I’m B a c k ! ! ! ! ! :)


ძალიან, ძალიან დიდი ხანია აღარც კი გამიხსნია ჩემი ბლოგი, დღეს უბრალოდ ვიღაცის პოსტზე ვაკეთებდი კომენტარს და შემახსენა ჩემმა ბლოგმა თავი, შემოვედი და დამხვდა ძალიან ბევრი ახალი კომენტარი და ამდენი ხნის განმავლობაში მაინც ძალიან ბევრი ვიზიტორი!!! ძალიან მიყვარხართ! You all made my day!!!🙂

ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა, პირველ რიგში ოჯახი შევქმენი და ჩემი და გეგას ურთიერთობის მე-4 წლის თავს უკვე ცოლ-ქმრად შევხვდებით🙂

მეორე რიგში საცხოვრებლად გადმოვედით გერმანიაში, მე სამსახურიდან მივიღე ძალიან კარგი შემოთავზება და ახლა ვცხოვრობთ ჰაიდელბერგში, ახლოს ფრანკფურტთან. გერმანიიდან საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ჰყავდა ჩემს ბლოგს და თუ ვინმე მყავხართ სიახლოვეს შემეხმიანეთ, ძალიან გამიხარდება აქ ქართველებთან შეხვედრა და დროის ერთად გატარება🙂

ოოოოოო, რაც შეეხება ჩემი ბლოგის მთავარ თემას, ჩემს დიეტას… დიეტა დავივიწყე მას შემდეგ, რაც მე და გეგა ცალკე გადავედით საცხოვრებლად, მუდმივად სტუმარი, მუდმივად სუფრა ჩვენს სახლში და ვეღარ გავუძელი ცდუნებას… მაგრამ ჩემდა გასაოცრად ძალიან ნელა მოვიმატე წონაში, საწყის წონას კიდევ არ დავბრუნებივარ, მაგრამ დაკლებული 15 კგდან 10 ისევ დავიბრუნე😦

ჯერ მხოლოდ 1 თვეა რაც გერმანიაში ჩამოვედით და ვარჯიშის გარდა ყველაფერზე საფიქრალი და სანერვიულო მქონდა. ახლა ცოტა დავლაგდით, სახლიც ვიშოვეთ და ზუსტად კორპუსის ქვეშ მაქვს ძალიან საყვარელი დარბაზი და მეც და გეგამაც პირობა დავდეთ, რომ ახალი წლის არდადეგებზე თბილისში რომ ჩამოვალთ, ვერავინ ვეღარ უნდა გვიცნოს ისეთ ფორმაში ჩავდგეთ…  მე დასაკლები მაქვს დაახლოებით 15 კილო, გეგასაც ალბათ სადღაც მაგდენი…

ყველას, ვინც მე დღეს ასე გამახარეთ და ამდენი ხანი მაინც შემოდიოდით და ელოდებოდით ახალ პოსტს, გპირდებით :))) რომ აუცილებლად გავაგრძელებ წერას და კიდევ ბევრ ბევრ სასარგებლო რჩევას მოგცემთ… წარმატებები ყველას ვინც მომწერა რომ დაიწყო დიეტა, ბევრი კომენტარია დაგროვილი და ვეცდები ყველას ვუპასუხო, დიდი მადლობა, რომ კითხულობთ ჩემ ბლოგს!!!🙂

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

8 Responses to I’m B a c k ! ! ! ! ! :)

  1. NUKA says:

    თაკოოოოოო, როგორ გამახარა შენმა გამოჩენამ და შენს ცხოვრებაში ასეთმა დადებითმა და გრანდიოზულმა ცვლილებებმა:))) გათხოვება უკვე მოგილოცე და გერმანიის ამბები არ ვიცოდი:) გილოცააააავ! სულ სულ სულ წარმატებები გქონოდეს! შენ ისეთი ჭკვიანი ადამიანი ხარ, რომ დარწმუნებული ვარ ყველაფერი გადასარევად გექნება ცხოვრებაში! :*
    მე კიდევ შენი შემართება გადმომედო და 11კილო დავიკელი:))) ოღონდ დუკანის დიეტით… ძალიან ბედნიერი ვარ:))))
    გთხოვ აღარ დაიკარგო! მოიწერე ხოლმე:) გკოცნი ბევრს
    პ.ს. ერთმანეთს არ შევხვედრივართ, მაგრამ რაღაცნაირად ცოტა გული დამწყდა, თითქოს ახლობელი წასულიყო შორს… რაღაც ვერ ვთქვი კარგად ეს გრძნობა, მაგრამ შენ მიხვდები:) :*

  2. თაკო says:

    ნუკაა, საყვარელოოო, შენ რო არ გამოჩენილიყავი ძალიან გამიკვირდებოდა, ჩემი უერთგულესი მკითხველი🙂 :*:*:* დიდი მადლობააა და გილოცააააააავ, 11 კილო ძალიან მაგარი შედეგია, ყოჩაღ, აბა შენ იცი ჩემსავით არ დაანებო ერთბაშად თავი, შენთვითონ გამოცადე ეხლა რამხელა წვალებაა და არ ღირს წყალში ჩაყრა…

    დროებითია ჩემი წამოსვლა 2-3 წელი სავარაუდოდ, ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს წესით ამ წლებმა🙂

  3. TAMUNA says:

    Gilocav TAko gabednierebas , God Bless !

  4. Nataly says:

    ჩემო საყვარელო რა კარგი გოგო ხარ :)))) ყველაფერს კარგს, დადებითს, ლამაზს გისურვებ შენს ცხოვრებაში🙂 აბა შენ იცი და ასე ძაანაც ნუ მოგვანატრებ ხოლმე თავს :დ რამდენჯერ შემოვსულვარ ნეტა ახალი პოსტი დამხვდეს თქო მაგრამ არაუშავს :Dპირველად ვწერ შენ ბლოგზე კომენტარს მარა ადრეც ვკითხულობდი ) აბა შენ იცი :*:*:*

  5. @Tamuna & @Nataly დიდი მადლობააააა🙂 როგორ მახარებთ რომ იცოდეთ🙂

  6. გვანცა says:

    tako gilocav da yvelafer sauketesos gisurvbet, dzalian gamixarda isev ro wer da stimuls madzlev dasaklebad :*:*:*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s