დიეტა N 3


თქვენ რომ იცოდეთ რამდენი ხანი მოუწია ამ პოსტს დრაფტებში ყოფნააა… წერა თავის მართლებით უნდა დავიწყო🙂 ძალიან დატვირთული დღეები მქონდა სამსახურში, სახლში მისულს აღარც დრო მქონდა, აღარც ხალისი და აღარც ენერგია რომ რამე დამეწერა. მაგრამ უკვე რამდენიმე მეილი მივიღე თხოვნით, რომ გამეგრძელებინა წერა. ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა, რომ ისევ დავბრუნებოდი ბლოგს. ისე ბლოგის წერა გაცილებით რთული აღმოჩნდა ვიდრე ველოდი, დიდ ყურადღებას, დროს და ენერგიას მოითხოვს თურმე… არ მეგონა🙂

ახლა გადავალ მთავარ თემაზე. როგორ მიდის ჩემი დიეტა🙂 კიდევ ერთი ვიზიტი მქონდა ელენე გიორგაძესთან, უკვე მესამე. მესამე ვიზიტი იყო ფასიანი, მაგრამ პირველისგან გასნხვავებით (50 ლარი) ახლა 20 ლარი გადავიხადე. შემდეგი ვიზიტი ისევ უფასო იქნება.

ყოველ 10 დღეში ერთხელ ვიცვლი დიეტას. ახლანდელი დიეტა არის ყველაზე გემრიელი და მარტივად დასაცავი. ძირითადი პრინციპები – საათების მიხედვით ჭამა, ბევრი წყალი, ყველაფერი უშაქრო და უმარილო, უცვლელი რჩება. ამ დიეტის დროს ორგანიზმს “ნელ–ნელა ვაპარებ” კერძებს, ანუ მხოლოდ “მარტივ” საკვებს არ ვიღებ🙂 როგორ გამოიყურება დიეტა:

 

 

 

  • 08:30–09:00 3 ს/კ გერკულესი + 1 ჩ/კ თაფლი
  • 12:00 – 1 ვაშლი + 1 ფორთოხალი ან 1 კივი
  • 14:30 – 1 ც მოხარშული კარტოფილი (100 – 150 გ.) + 1ც. საშუალო ზომის ქაბაბი (დიიიაახ ქაბაბი, ყველაფრით, მწვანილებით, ხახვით და ა.შ. ოღონდ უმარილო. მაინც ძალიან გემრიელია🙂 )
  • 17:00– 18:00 – 1 ც.  იოგურტი (125გ.) 0.1% – 1%
  • 20:00 – ისევ ხილი, 1 კივი + 3 მანდარინი ან 1 ფორთოხალი

ბეეევრი წყალი (1.5 – 2 ლ)  + დილით 1 აბი კალცი ჭამის შემდეგ + 1 აბი ბიფიფორმი თუ ბიფოფარმი (ვერ ვიმახსოვრებ ამ წამლის სახელს🙂 ) საღამოს ჭამამდე.

ამ დიეტის 10 დღის განმავლობაში დასაცავად დაგეხარჯებათ მაქსიმუმ 50 ლარი (ისევ დედას გარეშე, ის ალბათ 10 ლარს მაინც დაზოგავდა).

უნდა აღვნიშნო, რომ საათების მიხედვით ჭამა საათივით აწყობს ორგანიზმს🙂 ჯერ 23–ე დღეა დიეტის და უკვე იმდენად შევეჩვიე ამ დროებზე ჭამას, რომ ზუსტად 10 წთით ადრე მშივდება. არავინ არ თქვას, რომ ისეთი გრაფიკი მაქვს საათებით ვერ დავიწყებ ჭამასო. 10ის ნახევარზე იწყება ჩემი სამუშაო დღე და 7მდე სამსახურში ვარ, მაგრამ მაინც ვახერხებ. ძალიან მეხმარება პლასტმასის კონტეინერები🙂 შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ფორმის, ზომის და ფერის, ძალიან მოსახერხებელი ნივთია.

და ბოლოს, კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა დიეტის დროს. სვით ბევრი წყალი, ზამთარში ცოტა რთულია, ორგანიზმიც არ გვთხოვს, მაგრამ ესეც ჩვევაში გადადის ნელ–ნელა. დღის განმავლობაში საშუალოდ 1.5 ლ წყალი მაინც უნდა დალიოთ. ბევრი წყალი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოაქვს ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები, ეხმარება ორგანიზმს გახდომაში და ძალიან ძალიან კარგად აისახება სახის კანზე.

შედეგები შემდეგ პოსტში🙂

 

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

17 Responses to დიეტა N 3

  1. Katerrina Sh says:

    :)) shesaqebi xar namdvilad.
    mec davdiodi elenestan magram ver gavqache shenarchuneba…
    exla ugulavas dietaze var, miadvildeba da tan efeqturia.
    warmatebebi. bolo shedegs velodebi.))

  2. Katerrina Sh says:

    xoo, yvelas organizmi ver itans, magram me magrad davamugame..
    imito rom racionic mag stilis mqonda ra cilebit da kacuri sachmelebit.
    ki migirs 15 kilo 1 tveshi,. :))
    tan ukve gaketebuli maqvs da agar meshinia.

  3. Katerrina Sh says:

    xoo, yvelas organizmi ver itans, magram me magrad davamugame..
    imito rom racionic mag stilis mqonda ra cilebit.
    me genetikurad maqvs simsuqne da rame hormonis brali ar iyo amitom tavisuflad vicav ..
    migirs 15 kilo 1 tveshi,. :)) rom movrchebi mec davdeb mere before/after fotoebs.😀😀

  4. tamuna says:

    mec gavakete ertxel ugulavas dieta,zustad 17 dge da 2 kilo davikeli da mere davanebe tavii,mivxvdi rom chemi araa

  5. გუგა says:

    უგულავას დიეტაში წერია წველგან სადაც ვნაზე რო 4 ჭიქა წყალზე მეტი არ შეილება რადგან უშლის ნივთიერებტა წვას ხელს და ცხიმების წვას…ქა პირიქითაა და როგორ დაასაბუთებ რო შენი მოსაზრება შეეფერება სიმართლეს?

    • გუგა says:

      უკაცრავად გაუგებარ სიტყვებზე:))

    • guga saertod es aqsiomaa, rom wyali xels uwyobs nivtierebata cvlas da amas dagisabuteb shemdegnaerad🙂 adamianis organizmis 70 % wylisgan shedgeba, nivtierebata cvla mimdinareobs ujredis doneze, ujredis shigtavsi ki mtlianad sitxea, nivtierebebi rom (uxeshad vityvi) shevides da gamovides ujredshi amisatvis sachiroa wyali… garda amisa wyals gamoaqvs yvelanaeri shlaki da “cudi” nivtiereba organizmidan da xels uwyobs mis gawmendas, anotives kans da axalgazrdul iers anichebs da kidev mravali mizezia imisa tu ratom unda sva bevri wyali, kitxe nebismier eqims, nebismier dietologs… ugulavas dieta saertod calke temaa, es aris garkveuli recepti, romelshic ramis archamac ki dargvevaa da amitom amaze me, rogorc araprofesionali namdvilad ver gagcem pasuxs…

  6. teko says:

    sayvarelo am qababis chama aucilebelia? saocrad mezizgeba qababi :(((

  7. თეკო კარგ დროს კი გპასუხობ მაგრამ იქნებ ეხლა იცავ ამ დიეტას, არა არ არის აუცილებელი, შეგიძლია უბრალოდ შემწვარი ან მოხარშული ხორცით ჩაანაცვლო🙂

  8. khatuna says:

    me ramdenadac vici ugulavas dieta “sanam is ugulavas gaxdeboda cnobili iyo rogorc mjdomare samushaoti dakavebuli adamianebisatvis, sadac skess mnishvneloba ara akvs dametanxmebit, tanac es dieta, rogorc vici metwilad gankutvnilia mattvis visac charbi wona ki ara ukve gacximovaneba akvt, amitomac shezgudulia wyali, rom wyurvilis shenedgad(organizmis sitxisadmi motxovna igulisxmeba) organizmma dawvas cximdagrovebebi. amitomac visac radikaluri dieta chirdeb jobia ugulava daicvas, tumca unda mkacri grafikit daicvas da ravitar shemtxvevashi ar daargvios, es ukuprocess iwvevs. garda amisa arafrit ar sheizleba cilovan dges bostneulis migeba da pirikit bostneulis dges cilisa, es mkacrad daicavit, da ramcdaramc shakari ar miigot, torem uaresad gasukdebit. gisurvebt warmatebebs, me ukve daviwye, shedegs davdeb 28 dgeshi🙂

  9. Tako says:

    tu shegidzliat mipasuxet,am dietis dros paralelurad varjishebi rom vaketo (saxlis pirobebze) sheidzleba?

  10. tamtaaaaaaa says:

    gamarjobat

  11. tamtaaaaaaa says:

    gamarjobat. me mshobiarobis shemdeg dzalian movimate. arada yoveltvis formashi viyavi. shemdeg gadavwyvite dietaze davmjdariyavi. “chemebur” dietaze davjeqi da zustad tvenaxevarshi 10.kilo davikeli. dzalian bednieri var! sasurvel wonamde kidev 5ti kilo maklia. axla 65 kilo var. 1.72cm. 21i wlis var. axlac vagrdzeleb da vnaxot ra iqneba. saertod agar vcham purs. ar vigeb shaqars da marils. yvelas gisurvebt warmatebebs!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s