს და 1 ც სტაფილოს სალათი რამდენიც გინდათ იმდენი მწვანილით და ხახვით, 1 ს/კ ზეთით და ცოტა ძმრით (იმდენი გამოვიდა ეს ყველაფერი ერთად, რომ ნახევარი ძლივს შევჭამე🙂 )
  • 17:00–18:00 125 გ. იოგურტი 0.1 – 0.3 %
  • 20:00 200 მლ. კეფირი + 1 ც კივი, ერთად დააბლენდერეო მითხრა ძალიან რო შევწუხდი კეფირის ხსენებაზე.

რაც შეეხება ამ დიეტის 10 დღის განმავლობაში დაცვის ბიუჯეტს:

ხორცი 2 კგ. – 25 ლარი.

ხილი – 15 ლარი

ბოსტნეული – არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მაქსიმუმ 10 ლარი

იოგურტი – 10 ლარი

კეფირი – 10 ლარი

ყველი 10 ნაჭერი :)) – ალბათ 5 ლარი მაქსიმუმ

კვერცხი 10 ც. – 3 ლარი

სულ: 78 ლარი, დედას გარეშე ვწერ ამ ხარჯებს და სავარაუდოდ 20 ლარით ნაკლებიც საკმარისი იქნება🙂

დიეტის დანიშვნის შემდეგ ვესაუბრე შოთას, ელენე გიორგაძის ასისტენტს. მან მითხრა, რომ ჩემთვის 58 კგ. არ იქნება შესაფერისი წონა, რადგან ძვალმსხვილი ვარ და მხოლოდ წონისა და სიმაღლის შეფარდებით ჩემი იდეალური წონის გამოთვლა არ იქნებოდა სწორი. როგორც მან მითხრა 64 კგ. იქნება ძალიან კარგი წონა ჩემთვის, თან დააყოლა რომ ჩამოვალთ ამ წონაზე თუ კიდევ მოგინდება დაკლება არც ეგ იქნება პრობლემაო🙂 64 კგ–ზე ჩამოსვლის შემდეგ “ჩამაწვენენ” სპეციალურ აპარატში, რომელიც ზომავს ცხიმსა და კუნთოვანი ქსოვილს ორგანიზმში და ვნახავთ იქნებიან თუ არა კიდევ ზედმეტი, თავის მომაბეზრებელი ცხიმოვანი უჯრედები ჩემს ორგანიზმში.

მას შემდეგ რაც მივაღწევ სასურველ წონას 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა მივიდე დიეტოლოგთან კონტროლზე. დიეტის დასრულების შემდეგ მომცემენ სიას, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება სასტიკად აკრძალული, ისე რა აკრძალული და დასაშვები პროდუქტები🙂 რასაკვირველია ხანდახან ეს წესები “შემოგერღვევა”, შეჭამ დასაშვებზე მეტს, შეჭამ არადასაშვებ პროდუქტებს, მაგრამ ამისთვის არსებობს განტვირთვის დღეები და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობა.

ძალიან ძალიან მინდა ვარჯიში, მაგრამ ისეთი დარბაზი რომელიც ტერიტორიულადაც ხელსაყრელი იქნება ჩემთვის, არც ძალიან ძვირი ეღირება და 7ის მერეც შევძლებ სიარულს  ჯერ ვერ ვნახე. ვმუშაობ თავისუფლების მოედანზე, ვცხოვრობ ისანში, 5 დეკმბერთან ახლოს. თუ მირჩევთ ისეთ დარბაზს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სამივე კრიტერიუმს დააკმაყოფილებს ძალიან ძალიან დიდ მადლობას გეტყვით🙂

და ბოლოს, შეპირებული სურათები:

პირველ სურათში ვარ 60 კგ, მეორეში უკვე ღიპუცა მაქ🙂

აქ უკვე >70 კგ ვარ🙂 მუცელი პირველ სურათში ჩანს კარგად…

ეს სურათი გადაღებულია ახალ წელს, სახეზეც კარგად ვარ შევსებული. ახალ სურათებს დავდებ ყოველ კვირაში, რომ შედეგები უკეთ დავინახო🙂

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

38 Responses to მეორე ვიზიტი დიეტოლოგთან

  1. დღეს შემოვხეტიალდი შენს ბლოგზე, მომეწონა….. აუცილ;ებლად დავრჩები🙂 რაც შეეხება დარბაზს, რამდენადაც ვიცი არის ერთი კოლმეურნეობის მოედანზე… თანხაც ხელსაყრელია, 30 ლარი 1 თვე🙂 გისურვებ წარმატებებს🙂

  2. teo says:

    mogesalmebit siamovnebit shemogiertdebi mec dzalian minda viaro sportdarbazshi

  3. გამარჯობა🙂 ძალიან მომწონს ეს ბლოგი და განსაკუთრებით იმიტომ, რომ მეც ვაპირებ ზეგ ელენე გიორგაძესთან მისვლას და ეს კდიევ ერთი სტიმულია იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: სასურველი შედეგის მიღწევას რამდენ ხანში დაგპირდნენ? გასაგებია ორგანიზმის თავისებურება, კლება და ასე შემდეგ, მაგრამ სავარაუდო დრო რამდენია?🙂

    მადლობთ🙂 და წარმატებებიიიიიიიიიიიი!!!!

    • გამარჯობა ნანული დეიდა🙂 დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ კითხულობთ ჩემ ბლოგს. აუცილებლად მიდით ელენე გიორგაძესთან, ნამდვილად ღირს. სავარაუდო დროზე არ გვისაუბრია, რადგან ჯერ არ ვიცით როგორ წავა კლება. სავარაუდოდ 2–3 თვე იქნება საჭირო 15 კილოს დასაკლებად🙂

  4. Nana says:

    dzalian kargad casakitxia🙂
    me 67 kilo var, 1, 64 sm, 2 shvilis deda, ase rom gaxdoma chemtvisac ocnebaa. chemma megobarma 30 kilo daiklo 2 celshi mxolod puris da tkbileulis minimumamde dakvanit. me ukve 1 tvea dzalian shezgudulad vcham comeuls, tkbileuls, samsaxurshic damakvs saxlshi momzadebuli sachmeli … rom avcucundi, megobarma mitxra, exla shen nu ggonia rom dietaze xar, eg cxovrebis cesad unda akcioo🙂 unda davetanxmot.🙂 tu chatvli rom mudam ase unda icxovro, me mgoni ufro sheeguebi da conis shenarchuneba da cot-cota gaxdomac tavisit mova🙂. carmatebebs gisurveb. roca sakmes profesionaltan ertad aketeb, carmateba garantirebulia🙂

    • დიდი მადლობა ნანა, პური და ტკბილეული ნამდვილად პირველ რიგში უნდა ამოვიღოთ რაციონიდან თუ წონის დაკლება გვინდა. მაგრამ მე მინდოდა, რომ უფრო მოკლე დროში მიმეღწია შედეგისთვის ამიტომ ცოტა უფრო მკაცრ მეთოდებს მივმართე 🙂

  5. teo says:

    gamarjoba chemo kargo, dzalian momwons aseti shemartebit rom xar.mec minda mivide giorgadzestan magram jerjerobit finansebi mishlis xels. erti kitxva maqvs maqvs imedi elis dazgveva tu shemidzlia rom gamovikeno elenestan misvlis dros anu (analizebis gaketebis shemtxvevashi) winaswar didi madloba

    • დიდი მადლობა თეო🙂 რაც შეეხება შენს შეკითხვას, გადახედე შენი დაზღვევის პირობებს, თუკი შედის ანალიზები სადაზღვევო პაკეტში, ეს კლინიკა პროვაიდერიც რომ არ იყოს მაინც აგინაზღაურდება ხარჯები. ექიმი შეგივსებს ფორმა ასს და ბეჭდიან ჩეკს გამოგატანს, მიიტან იმას სადაზღვევოში და დაგიბრუნებენ თანხას რაც გადაიხადე… წარმატებები, შედეგები მოგვიყევი ჩვენც🙂

  6. teo says:

    gamarjoba chemo kargo. didi madloba aseti kuradgebistvis. mokled me var 37 wli mkavs 15 wlis qalishvili, wlebiswin vikavi tanwerweta gogo shvili mkavda 60 kiloze zevit arasdros ar wavsulvar. xo martla 172 var simagleshi. 12 wlis win damegupa meugle da nerviulobaze nel nela avkrife arasasiamovno kilogramebi. gansakutrebit movimate bolo 2 welshi. vmushaob dilis 10 saatidan sagamos 9 saatamde. dziritadad miwevda game chama. 3 kviris win aviwone da vikavi 87 kilo. gadavwkvite shemewkvita game chama. 6-7 saatis mere agarafers ar vcham marto ert finjan ushaqro kavas vsvam. sagrdznoblad movikeli. racionidan amovige mware, tkbili, comeuli. vcham bostneuls, xils, qatmis files. analizebi maqvs kargi tu ar chavtvlit dabal gemoglobins. erti suli maqvs daviklo.mogwer koveltvis rogori shedegi meqneba. aba warmatebebi

    • teo damatebit ecade ro saatebit chamas sheechvio, erti da igive dros roca shecgam, organizmi sheechveva da mere avtomaturad im dros mogshivdeba xolme, organizmi moemzadeba, kuchis wvenis gamoyofa gaaqtiurdeba da gagiumjobesdeba nivtierebata cvla. ecade cot cota chamo da xshirad, dgeshi 5jer vcham me da sul ragac 2 kviraa da ukve mshivdeba im saatebshi :)) warmatebebs gisurveb, gamiziare shedegebi🙂

  7. teo says:

    kidev erti ramis kitxva minda wkals ver vsvam anu ishviatia wkali davlio. 1 tvis win titqmis koveldge xan likans xan nabeglavs vsvavdi. mere mitxres rom ar sheidzleboda amdeni gaziani wkis daleva. titqmis 3 kviraa agar damilevia gaziani wkali. marto vsvam kavas, chais. dziritadad xsnad kavas vsvsm samsaxurshi. marto sagamoti saxlshi rom mivdivar mashin vsvav naleqian kavas ushaqros. raime rchevas xom ar momcemdi?

    • bevri naleqiani yava da sigareti sxvatashoris celulitis warmoqmnas uwyobs xels🙂 rac sheexeba wyals, 1.5 litri sashualod aucileblad unda miigos adamianma dgeshi, sitxeshi ra tqma unda shedis yavac, chaic, magram ecade wylis smas sheechvio, mec dzalian michirda tavidan, viberebodi😀 magram wyals gamoaqvs yvelaferi arasasurveli organizmidan, wylis gareshe yvela procesi neldeba, magaze aucileblad davwer calke posts, didi madloba ideistvis🙂 da kidev gaitvaliswine chamamde ecade ro naxevari satze adre ar dalio sitxe da chamis mere 1 st daaxloebit… gaziani tundac mineralur wyals ar girchevdi, svi svi bevri wyali, chveulebrivi :))

  8. A Magazine says:

    mec davamateb ert rames. rogorz vici yava namdvilad ar shedis cyalshi da yavis sma arafrit ar sheizleba chaitvalos sitxis migebad. amastan ertad didi (ert or jiqaze ar aris saubari) raodenobit yava gulis cemas zrdis, icvevs tavistkivils, shpotvas, kujis ashlas da zogadad kujis, sajmlis momnelebeli sistemis problemebs. yvelaperi individualuria, magram saubaria did raodenobit migebaze:)

    • naleqiani yava xels uwyobs celulitis ganvitarebas, unaleqos ki ar aseti efeqti, uzomod arafris migebaa sasurveli, mitumetes yavis, romelic gulze moqmedebs absoliturad getanxmebi… magram ver dagetanxmebi imashi rom migebul sitxeshi ar shedis, sitxeshi shen warmoidgine da wvniani sakvebic ki shedis romelsac igeb dgis ganmavlobashi, amitom 1.5 litri wyali sashualodaa gansazgvruli imis mixedvit rit ikvebebi mteli dgis ganmavlobashi….

      • A Magazine says:

        cvniani kide xo da yavis ambavi agmochenaa chemtvis. me ert jiqaze mets ver vsvam (zemot lamis yvela simptomi memarteba samtuxarod), ase rom isev chveulebrivi cylit unda avivso xolme maragi:))
        madlobt informaciistvis!

  9. A Magazine says:

    ici me 54 kg-dan 72kg mde avedi 6 tvis ganmavlobashi ertxe da shemdeg 2 tseli bevrzodi tsonas. dieta ar damicavs, magram ragac periodebi vzgudavdi tavs sxvadasxva sajmelebisgan, game chamisgan da aseve varjishobdi.
    exla 57 var.

    • mkacri dietebis gareshe (mag. comeulisa da tkbileulis shezgudvit) shesadzlebelia wonashi dakleba neli tempebit, magram me imdenad shemawuxa mirchevnia 2-3 tveshi daviklo da mere shenarchunebaze vizruno… varjishs mec viwyeb, rac ar unda efeqturi iyos dieta cota fizikuri aqtivobac tu ar miashvele sasurvel shedegs ver miigeb…

  10. teo says:

    mogesalmebi chemo kargo. rogoraxar, rogor midis sheni dietis saqme. mainteresebs kvelaferi. mgonis 20-is mere unda misulikavi shens dietologtan. momwere kvelaferi da tan dade dieta romelic meore 10 dgis mere shegidgina. aba warmatebebi

  11. eliza says:

    gamarjobatttt.carmatebebs gisurvebt.mec 39 dgea dietaze var da 10 kilo davikeli.samcuxarod elene giorgazes namdvilad ver shevxvdebi sazgvargaret vcxovrob.ise damgala conam ro ukve kvelaperze uari vtqvi da advokatis dietas vicav.meore 40 dge vapireb kide gagrzelebsa da ras mirchev??????

  12. elza, didi madloba🙂 rac sheexeba advokatis dietas, aseti gansazgvruli dietebi ar aris mizanshewonili. yvela adamianis organizmi individualuria, es fraza ukve klishea, magram realobaa… sheidzleba shedegi gqondet wonis klebis mxriv, magram sxva rame daizianot organizmshi rac ufro cud shedegebamde migiyvant vidre zedmeti wonaa. magalitad me ugulavas dietam gvidzli gamigiziana da cotati zomashic ki iyo momatebuli. nivtierebata cvlas tu sworad aawyobt organizmi saativit imushavebs. ecadet simsuqnes shexedot rogorc uyurebt sxva problemebs tvqnes organizmshi, mag. roca ramis tkivili gawuxebt xom midixart eqimtan, analogiurad unda moiqcet zedmeti wonis shemtxvevashi, es gacilebit nakleb dzalisxmevasac moitxovs da tan janmrtelobas ki ar gingrevt rogorc sxvadasxva dietebi, aramed piriqit, gmatebt energias, xaliss da gachvevt cxovrebis jansag wess.

    bolos chemi rcheva iqneba mimartot profesionals tu 10 kilogramze metis dakleba gsurt (tu ara mashin comeulis da tkbileulis amogebitac miagwevt shedegs), svit bevri wyali, imodzravet rac sheidzleba meti, iaret fexit da nu inerviulebt, stresi da nerviuloba yvelafers afuchebs da wonis klebasac xels ushlis🙂

  13. Katerrina Sh says:

    dzalian sayvareli xar. :)) mixaria rom mimarte elenes, shesanishnavi pirovnebaa.
    ra mainteresebs ici? kalci ra saxit daginishna?

  14. nobe says:

    გამარჯობა,ძალიან მომეწონა შენი ბლოგი და აშკარად შემოგირეთდები დეიეტებში.54 კილოდან მოვიმატე 61კგ-მდე სიმაღლეშიც მხოლო 1,64სმ ვარ.ასე რომ ეს ჩემთვის შემაწუხებელი წონაა უკვე.

  15. tako says:

    me 78 kilos mivachire da aucileblad unda daviklo.var 1,60 simagleshi.chemi sasurveli conaa 52 kilo. zedmeti conaa 26 kilo da aucileblad unda gavadno es cximebi.varjishic davicke da didi imedi maqvs rom davibruneb chems idealur conas.

  16. თაკო მთავარია მოინდომო და პროფესიონალებთან მიხვიდე და წონის დაკლება არ არის პრობლემა, მოთმინება, ნებისყოფა გამოიჩინე და აუცილებლად მიაღწევ შედეგს.. მე ისე გვიან გიპასუხე შენ წესით უკვე უნდა გქონდეს შედეგები, აბა რა სიახლეები გაქ?🙂

  17. mancho says:

    gamarjoba … arasodes sheuwuxebivar wonas ise dzalian rogorc exla, ar var dzalian didi 62 kg. var magram chemi wona yoveltvis 50 kg. iyo, dadzabulma samushao rejimis gamo movaxerxe da 12 kg movimate da uvelaze cudi isaa rom dietaze verafrit ver vjdebi, vitom viwyeb, magram 3 dgeshi tavs vanebeb…
    amitom gadavwyvite elenestan mivide tumca verc amas ver movabi tavi…. tu shegidzlia elenes nomeri momwere da misamarti sad shemidzlia mivakitxo… tu shedzleb iqneb isic mixra ra girs konsultacia da ra procedurebia sachiro dietis dawyebamde chasatarebeli…
    didi madloba winaswar :*

    • gamarjoba mancho🙂 shegidzlia pirveli 2 posti waikitxo da fasebianad yvelaferi miweria ra da rogor xdeba, samwuxarod nomeri agar maq😦 magram advilad gaarkvev, 09 shic ro dareko getyvian, ise iashvilis klinikis teritoriazea da iashvilshi tu mixval yvela getyvis sad ra rogor unda miagno

  18. mariami says:

    gamarjoba , mainteresebs ra tanxa gadaixade rodesac tavidan mixvedi … jamshi ra dagijda mkurnaloba , me gamokvleuli maqvs yvelaperi da dargveva arsad maqvs da mainc damchirdeba analizebi ?

  19. mariami says:

    analizebi rom gaketebuli maqvs yvelaperi shesadzloa mainc damchirdes xo mag klinikashi ?

  20. tamo says:

    gamarjobat me axali var tqventan:)aq aris vinme??

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s