შედეგები!!!


დღევანდელ პოსტს წინა პოსტის გაგრძელებით დავიწყებ, 14 თებერვალი ალბათ ერთ-ერთი  ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მქონდა ინტერვიუ, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა, ჯერ-ჯერობით კონფიდენციალურია ინფორმაცია და კორპორატიული კულტურა მოითხოვს, რომ საჯაროდ არ გამოვაცხადო, მაგრამ რამდენიმე თვეში სერიოზული ცვლილებები მოხდება ჩემს ცხოვრებაშიც და ჩემს კარიერაშიც, რა თქმა უნდა უკეთესობისაკენ.

გეგამ ძალიან მოინდომა სიყვარულის დღეს და ძალიან გამაბედნიერა🙂 ინტერვიუ 4 სთზე მქონდა, გეგამაც იცოდა რა თქმა უნდა. 3-ზე დამირეკა, 5 წთით ჩამოდი შენს ოფისთან ვარო. ჩავირბინე და დიდი ყუთი მომცა, ლამაზად შეფუთული, ზემოთ რომ ახვალ გახსენი და ინტერვიუზე უკეთეს ხასიათზე შეხვალო. ყუთში დამხვდა ულამაზესი, “David Jones” – ის წითელი ჩანთა, ამ ჩანთაში იდო პატარა ფერადი ჩანთა, რომელიც დიდს მოყვა :)) ამ პატარა ჩანთაში უუულამაზესი ვარდისფერი შარფი, პეპლებით და პატარა კონვერტი, რომელშიც იდო უუუთბილესი და უტკბილესი წერილი გეგასგან :)) ინეტვიუზე შევედი ძალიან გახარებული, ძალიან ბედნიერი, ძალიან კარგი განწყობით და შედეგიც იყო შესაბამისი, ასე რომ მადლობა გეგას!!!🙂

ახლა გადავალ ჩემი დიეტის შედეგებზე. დღეს არის ჩემი დიეტის ზუსტად  მეთოთხმეტე დღე. ამ 14 დღის განმავლობაში შემომერღვა სულ 2-ჯერ, ერთხელ ვჭამე 3 ცალი ხინკალი :$:$:$ და მეორედ მექსიკური სალათი ცოტა. მაგრამ მიუხედავად ამისა მაქვს უუუუუუუუმაგრესი შედეგი🙂 დავიკელი 5 კგ !!!!!!!!!!!!! დღეს რომ სასწორზე დავდექი თვალებს არ ვუჯერებდი და კიდევ უფრო დიდი სტიმული მომეცა, რომ სრული სიზუსტით დავიცვა დიეტა. ახალ სურათებს არ ვდებ სპეციალურად, ველოდები მეოცე დღეს, რომ შედეგი უფრო თვალშისაცემი იყოს და უფრო გამიხარდეს🙂

კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო, საჭირო და ჩემთვის ძაააალიან საამაყო გადაწყვეტილება მივიღე. რამდენიმე წყაროსგან ერთდროულად გავიგე სპორტული დარბაზი “თიდანის” შესახებ. ყველა ყვება მათი დაუჯერებელი შედეგების, მომსახურების ხარისხისა და პროფესიონალიზმის შესახებ. შევამოწმე მათი გვერდი  http://www.facebook.com/tidanii – ზე და სურათებზე ასახული შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. დავრეკე და ფასმაც სასიამოვნოდ გამაოცა, თვეში 60 ლარი ღირს თუ ივლი კვირაში 3 დღე და 80 თუ ივლი ყოველდღე. ფილიალები აქვთ პეკინზე, ვაჟაზე და ჭავჭავაძეზე. მუშაობენ დილის 10 სთდან საღამოს 10 სთმდე. ასე რომ გადავწყვიტე, მე ვიწყებ “თიდანში” ვარჯიშს!!!🙂 ყველაზე მეტად მიმიზიდა მათმა ინდივიდუალურმა მიდგომამ. თითოეულ “მოვარჯიშეს” მისი პრობლემური ადგილების მიხედვით შედგენილ ინდივიდულურ სავარჯიშო გეგმას უმზადებენ, აკონტროლებენ შედეგებს, გასწავლიან თუ რომელ კუნთს ემსახურება ესა თუ ის ვარჯიში. მოკლედ კიდევ ერთ პროფესიონალთა ჯგუფს ვრთავ ჩემი გახდომის პროცესში, რათა მხოლოდ კი არ დავიკლო, არამედ ლამაზი ფორმებიც დავიყენო🙂  რა თქმა უნდა შთაბეჭდილებებსაც და შედეგებსაც პირველ რიგში თქვენ გაგიზიარებთ🙂

This entry was posted in Uncategorized and tagged . Bookmark the permalink.

10 Responses to შედეგები!!!

  1. გილოცავ!!!! 5 კილო 14 დღეში? მშვენიერია!

  2. kriska says:

    ratom arapers ar cer??

  3. Tatia says:

    xo, rato daikarge?

  4. dzalian momecona eg fitnes centri🙂 tumca marto mezareba siaruli, veravin ver avikolie😦

  5. ani says:

    icit ra mainteresbes? ai sul mtlianobashi ramdeni kilo daikeli? mec minda dietologtan misvla da mainteresebs ramdeni xani aketebdi da ramdeni daikeli?

    • zuuustad 31-e dge maqvs da 8 kilo davikeli🙂 amas emateba chemi dargvevebi da xan gamotovebebi da xan ra, mokled zustad tu daicav min 10 kilos daikleb albat🙂 me saertod rtulad vikleb da es 8 kilo aris chemtvis uuudidesi migweva!!! aba shen ici good luck, shedegebze mudmivad vwer, mestumre xolme🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s