დღე 61 – შედეგები + ახალი დიეტა (N6)


ჩემთვის ძალიან კარგი სიახლით მინდა პოსტი დავიწყო🙂 1 თვეზე ცოტათი მეტია, რაც “თიდანში” ვვარჯიშობ, ყოველ 2 კვირაში ერთხელ უნდა გავიზომო, რომ გავიგოთ როგორ მიდის კლების პროცესი და რა ვარჯიშებია დასამატებელი. სამშაბათის (3 აპრილის) მონაცემებით კიდევ 33 სმ. მაქვს მოკლებული. ჯამში 1 თვის მანძილზე 80 სმ. გარშემოწერილობები მომაკლდა. რაც ნიშნავს იმას, რომ შარვლები, რომლებსაც ადრე ვერ ვიცვამდი ახლა უკვე დიდი მაქვს. უკვე აშკარად ეტყობა სხეულს ვარჯიში, ფორმები დაიხვეწა, წელშიც კი გავიმართე, თავისუფლად ვიცვამ მომდგარ მაისურს ჟაკეტის გარეშე, ადრე გვერდები მეტყობოდა და აუცილებლად რამე უნდა გადამეცვა🙂 მოკლედ ზაფხულს სრულ მზადყოფნაში დავხვდები…

ვარჯიშის კიდევ ერთი პლიუსი ის არის, რომ დიეტაში “მაიმუნობის” საშუალებას გაძლევს. როცა ვიცი, რომ ვარჯიში მაქვს ვჭამ რაც ძალიან მინდება, მაგალითად ნაყინი მომინდა, ვჭამე მაგრამ ვიცი რომ ვარჯიშით ამ კალორიებსაც დავწვავ, კიდევ უფრო მეტსაც და საბოლოო ჯამში მაინც კლებაში წავალ.

რაც შეეხება ახალ დიეტას. როცა მივედი გულახდილად მოვუყევი დიეტოლოგს, რომ მთელი 2 კვირა ვარღვევდი დიეტას. ამიტომ ეს დიეტა ცოტა უფრო ნოყიერი გამიკეთა, რომ აღარ დავარღვიო, საკმაოდ ბევრს ვჭამ, მაგრამ მაინც ძალიან მომბეზრდა მუდმივად დიეტის რეჟიმში ყოფნა და უკვე ვატყობ რომ საწყისი შემართებით ვეღარ ვარ განწყობილი, მაგრამ მაინც არ ვნებდები, მგონია რომ ეს რამდენიმე დღიანი კრიზისი მალე გაივლის.

ახლა დამინიშნა დიეტა, რომელიც უნდა დავიცვა 2 კვირის განმავლობაში, აღდგომის დღეებში მაქვს უფლება ცოტა პასკა და კვერცხი ვჭამო (დიდად არ მიყვარს, მაგრამ მაინც), 16 ში უნდა გავაკეთო განტვირთვის დღე (0.5 ლ კეფირი + 1 კგ. ვაშლი), უნდა ავიწონო და დავიწყო ჩვეულებრივ რეჟიმში ჭამა, ანუ დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში აღარ უნდა ვიყო დიეტაზე. ამის შემდეგ ისევ უნდა მივიდე და ვნახავთ რა ტემპით აღიდგენს ჩემი ორგანიზმი დაკარგულ კილოგრამებს და შემდეგ რა იქნება ჯერ არ ვიცი… ან ცოტა ხანი ისევ დიეტა მომიწევს და მერე შენარჩუნება, ან უკვე შენარჩუნების რეჟიმზე და გაძლიერებულ ვარჯიშზე გადავალ.

საბოლოო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ ელენე გიორგაძის კლინიკაში მისვლით, მართალია დიეტას ვარღვევ ხოლმე, მაგრამ ვსწავლობ ბევრ წესს, რომელსაც მერე მთელი ცხოვრება დავიცავ და შეძლებისდაგვარად წონას ჯანმრთელად შევინარჩუნებ. ახლა კი ჩემი VI დიეტა:

  • 09:00 – 1 ნაჭერი ჭვავის პური + 1 ნაჭერი ყველი + 1 ც. კიტრი
  • 12:00 – 150 გ. მწვანე ლობიო, მოთუშული, მწვანილებით და ხახვით (უმარილო)
  • 15:00 – 200 გ. მოთუშული ყვავილოვანი კომბოსტო + 1ც. უმარილო ქაბაბი (200გმდე ხორცით)
  • 18:00 – 1 ც. ვაშლი + 1 ც. ფორთოხალი

დღის განმავლობაში მინიმუმ 1.5 ლიტრი წყალი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

35 Responses to დღე 61 – შედეგები + ახალი დიეტა (N6)

  1. A Magazine says:

    ar danebde, aseti shedegebi da amdeni cvaleba cyalshi ar chayaro. tumza vtvli rom imdenad dabalkaloriul dietaze xar rom araushavs tsotas tu daargvev. tumza ajobebs nayinis magivrad xili, bostneuli, tsota yvelit (shens shemtxvevashi umarilo) miirtva an tundac xorci, tevzi… cilebia da anayrebs kargad:) tan sasargebloa:)

  2. likunca says:

    vaiih litranaxevari kiara wyals ise shevechvie ert 2 litras vsvam..komptan ro davjdebi da mividgam botliit :D:D:D

  3. tamar says:

    ეს უმარილო საჭმელი რა უბედურებაა,იმიტო დავანებე გიორგაძეს კლინიკაში სიარულს თავი.თავიდან შემერთებით აკეთებ,შედეგიც გეტყობა,მაგრამ ორ-სამ თვეზე მეტი ჩემი მტერი გაჩერდა უმარილო საკვებზე.მერე ისევ იმატებ.რავიცი ყველაფერი სუბიექტურია,მე პირადად არ მომწონს ეგ კლინიკა,ასე მგონია დრობით ეფექტზეა გათვლილი

    • თამარ კი გასაგებია, რომ ძალიან ძნელია ხანგრძლივად დიეტაზე ყოფნა, მაგრამ შეძლებისდაგცარდ გირჩევენ შენთვის სასუვრელ კერძებს, თან დროებით ეფექტზე არაა გათვლილი, რაც უფრო დიდ ხანს იკლებ მით უფრო ძნელად იმატებ, თან დიეტის შემდეგ გაძლევენ გარკვეულ ინსტრუქციებს რომლითაც მთელი ცხოვრება იხელმძღვანელებ… თან იქამდე უნდა დაიცვა შენარჩუნების დიეტა… ინდივიდუალურია პრინციპში, მე მომწონს ჯერ–ჯერობით🙂

    • gijmaj says:

      შეჩვევაზეა მარილიანი. მე უკვე დიდი ხანია მინიმუმამდე დავიყვანე მარილი საკვებში. :)) თავიდან უცხოობ, მერე უკვე უგემურად აღარ გეჩვენება :)))

      • კი, მე უკვე ცოტა მარილიანს რო ვჭამ ძალიან მეგემრიელება, ადრე რაც მომწონდა ის ძალიან მარილიანია უკვე ჩემთვის :))

  4. Teo.G says:

    kargia tako warmatebebi aba shen ici…tidanshi kvirashi 3 jer varjishob xo?ramdeni saati an wuti andomeb ert varjishs?? trenajorebze varjishob tu ise gavarjisheben?? da kidev mere potoebi dade is 33 smc rom gaqvs moklebuli… after da before :**

  5. Jessie says:

    მეც ნელ-ნელა ვხდები🙂 რამდენჯერმე მეც დამერღვა დიეტა.. ძირითდად კუჭის დაპატარავებაზე ვმუშაობ და რამდენიმე შარვალი, რომელსაც ახლა ვიცმევდი დიდი მაქვს და რამდენიმეში, რომელშიც ადრე ვერ ვეტეოდი, ახლა ვეტევი :)))
    წარმატებები🙂

  6. salo says:

    ახლა აღმოვაჩინე ეს დიეტა და ხვალიდან ვაპირებ დაწყებას.ცოტა გვიანია რადგან კარგი ამინდება მაგრამ ჯობია დავიკლო ნელა და ვიყო ჯანმრტელი ვიდრე სწრაპად და რამე დავიზიანო. დიდი მადლობა ამ გვერდის შექმნისთვის

  7. tanua says:

    გამარჯობა თიკო.ახლა აღმოვაჩინე ეს ბლოგი.ძალიან მაგარი შედეგი გაქვს.ყოჩაღ..მეც სიამოვნებით მივიდოდი ქალბატონ ელენესთან მაგრამ ქუთაისში ვცხოვრობ,არადა მინდა დაკლება:(

  8. tanua says:

    თაკო.ბოდიში სახელი ამერია:)

  9. kuuuskii lanati momarte says:

    auuu sheni chirimee raa gexvewebii mezareba arc maqvs drooo amis wakitxviis tavidan bolomdee abiturienti var hoda sabanketot minda daklebaa raaa :(((( da 1 tveshi 80 sm ranairaaad shegidzliaa mitxraa? damikopire an damiere sad varjishob tu ras aketeeb adamiano mishvele qali ar xaar?😀😀 :***

    • dietebi bevria kuskii, marto is postebi waikitxe dieta ro aweria da moyevi tavidan, yovel 2 kvirashi shecvale dieta tanmimdevrobis mixedvit, savarjishod midi “tidanshi”, vakesia vakis pakis pirdapir zustad, tiniko dagexmareba da namdvilad dagaklebinebs 80 sms ert tveshi tu miyvebi da ise ivarjisheb rogorc getyvis :))

  10. tanua says:

    თაკო სად დაიკარგე?რატომ აღარ წერ? დიეტის დასაწყისში რომ წამლები გიწერია იმათი დალევა აუცილებელია?

  11. kato says:

    vkitxulob xole shens shedegebs da dzalian mixaria.

  12. kato says:

    ar danebde:)) kitxva maqvs shentan. tidanze wavikitxe da chkvashi damijda:) mainteresebs, trenajorebi aris(velosipedi, biliki da a.sh..)? 165sm da 55kg var. chemi problema fexebia. minda zafxulshi 1 tve mainc vivarjisho da shen, rogorc garkveuli,😉 rogor fiqrob, meyofa? da zafxulshi arian xo chveulebriv?! madloba winaswar:**

  13. ket says:

    rogor xar tak? :* ragac siaxleebs agar deb ra xdeba xom ar shemogergva?:) miyvars sheni blogis kitxva🙂 warmatebebs gisurveeb :*:*:*:*

  14. buka says:

    gamarjoba tako🙂 dzaliaan momowns sheni blogis kitxva.. ragac stimulis momcemia.. magram am bolo dros agar wer da rato ??🙂 mec daviwye 3 kviraa puri ar michamia.. erti kvira mkacr dietazec viyavi saatobrivad vchamdi.. da kide minda rame gavaketo da arvici ra.. dzalian minda 10 kg -s dakleba

  15. გვანცა says:

    tako didi siamovnebit vkitxulob shens blogs, magrad am bolo dros sul daikarge((((((((((((((((

  16. teko says:

    ara ashkarad grdzel vadiani dieta bevrad kargia vidre mokle vadiani da organizmi ufro egueba,martalia rtulia magramshedegi kargia da sasiamovno bolos warmatebebi sayvarelo.

  17. iako says:

    თაკოო ველოდებიი შენს შედეგებს დიდი ხანია უკვეე.. სად ხარ? ხომ არ დაარღვიე?:( მე ვიყავი დიეტაზე 1 კვირა მაგრამ დავარღვიე. მიდი გვითხარი რამე ხომ კარგად ხარ? :)) ძაან მომწონს შენი ბლოგი წარმატებებიიიი :*

  18. Any says:

    სად დაკარგე წერის ენტუზიაზმი?🙂
    გელოდებიიიით :*

  19. buka says:

    takooooooooooooo sad daikargeee ar tqva exla rom daargvieee?😦

  20. buka says:

    me 1 tvea comeuls ar vcham saertod.. atashi eertxel sheidzleba mchadi vchammo.. tavidan ragac 1 kviriani dietit daviwyee da mashin davikeli 4 kg da imis mere agar vikleb ubralod ushaqro yava-chaize var da comeuli amovige.. danarcheni 6is merec vcham… exla dz minda ro vivarjisho da 6 is merec ar vchamo… da iqneba imedia rame shedegi.. ( dges shaurma vchame da imedia dz ar davargvieee )
    dawereeee ra rogor miidis sheni dietaaaaa

  21. m.s. says:

    gogoebo, takos exla iseti etapi aqvs cxovrebashi, jobia ar sheawuxot . shegidliat miulocot gabedniereba🙂
    ra dros dietaa am periodshi?! : )))

  22. ana says:

    მაგარი გოგოხარ!!!
    მეც დიეტაზე ვარ 6 თებერვლიდან
    დავიკელი 3 თვეში 15 კილო დარღვევებიანად :)))
    დავდივარ დიეტოლოგთან ნატა გაგუასთან.
    დღეში მაქ უფლება 25 გრამი შავი შოკოლადის ან 2 ჩაი კოვზი ყავისფერიშაქრის მიღება
    მარილი ნახევარი ჩაის კოვზი მთელი დღის განვალობაში
    ვაპირებ თიდიანში მისვლას.
    შენი გვერდი რო წავიკითხე ყველაფერს გადავდებ და მივალ თიდიანში

    • natia says:

      ანა ნატა გაგუა სად ა რის მისმაარტს ვერ მეტყვი?

  23. ძალიან კარგი გოგო ხარ ^_^ მიხარია შენი მიღწევები :* იმედი მაქვს არ დანებდები და მალე გვაჩვენებ ახალ შედეგებს !❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s