გაინტერესებთ როგორ ფორმაში ხართ? როგორ გამოიყურებით?


ამ ბოლო დროს ბლოგზე შემოვდივარ, 1-2 კომენტარი მხვდება თვეში, ვპასუხობ და ისევ გავდივარ, ვიფიქრე გავაუქმებ-მეთქი, მაგრამ ამდენი პოსტი, კომენტარი და ჩემი წვალების ისტორია ასე ერთი ხელის მოსმიტ ვერ წავშალე.  ამიტომ გადავწყვიტე ცოტათი გამოვაცოცხლო ბლოგი და თან ჩემი დიეტის უკვე მეორე კვირის დასარული აღვნიშნო🙂

ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ძალიან, ძალიან საინტერესო აპლიკაცია. წონის ინდექსის ათასნაერი კალკულატორი არსებობს, მაგრამ როგორ გამოვიყურებით სინამდვილეში? როგორი იქნება ჩვენი სხეული გახდომის შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხი ვიზუალურად შეგიძლიათ მიიღოთ ამ აპლიკაციით:

Untitledhttp://www.bmivisualizer.com/en/body_masses/get_data

გადადით მითითებულ ლიკნზე, შეავსეთ მოცემულობა (წონა, სიმაღლე, სქესი). მონაცემები შეგიძლიათ შეავსოთ როგორც metric ასევე US/English ფორმატში. ამის შემდეგ აპლიკაცია გაჩვენებთ თქვენი სხეულის 3D გამოსახულებას. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ნახოთ როგორი იქნება თქვენი სხეული წონის დაკლების ან მომატების შემთხვევაში.

ჩემი აზრით ეს არის ძალიან საჭირო და აუცილებელი აპლიკაცია მათთვის, ვისაც წონის დაკლება უნდა.  თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ მომწერეთ კომენტარებში. ისე კი ძალიან მარტივი გამოსაყენებელია.

რაც შემეხება მე. გერმანული შნიცელ-სტეიკები + ნაღებიან-კრემიანი შოკოლადები და ყავები ისედაც კარგად აისახა ჩემს წონაზე. ამას დავუმატოთ ისიც, რომ საახალწლოდ თბილისში ვიყავი 3 კვირით, მონატრებული ქართული საჭმელები მივიღე გადაჭარბებული დოზით და საბოლოოდ მოვედი აი აქამდე :( ახლანდელი

მაგრამ უმოქმედოდ ნამდვილად არ ვზივარ🙂 ელენე გიორგაძის დიეტა დავიწყე ისევ თავიდან და აი უკვე 2 კვირაა ვიცავ. შედეგები უკვე არის. გარდა ამისა დავიწყე ვარჯიში ოღონდ სახლში. Youtube-ზე ძალიან ბევრი ვარჯიშების არხია, მეც ავარჩიე ერთ-ერთი თავისი პროგრამით და მივყვები. ამაზე შემდეგ პოსტში დავწერ, მე უზომოდ კმაყოფილი ვარ. ჩემი საბოლოო მიზანი ამ აპლიკაციის მიხედვით ასე გამოიყურება:

Untitled

ძალიან მინდა შევადგინო სია მიზეზებისა თუ რატომ არის კარგი იყო გამხდარი. მე მაქვს უკვე გრძელი ჩამონათვალი, მაგრამ კარგი იქნება თქვენც თუ რაიმე ახალ იდეებს მომაწოდებთ. გელოდებით კომენტარებში🙂

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to გაინტერესებთ როგორ ფორმაში ხართ? როგორ გამოიყურებით?

  1. tamuna says:

    ნუ გააუქმებთ ბლოგს ძალიან გთხოვთ

    • დიდი მადლობა თამუნა🙂 გადავწტვიტე რომ არ გავაუქმო, ვაგრძელებ წერასაც და დიეტასაც🙂 თქვენ კითვა და აქტიურობა გააგრძელეთ🙂

      • tamuna says:

        სულით და გულით გგულშემაგტკივრობ და ძალიან მინდა რომ შენც საწადელ წონას მიაგწიო , მეც მაგ დგეში ვარ😉 , რატომ არის კარგი გამხდარი რომ ვიკოთ ? მაგალითად მე სულ მეცოდება მუხლები ამდენი წონა რომ უნდა ათრიოს აქეთ-იქეთ და თან ჩვენი ხერხემალიც უნდა შეგვეცოდოს ალბათ გაგეცინებათ ჩემ მაგ აზრზე მაგრამ მართლა მასე ვფიქრობ😉

      • დიდი დიდი მადლობა🙂 შენც წარმატებებს გისურვებ🙂 არა რატო უნდა გამეცინოს, მართალი ხარ, საწყალი ჩეემი ფეხები ამხელა რო უნდა მატაროს მთელი დღე :)))))))))

  2. A Magazine says:

    არავითარ შემთხვევაში არ გააუქმო ბლოგი:/
    მეც შევედი და ვნახე ჩემი BMI და მისი ვიზუალიზაცია. ასევე სასურველთანაც შევადარე. კარგი აპლიკაციაა ნამდვილად. გამხდარი იმიტომ არის კარგი რომ მე პირადად ზედმეტი წონა მაწუხებს, თავისუფლად ვერ ვგრძნობ თავს, დამძიმებული ვარ ხოლმე. გერმანიაში ვსწავლობდი და პირველი წლები კარგად მეჭირა თავი, მაგრამ სწავლის ბოლო წელს საშინელებები ჩავიდინე და ჩემი 54 კგ-დან 70-72-ს მივაკაკუნე. აი ასე. როგორ გავხდი და კვების შეზღუდვით რა თქმა უნდა, კონტროლით (მაგრამ არასდროს მკაცრი დიეტა არ დამიცვავს) და შესაბამისად დავიწყე ვვარჯიშიც. რადგან მკაცრი მეთოდებისთვის არ მიმიმართავს, 60 კგ-მდე ჩამოსვლა მხოლოდ 6 თვეში შევძელი და შემდეგი 6კგ ნელ ნელა შემდეგი 6-8 თვის მანძილმე მოვიკელი.
    აი ლინკი ჩემი ბლოგიდან კვებასთაბ დაკავშირებით.
    http://anosmagazine.com/2010/11/05/lose_weight/
    ბლოგზე სხვა რჩევებსაც ნახავ.

    წარმატებები!

    • არა, გადვაიფიქრე გაუქმება🙂 ხო სასწაულად მკაცრ დიეტას არც მე ვიცავ, თუნდაც იმიტო რო მშიერი არ ვარ, სუ რაღაცას ვჭამ, ნუ ძირითადად ხილი და ბოსტნეული და უმარილო🙂 მე უკვე აღაც მჯერა რო ჩამოვალ მაგ წონაზე😦 ისე ნელა ვიკლებ😦

  3. qeti says:

    rogor gaviqro muceli?+

    • მუცლის გასაქრობად რამე კონკრეტული დიეტა ან ვარჯიში არ არსებობს. რა თქმა უნდა სხვადასხვა სახის პრესების კეთებით კუნთს ავარჯიშებთ და ე.წ. 6 კუბიკსაც დაიყებეთ, მაგრამ თუ ჯანსაღ კვებაზე ან დიეტაზე არ გადახვალთ და ზედმეტი ცხიმებისგან არ გათავისუფლდებით, თვქენი კუბიკებიც ცხიმის ქვეშ დარჩება დამალული. ასე რომ ნაკლები ტკბილი და ცხიმიანი, მეტი ბოსტნეული და ხილი, ფიზიკური დატვირთვა და პრესები🙂

  4. Gvantsa says:

    Ar gaauqmo, dzalian mexmareba sheni blogi, da warmatebebs gisurveb. sheni blogis mec meti stimeli momeca dasaklebad! Madloba!!!

  5. ანაჩკა says:

    აუუ და საიტს არ მიხსნის ..😦 რაგავაკეთოო

  6. meko says:

    წარმატებებს გისურვებ,იმედი მაქვს შენს მიზანს აუცილებლად მიაღწევ…იქნებ ჩემი ბლოგიც დაგეხმაროს ამაშიmotivaciashentvis.wordpress.com/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s