დღე 44 – შედეგები + დიეტა


ჩემი კლების პროცესი გეგმის მიხედვით მიდის. დიეტას მკაცრად ნამდვილად არ ვიცავ, ყველა შაბათ–კვირას ვარღვევ, მართალია შემდეგ დღეს ხილით ვაკეთებ განტვირთვას, მაგრამ მაინც დარღვევა დარღვევაა. მიუხედავად ამისა, დღევანდელი დღის მდგომარეობით 9 კგ მაქვს დაკლებული.

თუმცა კილოგრამებზე მეტად ჩემს შედეგებს დაკლებული სანტიმეტრები აჩვენებს. “თიდანში” სიარული 27 თებერვალს დავიწყე, მას შემდეგ მქონდა 8 ვარჯიში.

დასაწყისში ქალბატონმა თინიკომ (თიდანის დამფუძნებელმა და პროგრამის ავტორმა) ძირფესვიანად გამზომა🙂 კისრიდან დაწყებული კოჭებით დამთავრებული ყველაფრის გარშემოწერილობები და შესაბამისი ნორმები ჩამოვწერეთ. 6 ვარჯიშის შემდეგ გავიმეორეთ იგივე პროცედურა და შედეგები იყო მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი. ჯამში მთელ ტანზე 47 სანტიმეტრი მაქვს მოკლებული. 47!!!!!!!! ეს სანტიმეტრები ნაწილდება რა თქმა უნდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მაგრამ ყველაზე პრობლემურ ნაწილზე – წელიდან მუხლამდე – 28 სანტიმეტრი მოდის. ეს არის სასწაული შედეგი, რომელსაც მე ნამდვილად არ ველოდი თან ასეთ მოკლე დროში. დიდი მადლობა “თიდანს”🙂 სურათებისთვის 50–ე დღეს ველოდები. უკვე აშკარად მეტყობა დაკლება და ამას ყველა ამჩნევს გარშემო. ვერ წარმოიდგენთ ეს რამხელა სიხარულს და სიამაყის გრძნობას მანიჭებს.

17 მარტს მქონდა მორიგი ვიზიტი დიეტოლოგთან. პირველი ვიზიტი ღირდა 50 ლარი, შემდეგ იყო უფასო, ხოლო მესამედან მოყოლებული ღირს 20 ლარი. ეს 20 ლარი ხელფასიდან შემოვინახე, თორემ თვის მეორე ნახევარში სადღა მაქვს ერთიანად “ამხელა” თანხა🙂 კარგია ის, რომ წამლებისგან სრულიად გავთავისუფლდი. მხოლოდ 1 აბი “მილგამა” უნდა მივიღო დილით, რომელიც ნახშირწყლების შეწოვას უშლის ხელს. კიდევ ერთი კარგი ამბავია ის, რომ დიდი ხვეწნისა და  ვაჭრობის შემდეგ ყვეეელაზე გემრიელი საუზმე “მაკარონი ყველთან ერთად” ისევ დარჩა ჩემს დიეტაში. ეს დიეტა გრძელდება 2 კვირა და შემდეგ კიდევ ერთი ვიზიტი🙂 მაშ ასე, დიეტა:

  • 09:00   50–60 გ. მოხარშული მაკარონი + 1 ნაჭერი ყველი
  • 12:00   1 ც. კიტრი + 1 ც. მოხარშული კვერცხი + 150გ. “გაროხი” ან სიმინდი
  • 15:00   200 გ. მოთუშული სოკო მწვანილებთან ერთად ან 200 გ. შემწვარი თევზი (რა თქმა უნდა უმარილოდ)
  • 18:00   1 ც. ვაშლი + 1 ც. ფორთოხალი ან კივი ან მანდარინი

1.5 – 2 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში.

საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ამჯერად დიეტას აღარ დავარღვევ + ვივარჯიშებ მთელი მონდომებით და აპრილის შუა რიცხვებისთვის უკვე სასურველ ფორმაში ვიქნები.

2 რამე მინდა გითხრათ ყველას, ვინც ჩემ ბლოგს კითხულობთ. პირველი – დიდი მადლობა, რომ მამხნევებთ თქვენი ვიზიტებით და კომენტარებით და მეორე – თუკი თქვენც გაწუხებთ ჭარბი წონის პრობლემა, დაიწყეთ ამაზე ზრუნვა დღესვე. ეს ძალიან ძალიან მარტივია, თუ კი დაისახავთ მიზანს და მოინდომებთ მთელი სულით და გულით ყველაფერი გამოგივათ. გახსოვდეთ, რომ კარგ ფორმაში ყოფნა პირველ რიგში თქვენ მოგანიჭებთ უდიდეს სიამოვნებას, იზრუნეთ საკუთარ თავზე!!!

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

73 Responses to დღე 44 – შედეგები + დიეტა

  1. tami says:

    აუ მეც მინდა დიეტა სასწრაფოდ!!! გაზაფხხულისთვის ერთ ხუთ კილოს დაიკლებდა კაცი

  2. nino says:

    shedegebis suratebs rodisken dadeb?dzalian mainteresebs.

  3. m.s. says:

    თაკო, მე უკვე გადავწყვიტე და დავიწყე შენთვის დანიშნული დიეტა 🙂
    იმედი მაქვს არ დავარღვევ ( როგორც ეს ჩემს მეგობრებს გონიათ :))
    შენი ბლოგი მართლაც სტიმულია და მუდმივად შემოვდივარ ხოლმე.
    წარმატებები და არ დაარღვიო ! :)) ამდენი შედეგის გაფუჭება საცოდაობაა ნამდვილად !!!🙂

    • დიდი მადლობააა🙂 აბა შენ იცი წარმატებები, გამაგებინე რას იზამ… რამდენი ხანია რაც დაიწყე?

      • m.s. says:

        მეოთხე დღეა და საერთოდ არ მიჭირს სხვა დიეტებისგან განსხვავებით. ჯამში 6-7 კილოს დაკლება მინდა.ერთადერთი დისკომფორტი ამდენი წყლის დალევაა🙂

      • კიი წყალი ცოტა ძნელია, ფაქტიურად საპირფარეშოში უნდა გადასახლდე :)))))))))) მაგრამ ესაა ის, რაც შლაკებისგან და ყველაფერი ცუდისგან წმენდს შენს ორგანიზმს… ასე რომ სვი ბევრი წყალი!!!!

  4. qeta says:

    09:00 50–60 გ. მოხარშული მაკარონი + 1 ნაჭერი ყველი
    12:00 1 ც. კიტრი + 1 ც. მოხარშული კვერცხი + 150გ. “გაროხი” ან სიმინდი
    15:00 200 გ. მოთუშული სოკო მწვანილებთან ერთად ან 200 გ. შემწვარი თევზი (რა თქმა უნდა უმარილოდ)
    18:00 1 ც. ვაშლი + 1 ც. ფორთოხალი ან კივი ან მანდარინი
    1.5 – 2 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში……… <—- anu es aris dietaa??? daa ramdeni xani unda vimeoro es dge??? ramden xanshi momcems shedegs???? da saertod me 16 wlis var da sheileba amis gaketebaA?? dzalian minda 10 dan 15 kg mde daklebaa,, mipasuxe pls :(((((((

    • კი ეს არის დიეტა, მაგრამ შენი ასაკისთვის რამდენად შეიძლება ვერ გეტყვი… შენ ორგანიზმში ახლა ძალიან ბევრი ცვლილება მიმდინარეობს და მკაცრი დიეტის დაცვა ნამდვილად არ არის რეკომენდირებული… ძალიან კარგი იქნება თუ მიმართავ სპეციალისტს, 16 წლის ასაკლში 15 კილოგრამის დაკლება ისეთი საკითხია, რომელშიც აუცილებლად პროფესიონალი უნდა იყოს ჩართული… თუ გინდა რომ ჯანმრთელობას არ ავნო, შენით ნუ ამოარჩევ დიეტებს…

      • m.s. says:

        თაკო,მე ისე დავიწყე ზუსტად,როგორც შენ– ანუ პირველი 10 დღე რაც შენ გააკეთე, მერე მეორე ათი დღე სხვა პროდუქტი და ა.შ.
        ხომ სწორად მივდივარ? 🙂
        მაკარონი IV ნაწილში იწყება .

      • კი ნამდვილად სწორად მიდიხარ, მესამე და მეოთხე დიეტები 2–2 კვირა გრძელდება ოღონდ… მე ვარ 21ის და მაინც ასე თუ ისე ცდილობს რომ ძალიან დაბალკალორიული დიეტა არ დამინიშნოს და შენ მითუმეტეს, ცოტა რამე დაამატე მაინც ამ საჭმელებს, ან ვაშლია ან დილით ჭვავის უსაფუარო პური, ან ხაჭო…. ეს დიეტები ჩემზეა მორგებული მაინც…

      • qeta says:

        kargi gmadlob:*

      • toni says:

        gamarjoba 67 kilo var da minda daviklo is 7 kilo momecona tqveni dieta magari kargia magram upro martivi produqtebisagan shemdgari dieta xom ar icit ro mirchiot anu upro ekonomiuri didi madlobeli dagrchebi tu mipasuxeb

      • toni, 7 kilos daklebas tu sworad mixedav tavs 1 tveshi shedzleb martivad da umtkivneulod, ubralod comis da sufta shaqris da tkbileulis amogebit, marilis shemcirebit🙂 ecade zets erido, shemwvars yoveltvis moxarshuli archie da sagamos saatebshi nu shecham. youtubze rame varjishi modzebne 20 wutiani da kvirashi 3 jer ivarjishe da ise mogshordeba kilogramebi dietac ar dagchirdeba🙂

  5. Lika says:

    ყოველ დღე ვიწყებ და ყოველ საღამოს ვგეგმავ ხვალიდან ვარჯიშზე/ცურვაზე მისვლას, მაგრამ ხან რა ხდება, ხან რა… (ეს წელი ზოგადად ცუდად დამეწყო) უკვე ერთი სული მაქვს, როდის მივალ დიეტოლოგთან, მაგრამ ამჯერად მარხვის გამო “მეშლება ხელი” და ცოტა არ იყოს დიეტისაც მეშინია.. დიდი ნებისყოფით არ გამოვირჩევი.. მარხვის დაცვა უფრო მიადვილდება, ვიდრე დიეტის.. არადა, მინიმუმ 10 კილო დამიგროვდა უკვე დასაკლები..
    ცოტა ვერ გავიგე, დიეტებს რომ წერ ხოლმე, ეს დიეტა/საკვები ყოველ დღე მეორდება? კვირის დღეების მიხედვით სხვადასხვა საკვები არ არის?

    • 10 დღე ერთი და იგივე მენიუ გაქ, მერე 10 დღე სხვა და ა.შ.🙂 დიეტის დაცვა საკმაოდ რთულია, მაგრამ მთავარია მონდომებააა და მთებსაც გადადგააამ🙂

  6. Lika says:

    სხვათაშორის, ვისაც დეიტოლოგის დახმარების გარეშე საკუთარი თავის კონტროლის ნებისყოფა გაქვთ ამ საიტს გირჩევთ
    http://www.weightwatchers.com/index.aspx
    ეს არის ვებ-გვერდი, რომლის დახმარებითაც თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ თქვენს მიერ მიღებული საკვების კალორიების რაოდენობა, დაითვალოთ დღჲს განმავლობაშჲ ფიზიკურ აქტივობაზე დახარჯული კალორიები და მოამზადოთ გემრიელი დიეტული საჭმელები სახლში არსებული მასალისგან.
    ცოტა ხნის წინ სტოკჰოლმში ვიყავი და იქ აღმოვაჩინე ამ ვებ-გვერდის შვედური ანალოგი. ეს ამრიკული ვარიანტია და ინგლისუს მცოდნეებს ძალიან გაუადვილდება მისი მოხმარება, მაგრამ ერთი სირთულე ალბათ ის არის, რომ ორივე ვარიანტში საკვები გათვლილია ლოკალურ გარემოზე და ქართული სამზარეულოს და ჩვენზე ყველაზე პოპულარული ყოველდღჲური კერძების კალორიების დათვლა ალბათ ცოტა რთული იქნება, მაგრამ ვისაც დრო გაქვთ და კომპიუტერთან მხოლოდ ამ პროგრამის შესწავლაში 3-4 საათის დახარჯვა არ გენანებათ, ალბათ შედეგსაც მიიღებთ… მე ვიზარმაცე… (ბლუშ) (პირველი ერთი კვირა საცდელი იყო და უფასო ავტორიზაციას იძლევა, შემდე ფასიანია)

    • ასეთი საიტები დროს მოითხოვს, რომელიც სამწუხაროდ არ მაქვს :)) ისე ძალიან კარგი რამეა და ღირს ცდა…

      • Lika says:

        ხო, დრო და ნერვებიც :))

        გიორგაძის კლინიკის ნომერს ხომ ვერ მომწერ? მიღებაზე მინდა ჩავეწერო..

        მადლობა

      • http://www.vidal.ge/company/more2.php?ID=42&mid=2428 აი ესაა საიტის მისამართი და ეს არის მისი თანაშემწის ნომერი: 558972741, შოთა. შოთასთან დავდივარ მე ძირითადად და უთხარი რომ ელენესთან გინდა სიარული და გეტყვის როდის მიხვიდე…

  7. Nuka says:

    agfrtovanebuli var sheni shedegit da dzalian maxarebs sheni carmateba! sheni mizandasaxulobac samagalitoa namdvilad! moutmenlad velodebi suratebs:) kidev ramdeni kilos daklebas gegmav?
    marxvas rogorc movrchebi egreve vicyeb am dietas:))
    p.s. me mudmivad gaxsnili maqvs es blogi da tvals vadevneb shens postebs… :))

    • დიდი მადლობა ნუკააა :*:*:* ჩემი ერთგული მკითხველი ხარ შენ :)) სურათებისთვის ველოდები კვირის ბოლოს და აუუუცილებლად გადავიღეებ, მეც ძალიან მაინტერესებს სხვათაშორის სურათებზეც თუ გამოჩნდება კარგად🙂 მაგრამ იმდენად ყველა ამჩნევს იმედია თქვენც დაინახავთ :))

  8. maia says:

    gamarjobat,exla vnaxe es saiti da dalian davinteresdi radgan meore bavshvis gachenis shemdeg wona ver davigde sasurvel shedegamde.agar vici ra vkna araperi agar mergeba.am dietit ramden xanshi xdeba dakleba?

    • მაია, გააჩნია რა წონა გაქვს და რამდენის დაკლება გინდა… საერთოდ წონის ნელა დაკლება არის ყველაზე ჯანმრთელი და რაც მთავარია შენარჩუნებადი… რაც უფრო სწრაფად უჯკებ მითუ უფრო სწრაფადვე იმატებ… მე დავიკელი 10 კილომდე თვენახევარში, რაც საკმაოდ სწრაფი კლებაა… და კიდევ მინდა 7–8 კილოგრამის დაკლება დაახლოებით 1 თვეში… ანუ დაახლ. 20 კილოგრამამდე დავიკლებ 3 თვეში ჯამში…

  9. m.s. says:

    თაკო, იცი მე ზუსტად 3 კილო მაქვს 4 დღეში კლება ელექტრონული სასწორის მიხედვით🙂
    თუმცა აქედან მაინც ნახევარ წონას ვთვლი დაკლებულად. დანარჩენი ნახევარი ალბათ სითხეა,ხო? 68,700 დან მაჩვენა 65 ,700 ზუსტად იგივე ტანსაცმლით🙂

    • ვაიმეეე, ძალიან მაგარი შედეგი გაააქვს, აი ძალიან მაგარი :)) ყოჩაღ შენ🙂 წყალს ხომ სვამ ბევრს? მთავარი ეგ არის და აბა შენ იცი, კიდე მომწერე ხოლმე შედეგები… ისე თავიდან მეც სწრაფად დავიკელი და მერე ცოტათი შენელდა. არ შეგეშინდეს🙂

      • m.s. says:

        ნუ წყალს ვსვამ, სხვა რა გზა მაქვს?! ვითვლი თან რომ მინ. 1,5ლ გამოვიდეს მაინც თუ მეტი არა. ტანზე ესე არ მეტყობა 3 კილო თითქოს და ალბათ 2 კილოს მერე უფრო დამეტყობა🙂
        27 აპრილამდე არ ვარღვევ !!! 🙂

      • go, go, go!!!:) მე ეხლაც ვერ ვატყობ ამდენი კილოს მერე და მარა გარშემო ყველა ატყობს, ცოტაც მოითმინე და დაგეტყობა, თან ისე რო შარვლებზეც შეატყობ🙂 რა მაგარი შეგრძნებაა რო იცოდეეეე🙂

  10. Nuka says:

    gaixare :* darcmunebuli var sxvaoba didi iqneba:) amdeni kilo da amdeni santimetri seriozuli shedegia!🙂

    • კიიი, რავიცი გარშემო ყველა მატყობს, ტანსაცმელიც გამიდიდდა, მაგრამ მაინც ჯერ დასაკლები კიდევ ბევრია :))) კვირას იქნება სურათები, საიუბილეო 50–ე დღეს :))

  11. Nuka says:

    garderobis ganaxleba ukve gchirdeba albat🙂

  12. tinatin says:

    gamarjoba🙂 jer Zalian did warmatebas gisurveb, agesrulebinos sheni survili da gamxdariyavi iseti rogoric ginda rom iyo🙂 erti kitxva maqvs sport darbazShi dadixar rogorc vici da varjishis mere ori saaTi arc cham sheidzleba da arc wylis daleva ? iqneb mipauxo🙂

    • თინათინ, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში🙂 მეორე რიგში, ვარჯიშის დროს ორგანიზმი ხარჯავს დიდი ენერგიას, რომლის წყაროდაც იყენებს ცხიმებს… ვარჯიშამდე 1 სთით ადრე მაინც რომ არ უნდა ჭამო გეცოდინება, შეგაწუხებს მაინც… ვარჯიშის შემდეგ კი თუკი საჭმელს შეჭამ ორგანიზმი მალევე აღიდგენს დაკარგულ ცხიმებს… მსუბუქად შეგიძლია რომ ჭამო, მაწონი ან ვაშლი.. მთავარია ნაკლები კალორია მიიღო ვიდრე დახარჯე, მაგრამ გირჩევდი 2 სთ თავის შეკავებას… წყალი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მაინც 1 სთ ვცდილობ რომ არ დავლიო…

  13. nanikonanita says:

    დიდი ინტერესით გადევნებ თვალს🙂 ასე გააგრძელე, მიხარია შენი შედეგები და ეს კიდევ ერთგვარი სტიმულია ჩემთვის🙂 პ.ს. კარგი იქნება თუ 1 სტატიას მაინც საკუთარი თავის ხელში აყვანასა და თვითშეფასების ამაღლებაზეც დაწერ🙂

    • კიი, ცოტა მიჭირს მაგ თემაზე წერასმ იმიტო რო დიდი ნებისყოფით არ გამოვირჩევი, მაგრამ აუცილებლად დავწერ, მადლობა იდეისთვის :*:*:*

  14. tiin says:

    au chemi komenatari ar gaketda mgoni , warmatebas gisurveb tqo ewera :))) da mainteresebda varjishis mere ori saati wylis daleva tu sheidzleba tqo🙂

  15. m.s. says:

    თაკო,ერთი კითხვა მაქვს: ეს 5 სახეობის დიეტა 10 დღის მაგივრად 5-5 დღე რომ გავაკეთო დიდი დარღვევა იქნება? ან თითო კვირა?
    და კიდევ იოგურტი რომ გიწერია ეს ჩვეულებრივი ტკბილი,ხილის იოგურტია თუ ისე?(პროცენტობა გასაგებია -დაბალი) 🙂

  16. tiin says:

    :)))))) მადლობააა , კი საჭმლის ჭამის პრობლემა არც მაქვს , ორი საათი ნადმვილად არ ვჭამ, წყალი მწყურდება ხოლმე და ჩემა ინსტრუქტორმა დამრთა ნება დალევის მაგრამ მაინც მაინტერესებდა :)) წარმატებებიიიიიიიიი

  17. shegidzliaat am dietis yvela etapi ro chamowerot toe ver vnaxe sruli versia

  18. ninikoo says:

    vaime dzaan momewona es gverdiii 17 wlis var shen simagle anu 167 da 60 kiloo dzaan minda 7 kilos dakleba an 8 ar mawyendaa magram saocrad mesikvdileba 8 saatze miwevs saxlshi mosvla da patiurad am dros viwyeb chaamas 12 mde ki vaswreb samjer dges daviwye wiwiburas dieta 10 dge chamovxvdebi chamoval 55 kiloze amra 1 kvirahsi aval 60 mde meec waval albat giorgadzestaan

    • xooo, niniko ert kvirashi daklebuli 10 kilo zustad 4-5 dgeshi dagibrundeba ukan… ase rom jobia daiklo nel-nela da xarisxianad, mec zustad eg problema mqonda ro gvian vchamdi magram vaidzule sakutari tavi da vcham dguis ganmavlobashi, ase rom iqneb rogorme sheechvio… sagamos chamit nebismieri wonidan moimateb…

  19. limeline says:

    shemtxvevit agmovchdi shens blogze da ise chamitria, tavidan movyevi da bolo postamde movedi. kidev bevri rom gqonoda dacerili imasac ase erti amosuntqvit cavikitxavdi. aucileblad vapireb shemogiertde, mec sheni satsyisi parametrebis var daaxloebit da chemi shedegis shedarebis sashualeba meqneba mere:) chemi gegmaa 13 kg-s dakleba, anu minda sascorma 60 kg michvenos. ivnisis bolomde minda amis gaketeba. varjishze isedac davdivar ukve didi xania da ivlisamde abonimenti kidev maqvs, ase rom magasac gavagrdzeleb da vimedovneb rom shedegic meqneba sasurveli.ise 3 kviris cin shevzgude tkbileulis da comeulis chama da 4 kg-mde maqvs daklebuli:) aba vnaxot tu gamomiva da mec tu shensavit viyochageb. icode, ar shecyvito cera:) shen imedze var da ecade ufro xshirxshirad posto xolme da gagvaxaro. rogorc chems axlo megobars ise gcer martla, dedas geficebi:)

  20. tiin says:

    აქ ფოტოები უნდა დადებულიყო :))) დაიიიდდოოოს !!!❤ :)) წარმატებები :))

  21. iako says:

    თაკო იციი როგორ ველოდებიი ახალ პოსტსს? მიდიი რა გვითხარი რამეე. :||

  22. mokled movabi tavi da davicke varshishze siaruli, cklis aerobikaze, da imedia dietasac davickeb😀😀😀😀😀😀 : shen carmatebebiiiiiiiiiii sanitimetrebze gavogndi , dzalian amgariaaaaaaaaaaa :))))))))))))))

    • ekaaa exla ar minda cudad vimoqmedo shenze, magram gamocdileba unda gagiziaro, akvaze davdiodi 2 tve primeshi tan akvas mere aucileblad 2ive saunashi da mere kide vcuravdi cota xani, magram mainc ar mqonda iseti shedegi rogoric aq maqvs, akva kargia ukve gamxdrebistvis gasamkvriveblad, dasaklebad sakmaod neli efeqti aqvs, iqneb aerobika gecada????

  23. Teo.G says:

    tako rom gvitxari 18shi gegas sachuqari unda gavuketo ogond jer saidumloao exla mainc gvitxari ra achuqe rom dagvaintrige :D:D da kidev sheni potoebi unda dagedo tuar vcdebi :****

  24. m.s. says:

    თაკო, მარინა თქვენთან მთავარი ბუღალტერია თუ რიგითი?🙂 გვარი არ ვიცი. ჯვარს გვაცვა შედარების აქტის შედგენაზე :))

  25. m.s. says:

    ara, agar shegawuxeb. tqvenma finansurma direqtorma daureka ukve chvens finansurs :)))) mgoni gaarkveven🙂
    ise shens shedegebs da suratebs mec velodebi. me kidev 1 kilo davikeli🙂

  26. nynuca says:

    gexvewebt damexamret raaaa !!! :((( var 168 cm da 67 kg, minda gavxde 53 kg da ikneb am blogis avtori damexmaros da mirchios rogor movikce anu shen titon rogor mokeci .?? dzalian gtxov damexmare raa :******** minda rom daviklo rac sheidzleba male amovida ukve yelshi uazro dietebis dacva da mere isev wonashi momateba😦 damexmare velodebi shens pasuxs :* :* :* :* :* madlobaaa

    • ninuca chemi pasuxi albat ar gagakvirvebs, tu chem postebs gadaxedav naxav ro me zustad shemtxvevit archeulma dietebma mimiyvana iset wonamde rom lamis depresiashi chavvardi, amitom chemi janmrtelobac rom shemenarchunebina da wonashic dameklo mimvarte elene giorgadzis klinikas, iqneb shenc gecada? dazgveuli tu xar yvelanaeri analizi aginazgaurdeba da vizitebi 20 lari girs, ase rom namdvilad girs… iqneb gecada??? da aucileblad dro gamonaxe varjishis an curvis an cekvis an rame fizikuri aqtivobistvis, tundac shemogergves wonashi ar moimateb imitom rom varjishis dros udidesi energia ixarjeba… tu dawvrilebit gainteresebs rame informacia kidev momwere, aba shen ici🙂

  27. m.s. says:

    tako wonashi rogor xar? ikleb kide tu uchirs ukve nel-nela organizms? suratebi ver gadaige xo?!… 🙂

    • აიიიი ამ წამს დავდე ახალი პოსტი, აბა შეაფასეთ უჭირს თუ არა🙂 წონის კლება რა თქმა უნდა შენელდა და ეს არცაა გასაკვირი, თავიდან უცებ აკრეფილი კილოგრამები მოვიშორე და ეხლა წლების წინ ნაგროვები უნდა მოვიშორო, 7 კგ დამრჩა და კიდევ 1 თვე დამრჩა ალბათ მიზნამდე… მერე შენარჩუნება🙂

  28. gogoebo batumshi ar icit vinme dietologi

  29. Laurie says:

    You need targeted traffic to your website so why not try some for free? There is a VERY POWERFUL and POPULAR company out there who now lets you try their traffic for 7 days free of charge. I am so glad they opened their traffic system back up to the public! Check it out here: http://voxseo.com/traffic/

  30. xato says:

    tako mec minda mogbaco ckali ver gavige mineraluri uda davlio tu chveulebrivi ckali madloba cinascar

  31. shoko says:

    dzaan minda gaxdoma da iqneb damexmarot rame originaluri da shedegiani dieta mirchiot.madloba winaswar.

  32. anouk says:

    da aki suratebi devso, sad aris aba?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s