დღე 27 – მშია!!!


ძალიან ცუდად ამეწყო ეს 2 დღე. გუშინ დავარღვიე დიეტა, 3 სთზე შესვენებაზე გავედით სამსახურიდან და მანდ უკვე დავუშვი შეცდომა, ცხელი პიცა რომ მოიტანეს და დადეს მაგიდაზე სულმა წამძლია და მაინც ვჭამე🙂 თუმცა კარგი გოგო ვარ მაინც, მერე აღარ მიჭამია არაფერი, წყალი ვსვი, საღამოს ვივარჯიშე 1 სთ–ზე მეტი და დაკლებით თუ ვერ დავიკელი შევინარჩუნე მაინც წონა. დღეს კი დედამ “შემაცდინა”, ცოტა ქათმის სალათი ვჭამე დღეს ხორცის ნაცვლად სადილზე🙂 ძალიან არ მიყვარს დიეტის დარღვევა, მერე სარკეში რომ ვიყურები მგონია რომ მომატებული ვარ. დღესაც ვივარჯიშე და დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ დილით რომ ავიწონები მომატებული არ ვიქნები🙂 ძალიან მშიააა!!!!!😦

აქვე აღვნიშნავ, რომ თუ გინდათ თქვენი ზუსტი წონა გაიგოთ დილით, საბაზანო–ტუალეტის მოვლის შემდეგ უნდა აიწონოთ მხოლოდ თეთრეულის ამარა🙂 თუ სახლში სასწორი არ გაქვთ და გარეთ იწონებით, წონის კონტროლისთვის ეცადეთ რომ დაახლოებით ერთი “სისქის” ტანსაცმელი გეცვათ, 200–300 გ სხვაობას მაინც აძლევს ტანსაცმელი + ზამთრის დიიიიდიი ფეხსაცმელი.

ეს დღეები ძალიან მიჭირს, არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ ვარჯიში დავიწყე დიეტასთან ერთად. რა თქმა უნდა ეს ჩემს დიეტოლოგთან შეთანხმებულია, მაგრამ მან მთხოვა რომ ზედმეტად არ დამეტვირთა თავი. ძალიან მშივდება დღის განმავლობაში, ამაზეც გაფრთხილებული ვარ, რომ შიმშილის დროს შემიძლია ვაშლი ან კიტრი დავახმარო ორგანიზმს, მაგრამ მაინც გამიჭირდა…

თუმცა შედეგი უკვე იმდენად გამოხატულია, თან უკვე იმხელა გზა გამოვიარე არ მიღირს ახლა ყველაფრისთვის თავის დანებება და ამდენი წვალების წყალში ჩაყრა. ბლოგიც ძალიან მეხმარება, საკმაოდ ბევრი ვიზიტორი მყავს ბოლო დღეების განმავლობაში, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ძალიან დიდ სტიმულს მაძლევთ. ამ რთულ დღეებსაც გადავიტან და ზუსტად 1 თვის გასვლის შემდეგ (ზუსტად 3 დღეში) შედეგის სურათებსაც ავტვირთავ, ჩემი გადიდებული ტანსაცმლით და ჯინსებით, რომელშიც ვერ ვეტეოდი და უკვე ჩავიცვი და ისე გამიხარდა აღარ ვიხდი🙂

პ.ს. ყოველთვის, ყველა საქმეში დგება მომენტი, ყველაზე რთული მომენტი, როცა თუ დანებდი, ამ საქმეს მეორედ აღარ მიუბრუნდე, ხოლო თუ გადალახე აუცილებლად ბოლომდე მიიყვან. ეს მომენტი მაქვს ახლა მე, თუ ახლა დავანებებ თავს სულ დარჩება ჭარბი წონა ჩემს პრობლემად, თუ ამ დღეებს გადავიტან აუცილებლად მივაღწევ სასურველ წონას და მერე მთელი სულით და გულით ვიზრუნებ მის შენარჩუნებაზე🙂 და ბოლოს სურათი 9GAG – დან, ძალიან მოუხდება ჩემს პოსტს🙂

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

30 Responses to დღე 27 – მშია!!!

  1. latika says:

    dzalian damexmara sheni blogi gadacyvetilebis migebashi:) uaxloes dgeebshi mec vapireb kalbaton elelestan misvlas:) carmatebebi da gagvaxere sheni ambebit yvela:)

  2. iako says:

    gilocav kargi shedegi gaqvs. ra tqma unda ar unda danebdee. me samwuxarod ar maqvs shennairi nebisyopa da chems wonas vnebdebii :((( aq shemosvla stimuls madzlevs.imediaa rame gamomiva. warmatebebs gisurveeb :))

    • იაკო ეს დიეტა იმიტომაა კარგი, რომ ხანდახან რომ შემოგერღვეს ყველაფერს წყალში არ ჩაყრი… ასე რომ დაიწყე, ნელ–ნელა, ჯერ პური ამოიღე, მერე ეცადე ულუფები შეამცირო და მერე ეცადე დიეტის დაცვა🙂 წარმატებები🙂

  3. Katerrina Sh says:

    magaria. ar danebde wutier sisustes…
    isac kargi giqnia pica rom chame, mec vgijdebi comeulze da mag dros jobia 1 nacheri chamo dgis mandzilze vidre nervebis fasad dagijdes..
    aba shen ici.🙂

    • ki ashkarad, me mirchevnia davargvio im momentshi da iset ganwyobaze ar viyo rom araferi ar mechmeva da davigruzo… nerviuloba acherebs klebis process da amitom umjobesia cota imaimuno vidre nervozi daimarto🙂 tan arsad ar mechqareba, davikleb nel-nela da janmrtelad🙂

  4. Tatia says:

    ar danebde :)))) warmatebebi

  5. khatia says:

    dzalian did stimuls madzlev :))) mec dietaze var ukve meore kvira sruldeba da shen blogs xshirad vstumroobb<3 warmatebebs gisurveb<3

  6. Lika says:

    ვკითხულობ ბლოგს და გგულშემატკივრობ ძალიან, თან ჩემი გახდომის გეგმებსაც ვაწყობ ^^ გიორგაძესთან მისვლას ვგეგმავ მეც კაი ხანია, მაგრამ არა მგონია მარხვის დამთავრებამდე ღირდეს.. სამარხო დიეტა ალბათ არ არსებობს და მარხვის დარღვევაც არ მინდა… “თიდანის” შესახებ მეც იმდენი კარგი გავიგე, მივალ უახლოეს მომავალში. იქნებ მითხრად ზუსტად სად არის?

    • ლიკა, დიდი მადლობა🙂 მარხვის დროს დიეტა არ გამოვა ნამდვილად, რძის პროდუქტების მიღება მაინც მოგიწევს….
      თიდანს ფილიალები აქვს ჭავჭავაძეზე, პეკინზე და ვაჟაზე… ჭავჭავაძეზე დავდივარ მე, არის ზუსტად ვაკის პარკის პირდაპირ, ვითიბი ბანკის გვერდით… ძალიან ადვილი მისაგნებია, წარმატებები🙂

      • Lika says:

        და რა მაინტერესებს, გიორგაძის კლინიკა იაშვილის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადავიდაო თქვი და კონკრეტულად როგორ უნდა მივაგნო? მე აქვე ვმუშაობ, დიღმის ტრასაზე და ტაქსითაც რომ წავიდე ტასისტს ალბათ ეცოდინება და რამე კონკრეტული მინიშნება არსებობს, რასაც შეიძლება მივყვე ? :)) ხოდა კიდევ ერთი კითხვა, დიეტის დაწყებამდე ალბათ რაღაც წინა პერიოდი იყო ხომ? დაახლოებით ათდღიანი მაინც, სანამ ანალიზების პასუხებს გაიგებდით და დიეტას დაგინიშნავდნენ? იმიტომ ვკითხუობ, რომ მარხვის დასრულებამდე რომ მივიდე, ვთქვათ აპრილის დასაწყისში, აღდგომამდე ალბათ გარკვეული იქნება ჩემი ამბავი და მაშჲნვე შევძლებ დაწყებას… დიდი მადლობა წინასწარ!

      • ლიკა, ზუსტად აგიხსნი როგორც უნდა მიაგნო, სანამ იაშვილის კლინიკის ცენტრალურ შესასვლელამდე მიხვალ ტრასაზე არის “სახალხო აფთიაქი”, რომლის გვერდიტაც არის ეზოში კიდევ ერთი შესასვლელი და მანდ უნდა შეხვიდე. ახალი შენობაა და ჯერ კიდევ რემონტშია, გარედან აწერია “ენდოკრინოლოგიის ცენტრი” და მანდ შეხვალ, პირველივე სართულზე იკითხავ და გეტყვიან🙂 ოღონდ წინასწარ დარეკე მაინც და ჩაეწერე რომ ლოდინი არ მოგიწიოს. სანამ ანალიზების პასუხებს გავიგებდი იყო ორგანიზმის მოსამზადებელი დიეტა, რომელიც უფრო რთული იყო კიდევ ვიდრე ეს დიეტა უშუალოდ🙂 ჩემი აზრით ის დიეტა დანიშნეს იმიტომ რომ ორგანიზმი შეჩვეოდა უმარილო და უშაქრო საჭმელს, მაგრამ ძირითადი მაინც ხორცი და ხაჭო იყო და არ ვიცი მარხვის დროს რას დაგინიშნავს, შეიძლება სხვა ცილოვანი პროდუქტებით ჩაგინაცვლოს, ან სოკოთი ან ლობიოთი ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ სანამ მიხვალ თუ გინდა დაურეკე ელენეს თანაშემწეს, შოთას და კითხე მარხვის დროს თუ მოგიხერხებენ რამე დიეტის შედგენას… თუ მაინც გადაყწვეტ მისვლას მომწერე და ნომერს მოგცემ…

      • Lika says:

        დიდი მადლობა პასუხისთვის, ნომერი კარგი იქნება ნამდვილად. ცოტა კი შემეშინდა.. დიდი ნებისყოფა არასდროს მქონია დიეტების მიმართ და არც კი ვიცი, როგორ შევძლებ, მაგრამ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ალბათ გამომივა.. მთავარია შენარჩუნება შევძლო შედეგის..თორე მთელი ცხოვრება დიეტაზე ყოფნა არა მგონია პრაქტიკული იყოს😦
        ამ თვის ბოლოსთვის ვგეგმავდი მისვლას, რომ მარხვის დამთავრებისთანავე დამეწყო დიეტა.. ვცდი მაინც გარკვევას, წინასწარი დიეტის შესახებ არაფერი ვიცოდი და ამიტომ ვიფიქრე ანალიზებს მოვახმარდი მაგ დროს და მერე პირდაპირ დიეტაზე გადავიდოდი, მაგრამ თუ წინასწარი დიეტაც საჭიროა, მარხვის პირობებში ალბათ რთული ინქება, მაგრამ ვცდიდი მაინც ბედს.. დიდი მადლობა!

  7. m.s. says:

    ერთი რჩევა მინდა გკითხო🙂
    ანალიზები სისხლის საერთო, ჰორმონები ,მუცლის ღრუს ეხო, და ჩიყვზე ეხო დაახლოებით2 თვის წინ მაქვს გაკეთებული და ყველაფერი ნორმაში მქონდა . მაქვს 1 დადებითი მეც სისხლი და შენი დიეტა რომ დავიწყო მგონი ეფექტი უნდა მქონდეს არა?🙂 გარდა ამ
    ყველაფრის ცოდნისა,კიდე რა შეიძლება საჭირო იყოს ?

    • ეფექტი აუცილებლად გექნება, უბრალოდ მე მჯერა რომ უკეთესია ყოველტვის პროფესიონალის კონტროლის ქვეშ იყო… დიეტას ცოტა ფიზიკური აქტივობა უნდა დაამატო და ბეეეევრი წყალი🙂 წარმატებები🙂 დიეტებს აბსოლიტურად დეტალურად ვწერ თუ რამე შეკითხვა გექნება მომწერე🙂

  8. მოკლედ ვკითხულობ და გულით მიხარია, არ დანებდე, ეცადე არ დაარღვიო🙂 მე თვითონაც ვდდილობ დიეტის დაწყებს, ყოველ ორშაბათს, ყოველ მომდევნო კვირას, ყოველ მომდევნო ხელფასზე, თუმცა დრო ისე მიდის რომ ჯერ ჯერობით წონაში ვიმატებ და არა ვიკლებ, ასევე ვარჯიშის დაწყებასაც ვცდილობ და ვნახოთ რა იქნება, ჩემმა მეუღლემ თუ არ გახდები ამ ზაფხულს დასასვენებლად შენთან ერთად არ წამოვალო, იმედია ეს მაინც იმოქმედებს სტიმულად :დ :დ: დ

    • იმედია შენს მეუღლეს იდეალური ფიგურა აქვს, თუ არადა შეგიძლია შენც იგივე უპასუხო😉 მერე ვარჯიშშიც გეყოლება პარტნიორი და გაგიადვილდება :)) აი მეც მაგ ორშაბათმა დამღუპა და მიმიყვანა ამ წონამდე, ნუ დაელოდები ნურაფერს, ადექი ხვალვე და წადი სავარჯიშოდ, რომ დაიწყებ მერე ვეღარ გაჩერდები🙂

      • სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩემს მეუღლეს მართლა კარგი ფიგურა აქვს, ძალიან გამხდარია, მგონი ზედმეტადაც კი🙂🙂🙂🙂

      • საბედნიეროდ აშკარად :)) შენ მეუღლეს რაღას ერჩი🙂 როგორმე უნდა იპოვო დრო შენი თავისთვის, გახსოვდეს რომ ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, ყოველთვის სასურველი უნდა დარჩეს მამაკაცისთვის, საჭმელზე წინ უნდა დააყენო შენი ქმრის აღფრთოვანებული გამოხედვა ძალიან მაგარ ფორმაში რომ იქნები🙂 დღესვე დაიწყე, ნუ ელოდები ნურაფერს… ძალიან ძალიან ადვილია, მოიკრიბე ნებისყოფა და დაიწყე🙂

  9. gogo says:

    100 kg var da minda 77kg ze chamovide daaxloebit ramden xanshi movaxerxeb amas da vis mivmarto ? PS siamgle185

    • როცა დიდი წონა გაქვს, წონაში კლება შედარებით სწრაფად მიდის… ჩემი წონისთვის თვეში 5 კილოგრამი არის ნორმალური, ალბათ შენ თვეში 8 კილოგრამის დაკლებას შეძლებ… თუ ვარჯიშაც მიაშველებ 10 იც იქნება შესაძლებელი, ოღონდ ეს იქნება ჯანსაღი კლება და არა ორგანიზმის დანგრევა… მიმართე ელენე გიორგაძეს ჩემი მაგალითზე გეტყვი, ან სხვა დიეტოლოგს, რომელსაც გირჩევენ… როცა ამდენის დაკლება გინდა შენით ნუ შეარჩევ დიეტებს… წარმატებებს გისურვებ, მომიყევი რას იზამ აბა…

  10. Salome says:

    Dges agmovachine sheni blogi da dzalian didi stimuli momca, tumca samwuxarod giorgadzestan ver daviwyeb misvlas martivi mizezis gamo ro ar vimyopebi saqartveloshi. da dzalian mainteresebs shesadzlebelia tu ara chemtvis igive dietebis dacva rac blogze gamoaqveyne??

  11. Salome says:

    Dzalian mainteresebs da aucileblad vcdii shedegs mogwer pirveli 10dgis shemdeg😀 xvalidanve viwyeb da imedia shedegs mivigeb😀 dzalian momwons sheni blogi da xshiiri stumari gavxdebi:D

  12. ეს ბლოგი ეხლა დავათვალიერე ძირფესვიანად იმის გამო რომ , რაც სააღდგომო ქეიფები დახურულად გამოვაცხადე გადავწყვიტე დიეტაზე გადავიდე , რასაკვირველია პირველ რიგში ცომეული ამოვიღე , ბოსტნეული და ხილი ისედაც ძალიან მიყვარს ასევე რძის პროდუქტები ეს 2 სახის საკვები სავსებით საკმარისი ჩემთვის , ცომების და ხორცის მოთხოვნილე საერთოდ არ მაქვს , უბრალოდ ერთი პრობლემა მაქვს :დღის განმავლობაში რამდენიც არ უნდა ვჭამო ძალინ მშივდება საღამოს საათებში და ვინმემ თუ იცის ისეთი პროდუქტი (ჩაისა და ყავის გარდა:)) რომელიც შემიძლია საღამოს მივირთვა და არ გამასუქოს ??? აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 5-7 კილოს დაკლება მინდა მეტის არა🙂 გთხოოოოვთ ვინც წაიკითხავს ოქნებ მირჩიოთ რაიმე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s