შედეგები 2 – დღე 23


ჩემი დიეტა ზუსტად 5 თებერვალს დაიწყო. დღეს 23-ე დღეა და შედეგები ყველანაერ მოლოდინს აჭარბებს🙂 დღევანდელი დილის მდგომარეობით ზუსტად 7 კილო მაქვს დაკლებული, 7!!!! (იხილეთ სურათები პოსტის ბოლოს)🙂 ზოგისთვის ეს ბევრია, ზოგისთვის ცოტა, მაგრამ მე რომ ვიცი რა რთულად ვიკლებ წონაში, 7 კილოგრამი არის უდიდესი ბედნიერება.

იცით თუ არა, რომ გახდომისა და წონის კონტროლის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება სასწორის ყიდვაა, ოღონდ უკეთესია თუ ელექტრონულს იყიდით და ყველა 100 გრამს სრული სიზუსტით დააკვირდებით🙂 ამით არ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას ზედმეტად მოიმატოთ, როცა შეამჩნევთ, რომ 1-2 კგ მოიმატეთ მსუბუქ დიეტას მიმართავთ და დააბალანსებთ თქვენს წონას. ასე რომ შეიძინეთ სასწორები!!! :) დიეტოლოგმა ამიკრძალა აწონვა, მაგრამ რა გამაძლებინებს 10 დღე ისე, რომ არ გავიგო რა შედეგი აქვს ჩემს დიეტას🙂 დღეს ვიყავი უუუუბედნიერესი, ჩემი წონა ისევ 6იანით იწყება. მომილოცეთ🙂
კიდევ ერთი გრანდიოზული ცვლილება ჩემს ცხოვრებაში – დავიწყე ვარჯიში, დიდი მადლობა ყველას ვინც “თიდანის” შესახებ მომაწოდა ინფორმაცია. წარმოიდგინეთ სულ რაღაც 60 ლარად თვეში, ვივარჯიშებ 3 დღე კვირაში, მექნება ინდივიდუალური ვარჯიშების გეგმა და ვიქნები მუდმივად პროფესიონალების კონტროლის ქვეშ. 2 კვირაა ვარჯიშის დაწყებას ვაპირებ, მაგრამ ისევ და ისევ ჩემი გრაფიკის გამო ვერ მოვახერხე. ორშაბათს (27 თებერვალს) მქონდა პირველი ვარჯიში, დღეს ცოტათი მტკივა კუნთები, მაგრამ ვგრძნობ როგორ იღვიძებს ნელ-ნელა ჩემი მოდუნებული სხეული, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა და სასტიკად ვამაყობ საკუთარი თავით🙂

ახლა კი შეპირებული სურათები. შედეგები არც ისე აშკარაა ჯერ-ჯერობით მაგრამ ტანსაცმელი ცოტათი გამიდიდდა და გარეშემომყოფებიც ამჩნევენ. სახე მოვაჭერი სურათებს, იმიტომ რომ არ მომწონდა როგორც გამოვედი:)) და ხარისხიც არ არის უმაღლესი, მაგრამ მაინც:


This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

14 Responses to შედეგები 2 – დღე 23

  1. nanikonanita says:

    მომწონს შენი შემართება, გიორგაძის კლინიკა სად გადავიდა თუ შეგიძლია დაწერო?? მეც ვაპირებ მისვლას ..

    • გიორგაძის კლინიკა გადავიდა ლუბლიანას ქუჩაზე, მე–8 საავადმყოფოს ტერიტორიაზე. მთავარ გზაზე არის “სახალხო აფთიაქი” და მაქედან შედგიხარ ეზოში… ნამდვილად ღირს მისვლა გიორგაძესთან, წარმატებები🙂

      • nanikonanita says:

        gaixare madloba🙂 me vicodi rom merves shenobidan yvela gadavidao da amitom vikitxe ar vicodi zustad gadavidnen tu ara🙂

      • uiii me-8 shi iyvnen, qucha gitxari sworad da saavadmyofo shemeshala :))) iashvilis klinikis teritoriaze gadavidnen, lublianaze :)) sorry🙂

      • nanikonanita says:

        ხო მეც ესე ვეჭვობდი რომ იქ აღარ იქნებოდნენ🙂 პმ მომწერე რა მაგათი ნომერი თუ შეგიძლია🙂

  2. მარიამი says:

    ისე გამიხარდა შენი ბლოგი რომ აღმოვაჩინე ^^ მეც გიორგაძის კლინიკაში დავდივარ და რაღაც უფრო სტიმული მომეცა რომ არ დავარღვიო. წარმატებები

    • მადლობა მარიამ🙂 ისე რამდენჯერმე შემომერღვა მე, ცომეული და ტკბილეული არ მიჭამია, მაგრამ ერთხელ მექსიკურ კარტოფილზე წამცდა ხელი, ერთხელ ბადრიჯანზე :)) მაგრამ ეს დიეტა იმიტომაა კარგი, რომ ერთი დარღვევით ყველაფერი წყალში არ გეყრება. დღეს იცი რა მითხრა? ძალიან თუ მოგშივდება მიაშველე ვაშლი, ან კიტრიო როცა გინდა, აუცილებელი არაა საათებს ელოდო.
      ისე გავს შენი დიეტა ჩემსას? ინწერესნო🙂

  3. ashkarad tvalshi sacemia shedegebi :))))) gilocaaaav :*

  4. Nuka says:

    wow:) gilocaaaav:) mshvenieri shedegebi gaqvs!

  5. 99dge says:

    წელზე ძალიან გეტყობა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s