სამოტივაციო პოსტი :) That’s your choice


ეს ის შემთხვევაა როცა პოსტს უფრო ჩემთვის ვწერ ვიდრე თქვენთვის, ვინც კიდევ კითხულობთ ჩემმს ბლოგს🙂, რადგან ძალიან მოვეშვი და ჩემი მოტივაციაც სადღაც გაქრა უგზო-უკვლოდ🙂

 

 

 

 

 

უკვე 3 თვე ხდება რაც გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში გადმოვედი საცხოვრებლად…  ახლა აღმოვაჩინე რა პატრიოტი ვყოფილვარ, როგორ მყვარებია ჩემი თბილისი🙂 ისე მენატრება ყველა და ყველაფერი, ვერც წარმოვიდგენდი… პირველი თვე იყო ძალიან რთული, ყველაფერი ახალი, გარემო, ხალხი და ახალსაც ხომ გააჩნია, აბსოლიტურად განსხვავებული იმისგან რასაც მთელი 21 წელი ვიყავი შეჩვეული :) ახლა ყველაფერს შევეგუე, ქალაქს, ხალხს, რამდენიმე მეგობარიც გავიჩინე და თან ახალ წლამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და 3 კვირით ჩამოვალ თბილისში🙂

ამ პირობებში ვარჯიშზე და დიეტაზე არც მიფიქრია, ან როდის, რა მომენტში უნდა მეფიქრა არც ვიცი… დაააააა ეს ჩემი დაკლებული კილოგრამები ხომ მოვიმატეეე და კიდევ დავამატე ალბათ 5 კილო… მოკლედ ჯამში 20 კილო მაქვს ისევ დასაკლები. სადამდე უნდა ვიმატო ასე უმოქმედოდ არ ვიცი, ამიტომ სასწრაფოდ ისევ უნდა მივხედო ჩემს წონას. დღეს ჩემს სურათებს ვათვალიერებდი და უზომოდ დამწყდა გული, რა კარგ ფორმაში ვიყავი უკვე და რამდენი მქონდა დაკლებული და წყალში ჩავყარე ყველაფერი… ცოტათი დებილს კი ვგავარ მეორე სურათზე (🙂 ) და დუტის კურტკითაც რთულია ფორმების დანახვა მაგრამ არ მაქვს უკეთესი ახალი სურათი შესადარებლად, განსხვავება კარგად ჩანს, რამხელა ვარ ახლა და რამდენი მქონდა დაკლებული რამდენიმე თვის წინ😦

თუმცა ეს ყველაფერი სრულიად უმიზეზოდ არ მომხდარა და ამით ვიმშვიდებ თავს. დღეს უკვე ვარჯიშს ვიწყებ. სპორტ დარბაზი მაქვს ჩემი კორპუსის პირველ სართულზე, მუშაობენ გვიან საღამომდე ანუ სამსახურის მერეც მოვახერხებ სიარულს.  სურათებს და პროგრამას შემდეგ პოსტში განვიხილავ.

რაც შეეხება დიეტას – ისეთ მკაცრ დიეტას, როგორსაც ვიცავდი, ნამდვილად ვეღარ დავიცავ. არც ნებისყოფა მეყოფა, დიდი მზარეულობის ნიჭითაც არ გამოვირჩევი და ჩემით ვერ გავიკეთებ ყოველდღე მეორე დღის საჭმელს (თბილისში დედა მიმზადებდა ყველაფერს) და საათების მიხედვით მითუმეტეს ვერ მოვახერხებ ჭამას ჩემი რეჟიმიდან გამომიდნარე. ამიტომ ზოგადი პრინციპების დაცვაზე უნდა გადავიდე🙂 დილით გემრიელი საუზმე, შუადღეს ლანჩი და საღამოს 4-5-სკენ მსუბუქი სალათი ან რამე, რის გამზადებასაც შევძლებ ან უკვე მზას ვიყიდი🙂 7-ის ნახევარზე კვირაში 4 დღე ვივლი ვარჯიშზე და დიდი იმედი მაქ რომ ნელ-ნელა დავიკლებ.

ფაქტია რომ უმოქმედობა, მთელი დღე ჯდომა, ბევრი ჭამა არამხოლოდ წონაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც აისახება. სულ დაღლილი და ენერგიისგან დაცლილი ვარ. ვარჯიშის დროს კი ენერგია გემატება, სულ კარგ ხასიათზე ხარ და რაც მთავარია ჯანმრთელობის მდგომარეობაც გიუმჯობესდება.

მე დღეიდან ვიწყებ  გახდომას!!!!🙂 შემომიერთდით🙂 (თუ მოტივაცია გაკლიათ, გადახედეთ სურათებს)

აბა ვინ შემომიერთდება?🙂

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

9 Responses to სამოტივაციო პოსტი :) That’s your choice

  1. tamuna says:

    DZALIAN SAKVARELI XAR SURATEBZE , MIXARIA SHENI POSTEBIS NAXVA , GAIXARE

  2. მე უკვე შემოგიერთდი 2თვეა,ელენესთან დავდივარ და საქმე ძლიან ნელა მიდის წინ და უკვე ვგრძნობ რომ ნებისყოფა მისუსტდება..:(
    შენ კი წარმატებებს გისურვებ :*

    • არ დაანებო თავი არავითარ შემთხვევაში, მიიყვანე ბოლომდე საქმე, თავიდან ნელა მიდის და მერე უცებ დააგდებ წონას… დიდი მადლობა🙂 :**

  3. xato says:

    შენ პოსტებს ადრე ვკითხულობდი, მეცოდება ყველა ჩემნაირად დატანჯული ადამიანი,გიორგაძესთან მეც დავდიოდი სამი თვის განმავლობაში, დამერღვა ციკლი და დაკლებული 12 კგ ნაცვლად ბოლოს მომატებული 25 კგ აღმომაჩნდა, დავანებე თუ არა გიორგაძესთან სიარულს თავი გადამეკეტა და მუდმივად ჭამაზე ვფიქრობდი, მეც მაშჳნ ინგლისში გადავედი საცხოვრებლად და ალბათ გარემომაც შემიწყო ხელი, გული მწყდება რომ საბოლოოდ დაკლებულ წონას ისევ ვიმატებთ, ალბათ ეს , სიმსუქნისკენ მიდრეკილი ყველა ადამიანის პრობლემაა, ზაფხულში ასე თუ ისე ვუბრუნდები ფორმას, ზამთარში კი საშინლად ვარ, ეხლაც უკვე 7კგ მაქვს მომატებული, თვითშეფასება მინუსებში წასული თან ამას ყველა მატყობს, სამსახურშიც სულ მინდა მაგიდასთან ვიჯდე და გარეთ არ გავიდე, სამსახური რო არ მქონდეს ალბათ სახლიდან არ გავიდოდი, დამღალა ამ ყველაფერმა, ძალიან კარგად მესმის შენი,მზად უნდა იყო რო მთელი ცხოვრება მოგიწევს წონის კონტროლი, უკვე მერამდენედ ვცდილობ დიეტის დაწყებას აღარ ვიცი, ეხლაც დიეტებზე სტატიებს ვეძებდი და შენთან ავღმოჩნდი, ყველაზე კარგი მაინც კალორიების თვლა, სისტემა მგონი კი იცი ,ადრე ფორუმზეც შემოდიოდი, წარმატებები ჩემო კარგო…..

    • ხო ეგ არის მთავარი რომ დიეტის მერე არ უნდა იფიქრო, რომ ვსიო მორჩა და აღარ მოიმატებ, პირიქით შეჩვეულია ორგანიზმი ნაკლებკალორიულ კვებას და ორმაგად იმატებ მერე… მე ეხლა ნელ-ნელა ვიკლებ, მკაცრად არ ვიცავ, რაღაცებს ვამატებ, ვაკლებ კალორიების მიხედვით ზუსტად და ნორმალურად ვიკვებები, თან ვვარჯიშობ… ჩემი აზრით მაინც ვარჯიშია გადამწყვეტი, მარტო შენ ფორმებზე კი არ აქ გავლენა, ხასიათიც გეცვლება.. ვარჯიშის მერ ხარ სულ სხვა განწყობით, იცი რომ ყველაფერს შეძლებ..
      რაც შეეხება თვითშეფასებას, შენ თუ არ მოგწონს შენი თავი და არ გიყვარს ვერ შეძლებ სასურველის მიღწევას… იქნებ ვარჯიში ან ცეკვა ან ყველაზე კარგი – იოგა გეცადა…

  4. xato says:

    me adre davdiodi elenestan da rac davikeli is cona isev avkripe calian minda shemogiertdet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s