შედეგები – დღე 31


დღევანდელი დღე არაჩვეულებრივად დაიწყო, ჩემი გაჯიუტებული და ერთ წერტილში გაშეშებული წონა კვლავ დაიძრა🙂 თქვენ წარმოიდგინეთ ამდენი “დარღვევა–მაიმუნობის” შემდეგაც კი. დღევანდელი დღის შედეგით 8 კგ. მაქვს დაკლებული. რაც საშუალოდ დღეში 260 დაკლებულ გრამს გულისხმობს🙂 აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ამ 31 დღის განმავლობაში მინიმუმ 5 დღე მაინც მაქვს დარღვეული, საერთოდ რომ არ დამერღვია 10 კგ მაინც მექნებოდა ახლა დაკლებული. თან დარღვევასაც ხომ გააჩნია – პიცას რომ შეჭამ დიეტის დროს, შემწვარ ხორცს და კარტოფილს ერთად, პურს და ცოტა შოკოლადსაც, აღარ გავაგრძელებ…

მაგრამ ეს ჩემი მეთოდიცაა და თქვენც გირჩევთ იგივეს გამოყენებას. როცა ძალიან გინდათ რამის ჭამა თავს ნუ შეიკავებთ და ამის გამო ხასიათს ნუ გაიფუჭებთ, თუ სუფრაზე მოხვდებით და მთელი საღამო ცუდ ხასიათზე უნდა იყოთ იმის გამო, რომ სხვების გემრიელ ჭამას უყურებთ, დამიჯერეთ ჯობია დიეტა დაარღვიოთ და სულ ცოტა მაინც მიირთვათ რამე. ნერვიულობა, ცუდი განწყობა და სტრესი ყველაფერზე ცუდად მოქმედებს, მათ შორის ნივთიერებათა ცვლასა და წონაში კლებაზეც. თან შეგიძლიათ შემდეგი დღე განტვირთვის დღედ გამოაცხადოთ და ასე აანაზღაუროთ წინა დღეს მიღებული ზედმეტი კალორიები. ნუ ელოდებით რომ დიეტის დაწყებისთანავე სასწაული მოხდება და სასურველ წონას უცებ მიაღწევთ. ყველაფერს დრო ჭირდება და მოთმინება, ნუ გეჩქარებათ შედგების მიღწევა და დიეტის დამთავრება. ჯობია დაიკლოთ ნელ–ნელა და ჯანმრთელად.

დასკვნის სახით – “ხასიათის გაფუჭებას დიეტის ცოტათი დარღვევა ჯობია”🙂

ყველა პოსტში ვწერ ამას და არც ეს იქნება გამონაკლისი. სვით ბევრი წყალი!!! დღის განმავლობაში 1.5 ლიტრი წყალი მაინც უნდა მიიღოთ. წყლის მაგიური ძალა საკუთარ ორგანიზმზე, სახის კანზე და განწყობაზე გამოვცადე. ეს არის დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების ერთ–ერთი უმთავრესი პრინციპი.

რაც შეეხება ვარჯიშს. ოთხშაბათს სავარჯიშოდ რომ ვიყავი გადავიღე სურათები და 1 თვის ვარჯიშის შემდეგ Before & After – ის კიდევ ერთი მასალა მექნება🙂 პროგრესი მაქვს – კუნთების პირველადი დაჭიმულობა მომეხსნა უკვე და მეტნაკლებად გაიღვიძა ჩემმა მიძინებულმა ორგანიზმმა. თან საშინლად მაწუხებდა ხერხემლის ტკივილები მთელი დღე ჯდომითი რეჟიმის გამო – ეს ტკივილები მომეხსნა, ვერც წარმოიდგენთ რამხელა შვებაა. დიდი მადლობა “თიდანს”. პარასკევს ან ორშაბათს (12 მარტს) მექნება გაზომვა და ვარჯიშის პირველ შედეგებს თქვენ გაგიზიარებთ. მისურვეთ რომ ბევრი სანტიმეტრები და კილოგრამე მომაკლდეს🙂

და ბოლოს🙂 ნუ დაელოდებით ჩემსავით მაინცდამაინც კრიტიკული წონის მიღწევას.

როგორც კი იგრძნობთ რომ ზედმეტი კილოგრამები გემატებათ იზრუნეთ მათ მოშორებაზე, ეს გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას და ენერგიას საჭიროებს. ნურც იმ “სასწაულ დღეს” დაელოდებით, როცა უფრო მეტი ფული გექნებათ ან უფრო მეტი დრო, დაიწყეთ წონის დაკლება და თქვენს სხეულსა და სილამაზეზე ზრუნვა დღესვე. გისურვებთ წარმატებებს და გილოცავთ 8 მარტს. იყავით ულამაზესი, უჯანმრთელესი, მუდამ სასურველი, შეყვარებული და  უბედნიერესი ქალბატონები. 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

25 Responses to შედეგები – დღე 31

  1. qeti says:

    chans rooo dzzz bevri ici zedmet wonaze me chem wonaze ati kiloti meti var 2 bavshvis gachenis shemdeg movimate amdeni, martla ar maqvs exla imis sashvaleba ro dietologtan mivide vapireb shen dietas mivyve fexdafex, ras mirchevt???

    • იქნებ იქამდე სისხლის ანალიზები მაინც აიღოთ, რომ დარწმუნდეთ რომ რამე დარღვევა არ გაქვთ… ეს დიეტები უშუალოდ მე დამინიშნა დიეტოლოგმა და არ ვიცი თქვენს ორგანიზმზე რამდენად ეფექტური იქნება, თუმცა არაჯანსაღი არაფერია ამ დიეტაში, 2 ბავშვთან ერთად ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ნამდვილად არ გექნებათ და წესით შედეგი უნდა გქონდეთ🙂 მომწერეთ ნებისმიერ დროს, წარმატებებიიი🙂

    • და აუცილებლად სვით ბევრი წყალი… ეს არის 50% დიეტის ეფექტურობის, ყველაფერი უმარილო და უშაქრო + ბევრი წყალი, მომწერეთ რამდენი კილო ხართ და გეტყვით დაახლოებით რამდენი ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ….

  2. m.s. says:

    თაკო, სასიამოვნოა შენი შედეგების წაკითხვა. წარმატებებს გისურვებ ! …🙂
    მაინტერესებს, რომელი ჯგუფის სისხლი გაქვს შენ?

  3. გვანცა says:

    თაკო მიხარია შენი წარმატებები, ახლახან დავიწყე შენი ბლოგის კითხვა და მეც სტიმული მომეცა რო დავიწყო გახდომა, მადლობა შენ!!!

  4. m.s. says:

    ერთი რჩევა მინდა გკითხო
    ანალიზები სისხლის საერთო, ჰორმონები ,მუცლის ღრუს ეხო, და ჩიყვზე ეხო დაახლოებით2 თვის წინ მაქვს გაკეთებული და ყველაფერი ნორმაში მქონდა . მაქვს 1 დადებითი მეც სისხლი და შენი დიეტა რომ დავიწყო მგონი ეფექტი უნდა მქონდეს არა? გარდა ამ
    ყველაფრის ცოდნისა,კიდე რა შეიძლება საჭირო იყოს ?

    დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ელენესთან მისვლა?

    • m.s. says:

      და წონით ვარ 67 კგ 1,73 სიმაღლეში. ჩემი სასურველი წონა 58-59 კილოა. რამდენი ლ. წყალი უნდა მივიღო დღეში?

    • რა არის იცი?? შეიძლება აგებულების მიხედვით ან რამის მიხედვით სხვადასხვა პროდუქტი დაგინიშნოს. მე მეკითხება რა მიყვარს და რა არა და მაგის მიხედვით მინიშნავს დიეტას, შეიძლება შენ რომ მიხვიდე სხვანაერი დიეტა გამოგივიდეს. მაგრამ თუ ვერ ახერხებ მისვლას ამ დიეტებს შედეგი უნდა ქონდეს. წარმატებები, აბა შენ იცი, გაგვაგებინე რას იზამ🙂

  5. nuciko says:

    თაკო ძალიან მომწონს შენი ბლოგი.. წარმატებებს გისურვებ. მთავარია ასე გააგრძელო, რაც მთავარია მონდომება გაქვს… მეც მინდა რომ ვარჯიში დავიწყო და თიდანში რამდენი საათია ხოლმე ვარჯიში, ჯერ აერობიკაა და მერე ტრენაჯორები? თუ მხოლოდ აერობიკა? ფეხები მაქ “ბუტკუცუნა”🙂 და მჭირდება სასწრაფოდ🙂

    • დიდი მადლობა ნუციკო🙂 თიდანში 1 სთ გრძელდება ვარჯიში, სულ აერობიკაა ჭავჭავაძეზე, მგონი პეკინზე აქვთ ტრენაჟორები… დარეკე და გეტყვიან ზუსტად, მაგრამ წონის დასაგდებად აერობიკა ჯობია, ტრენაჟორები უფრო კუნთების გასავითარებლადაა უკეთესი…

  6. qeti says:

    tako me 64 kilo var xval ukve viwyeb dietas (shen dietas) mogyvebi fexdafex sisxlic gaketebuli maqvs analizebshi aranairi cvlilebebi ar maqvs arc chiyvi maqvs ubralod orsulobis gamo movimate amdeni zedmeti kilogramebi da minda chems sxeuls davexmarooo sheni daxmarebit didi madloba yvelafristvis

    • დიდი მადლობა რომ კითხულობთ ჩემ ბლოგს🙂 ველოდები თქვენს შედეგებს, წარმატებები🙂

      • m.s. says:

        თაკო,შენი შედეგები სად არის?🙂
        მე მახსოვს,რომ დღეს უნდა გაგეზომა ფორმები და კილოგრამებიც აგეწონა :))

      • აუუუ ორშაბათს არ იყო თინიკოო, ჩემი ტრენერი და ვერ გავიზომე და გავბრაზდი და აღარ დავწერე პოსტი :)) ხვალ უნდა გავიზომო, ანუ ოთხშაბათს და აუცილებლად დავწერ ხვალ საღამოს პოსტს, სუ რო მკვდარი და გათიშული მივიდე სახლში, მაინც🙂

  7. qeti says:

    tako 64 kilo var da ramdeni sitxe unda mivigo dgis mandilze???

    • ქეთი, შენ დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე სითხე უნდა მიიღო, აიღე ერთი პეპსის ბოთლი და დაიდგი და სვი მთელი დღის განმავლობაში, ერთიანად კი არ დალიო ბევრი, გადაანაწილე დღის განმავლობაში, აბა შენ იცი ველოდები შენს შედეგებსაც, წარმატებები🙂

  8. var 163 sm da 65 kilo ra gavaketo ro gavxde?

    • შენ დაახლოებით 10 კგ გაქ დასაკლები ძალიან ზოგადად რო ვთქვათ არ ვიცი როგორ აგებულება გაქვს, მაგრამ წესით 10 კგის დაკლების მერე ძალიან კარგ ფორმაში უნდა იყო, 10 კილოს დაკლება შეგიძლია ძალიან მარტივად საღამოს არ ჭამით, შაქრის და მარილის მაქსიმალურად შეზღუდვით და ბევრი წყლის სმით, შეაჩვიე შენი თავი რო რაც შეგიძლია მოხარშული ჭამო არ შეწვა და მოხარშე, უმარლუობას და უშაქრობას ისე შეეჩვევი მერეც ეგრე შეჭამ და თუ ვარჯიში გეზარება იარე ფეხით ისეირნე, ან ამ სიცხეში აუზზე წადი და იცურე, ენრგია დახარჯე, ცოტა პრესები დაახმარე რო მუცელი არ დაგრჩეს… თუ ვარჯიშის დაწყებას აპირებ საკუთარი გამოცდილებით “თიდანს” გირჩევმ სხვა არც მე მიცდია და ვერ გეტყვი… მომწერე თუ კიდევ რამე დაგაინტერესებს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s