დიეტა N 4 – კიდევ ერთი ვიზიტი დიეტოლოგთან


დღეს იყო ჩემი მესამე დიეტის მეათე დღე, ამიტომ მივაშურე ელენე გიორგაძის კლინიკას მეოთხე დიეტისათვის. უფრო და უფრო გემრიელდება ჩემი დიეტები🙂 დიეტოლოგის პირველი კითხვა იყო თუ რა საჭმელი მომენატრა. დაუფიქრებლად ვუპასუხე “მაკარონი”. თქვენ ვერც წარმოიდგენთ როგორ მიყვარს სპაგეტი, ყველა საჭმელს მირჩევნია, ხინკალსაც, მწვადსაც და კიდევ ბევრ სხვა რამესაც. ალბათ წინა ცხოვრებაში იტალიელი ვიყავი🙂 დიდად არ ესიამოვნა ამის მოსმენა, მაგრამ საუზმეზე მაინც დამინიშნა 50გ. (მოხარშვამდე აწონილი) მოხარშული მაკარონი ერთ ნაჭერ ყველთან ერთად. ერთი სული მაქვს როდის გათენდება🙂. ახალ დიეტაში 4–ჯერად კვებაზე გადავედი, რადგან 8 სთზე ვარჯიში მაქვს კვირაში სამჯერ და საღამოს ჭამა აღარ გამოდიოდა. ამიტომ სადილმა ნახევარი საათით გადაიწია და საღამოს 2 ჭამა გაერთიანდა 7 სთზე.  მთლიანად დიეტა ასე გამოიყურება:

  • 08:00–09:00 50 გ. მაკარონი + 1 ნაჭერი ყველი
  • 12:00 – 2 ც. კივი
  • 15:00 – კატლეტი ან ქაბაბი (უმარილო, დაახლოებით 150 გ.) + 1 ც. ბულგარული წიწაკა
  • 19:00 – 1 ც. ვაშლი + 200 გ. იოგურტი (0.1 % – 1 %)

1.5 ლ. წყალი მინიმუმია, რაც დღის განმავლობაში უნდა მივიღო, წყალს ძალიან შევეჩვიე და ეს ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ჩვევაა რაც დიეტის განმავლობაში გამოვიმუშავე.

ეს დიეტა 10 დღის ნაცვლად 14 დღე გაგრძელდება. შემდეგ ისევ ახალ დიეტას დამინიშნავენ ჩემი უსაყვარლესი ექიმები🙂

ცოტა რამ “თიდანის” შესახებაც უნდა დავწერო. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ამ აღმოჩენის. 2 ვარჯიში მქონდა და უკვე მგონია რომ ფორმები შემეცვალა🙂 ვგრძნობ ფეხების და პრესის კუნთებს და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ცხოვრებაში პირველად აღმოვაჩინე ნამდვილად, 100%–ით “იაფი და ხარისხიანი” პროდუქტი ბაზარზე. ვისაც ვარჯიშის სურვილი გაქვთ, უდიდეს რეკომენდაციას ვუწევ “თიდანს”. 2 კვირაში მექნება პირველი “გაზომვა” და რასაკვირველია შედეგებს პირველ რიგში თქვენ გაგიზიარებთ.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

10 Responses to დიეტა N 4 – კიდევ ერთი ვიზიტი დიეტოლოგთან

  1. nino says:

    ყოჩაღი გოგო ხარ,მთავარია შუა გზაზე არ მიატოვო ეს ყველაფერი და ბოლომდე მიყვე
    ღირს ეს ყველაფერი შენი იდეალური სხეულისთვის,ვარჯიშით მკვრივი სხეული გექნება,ბევრი მინახავს ვინც დაიკლო შიმშილობით და საშინლად ჩამოეწლაწა სხეული…

    წარმატებები,სულ გკითხულობ:)

  2. lilu says:

    mainteresebs ramdeni tve(dge) grdzeldeba es dieta. tu snam sasurvel wonas ar miagwev? warmatebebs gisurveb chemo kargo :*

    • ლილუ, ამ დიეტას კონკრეტულად განსაზღვრული ვადა არ აქვს, სასურველ წონას როცა მიაღწევ (ოღონდ მარტო წონით ვერ განსაზღვრავ, გიზომავენ ცხიმისა და კუნთის შეფარდებას ორგანიზმში და მაგის მიხედვით) მერე იწყება შენარჩუნების დიეტა და მერე გაძლევენ ზოგად რცევა–დარიგებებს, რომლითაც სულ უნდა იხელმძღვანელო. მერე 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა “დავენახო” ექიმს, რომ ყველანაერი დარღვევა გამოვრიცხოთ…

  3. blogger says:

    tidanis romel filialshi dadixar?

  4. marina says:

    ramdens davikleb? ar sheidzleba wiwaka ro r vwamo da xilit shevcvali vaimeee agar vici ra vqna dzalian minda 5-7kgs dakleba 3 tve maqvs dro da rogorc gamovtvale amdens tu davikleb gamxdari viqnebi.bevri dietebi vedzebe magram yvelgan ikleb ert kvirashi da mere ormagad imateb me ar minda shimshiloba rom organizmi davasusto amitom mwirdeba kargi dieta. magram yvela dietashi is sakvebi rac me sashinlad ar miyvars mag.tevzi masze alergia maqv qababi mawoni gagikvirdebat magram mat ver shevwam yvela karg dietashi wiwibura mawonshi areulio esao isao…. iqnebrame kargi da vitaminebitn\ savse dieta mishovot gtxovt

    • მარინა ბოდიში გგვიან რომ გპასუხობ, დიდი ხანია ჩემს ბლოგზე აღარ შემოვსულვარ… დამიჯერე მეც ძალიან ევრ რამეს ვერ ვჭამ დიეტურს, ვერ ვიტან მაწონს, ვერ ვიტან რძეს, ვერ ვიტან ჰოლანდიურ ყველს (უგულავას დიეტაშია ეს აქტიურად), ამიტომაც მივედი დიეტოლოგთან რომ ჩემი სასურველი საჭმელებიტ დაეკომპლექტებინა დიეტა, მიყევი ჩემს ბლოგს დაიწყე დიეტა N1 დან და მოყევი ბოლომდე, 10-10 დღე დაიცავი თითო, არც ერთ დიეტაში არ არის არც მაწვნის და არც რძის ხსენება🙂 ქაბაბი თუ არ გიყვარს ძალიან მარტივად შეგიძლია უბრალოდ შემწვარი ხორცით შეცვალო ოღონდ უმარილოდ რა თქმა უნდა, კიდევ თუ რაიმე შეკითხვა გექნება რომელიმე დიეტაზე, მომწერე…🙂 წარმატებები🙂

  5. marina says:

    gamcemt pasuxs!!!

    • თურმე როგორ ელოდებოდი პასუხს🙂 გიპასუხე უკვე, უბრალოდ დიდი ხანი აღარ ვიყავი შემოსული და ამიტომ დამიგვიანდა…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s